ბოლო ცნობა ასეთია: დიეგო მარადონა 80 წუთიანი ოპერაციის შემდეგ ისვენებს. მოგეხსენებათ, დღეს მას თავიდან თრომბი ამოუღეს. ოპერაცია ბუენოს აირესის გარეუბან ოლივოსში მდებარე კერძო კლინიკაში ჩატარდა. დაბლა ფოტოზე ხედავთ ლეგენდარული ფეხბურთელის საავადმყოფოში მიყვანის სცენას. კლინიკასთან უამრავი გულშემატკივარი იყო შეკრებილი. ისინი არგენტინის კერპის გადარჩენისთვის ლოცულონბდნენ. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა.
ჭდე: დიეგო მარადონა
დიეგოს ტვინის ოპერაციას უკეთებენ
დიდ დიეგო მარადონას, რომელსაც 30 ოქტომბერს 60 წელი შეუსრულდა, ტვინზე სასწრაფო ოპერაციას უკეთებენ — ექიმებმა მას თრომბი აღმოუჩინეს. ეს გახლავთ სუბდურალური ჰემატომა ანუ ტვინში ჩაქცეული სისხლის ნაირსახეობა, რომელსაც ბუენოს აირესიდან სამხრეთით, ერთი საათის სავალზე, ლა პლატას კერძო კლინიკაში მიაგნეს. დიეგო ამ კლინიკაში ორშაბათს დაწვა. მარადონას ოპერაციას სხვაგან, არგენტინის დედაქალაქის გარეუბან ოლივოსში (გა)უკეთებენ. ლეგენდის მეგობარი, ჟურნალისტი...
ის
ყველა აქ შეკრებილა და ვინღა გვაკლია? გასაგებია ვინც. ის. ააა, უკვე აღარ გახსოვთ? გაგახსენებდათ თავს, აქ რომ იყოს. მსუბუქი პანიკა გადაურბენდა ყველას. ვერც მარიო ზაგალო იქნებოდა ასე თამამი. ვერც ბერტი ფოგთსი და გლენ ჰოდლი გაიბღინძებოდნენ აგრერიგად. ეჰ, ახლა რომ აქ იყოს, მინდორზე, მაგრამ მისი ამბავი დამთავრებულია. უკვე კარგახანია. თითქოს იბრძოდა, არ უნდოდა, უფრო სწორად კი...
17 წლის… მერე რა?!
ასეც არ შეიძლება. თანამედროვე ფეხბურთმა ყველა ფინანსური ჩარჩო წალეკა და დღევანდელ, ისე რა ფეხბურთელთან შედარებით „ნაპოლიში“ დიეგო მარადონას გადასვლა მათხოვრისთვის ხურდა ფულის გადაყრას ჰგავს. ვინ არის ანსუ ფატი? ერთი ნიჭიერი, მაგრამ მაინც ფეხბურთელი ბიჭია. ბარსელონელელებს მწარედ ახსოვთ ნეიმარი და ფატის ახალი კონტრაქტი შესთავაზეს, რომელშიც გამოსასყიდად 400 მილიონი ევრო დათქვეს. შეიცოდეთ ბავშვი. 17 წლის ასაკში ორჯერ...
მარადონა ესპანეთის ნაკრებში?
გენიალური არგენტინელის პოსტსაფეხბურთო ცხოვრება ასეთივე გენიალური ვერ აღმოჩნდა, თუმცა უამრავი სკანდალისა და სამწვრთნელო ასპარეზზე არცთუ დიდი წარმატებების მიუხედავად, დღემდე არსებობენ ადამიანები, რომლებიც საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, დიეგოს სიდიადის ჯოკრად გამოყენებას ცდილობენ. ერთ-ერთი გახლავთ ანტონიო ტორესი – ყოფილი ფეხბურთელი და საფეხბურთო მსაჯი, რომელმაც ჯერ კიდევ თებერვალში დაიწყო ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებისთვის მზადება. მისი განცხადებით, თუ არჩევნებში...
90 კგ საჭმელი მარადონას მაისურში
დიეგო არმანდომ კორონავირუსით დაზარალებული უღარიბესი არგენტინული რეგიონისთვის საქველმოქმედო აქცია ჩაიფიქრა. საამისოდ მან ლატარეაში გასათამაშებლად 1986 წლის ტრიუმფალური მსოფლიოს ჩემპიონატისას ნაცვამი და ავტოგრაფით გაფორმებული მაისურა არ დაინანა. მაისურა ლატარეაში მათ შორის გათამაშდა, ვინც ღარიბებისთვის პროდუქტები, დამცავი ნიღბები და ანტისეპტიკები გაიღო… საოცარი კია, მაგრამ აქციით მხოლოდ 90 კილოგრამი საკვების შეგროვება მოხერხდა.
ცუდები
ბრიტანულმა FourFourTwo-მ საფეხბურთო სამყაროში ყველაზე აუტანელ პიროვნებად ზეპ ბლატერი დაასახელა. ფიფას პრეზიდენტი, როგორც იცით, კორუფციული სკანდალის გამო ჩამოაშორეს ფეხბურთს. მეორეზე ჟოზე მოურინიუ გახლავთ თავისი ენამწარეობის გამო, მესამეზე კი გფრ-ის ყოფილი მეკარე ტონი შუმახერი, რომელმაც 1982 წლის მუნდიალის ნახევარფინალში ფრანგი პატრიკ ბატისტონი კინაღამ მოკლა – ისე გამოვარდა კარიდან და მეთელი ძალით შეეჯახა… ზეპ ბლატერი ჟოზე მოურინიო ტონი...
ყველაზე ცუდი კაცი, ვინც ოდესმე შემხვედრია
ოცდაათი წელი გავიდა მას მერე, რაც რომის „სტადიო ოლიმპიკოზე”, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში, არგენტინამ გერმანიასთან 0:1 წააგო. იმ დღეს, მოედანზე, ყველაზე შესამჩნევი ფიგურა დიეგო მარადონა იყო. ამ შემთხვევაში შესამჩნევი უფრო ქცევით, ვიდრე თამაშით — ბუმბერაზ ფეხბურთელს კარიერაში იმდღევანდელზე ძლიერადაც უთამაშია. შეხვედრის ბედი კი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც გერმანელებმა პენალტით გაიტანეს და ამ პენალტზე დღემდე დაობენ. შეხვედრის...
კრესპოს მესი
საერთაშორისო სარბიელზე მესის წარუმატებლობა ყოველთვის მის ნაკლად განიხილება და როცა საქმე ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის განხილვაზე მიდგება, არგენტინელის წინააღმდეგ სწორედ ამ არგუმენტს იყენებენ ხოლმე. სამაგიეროდ, ასე არ თვლის, მისი ყოფილი თანანაკრებელი ერნან კრესპო. „ძალიან რთულია იყო მესი. არავის შეუძლია მის ადგილას თავის წარმოდგენა, იგივეს ვიტყვი მარადონაზეც. თქვენთვის წარმოუდგენელია რას ფიქრობენ და როგორ ცხოვრობენ ისინი. ლეო...
… მუდამ გრიპის პანდემია
ლეგენდარულმა დიეგო მარადონამ თქვა, კორონავირუსით ზოგიერთი კლუბი სარგებლობს, ანუ პერსონალს ხელფასს არ უხდის და ეს ფეხბურთელთა მდგომარეობას უფრო ამძიმებსო. „არიან ფეხბურთელები, რომლებიც დიდ თანხას იღებენ და შეუძლიათ, რომ მოიკლონ, თუნდაც 70 და 80 პროცენტი. თუმცა არიან ისეთები, რომლებიც ერთ თვესაც ვერ გაძლებენ უხელფასოდ. კლუბმა მათ უნდა გადაუხადოს. უკვე გამოჩნდნენ კლუბები, რომლებიც სარგებლობენ კორონავირუსით – ისინი...









