ჭდე: დიეგო მარადონა

Home დიეგო მარადონა
… და ეს არ არის კვარაცხელიას დემარში!
ჩანაწერი

… და ეს არ არის კვარაცხელიას დემარში!

… არანაირი „ნაპოლიში“ ტრანსფერი და ათნომრიანი მაისურა არ არსებობს. ჯერ ერთი ამ  მაისურას, მარადონას უკვდავსაყოფად, ტაბუ დაედო ნეაპოლურ კლუბში და მეორეც – „ნაპოლის“ პრეს-სამსახურმა გამოაცხადა, რომ ქართველი ფეხბურთელის მიმართ კლუბს ინტერესი არ აქვს. სამაგიეროდ არსებობს მარტივი მოცემულობა – „რუბინის“ ქართველი ლეგიონერი ხვიჩა კვარაცხელია სამშობლოში დაბრუნდა, რადგან, ეროვნულ გუნდშია გამოძახებული. ამ მარტივ მოცემულბაში კი საქმე ცოტა...

ინსინიემ მარადონას გაუსწრო
ჩანაწერი

ინსინიემ მარადონას გაუსწრო

ლორენცო ინსინიემ 116-ე გოლი გაიტანა „ნაპოლის“ მაისურით, რითაც გადაუსწრო დიეგო მარადონას. დიეგოს 115 ჰქონდა. ინსინიემ „ინტერთან“ სერია A-ს უპრინციპულეს მატჩში პენალტი გამოიყენა და მისი გუნდი იგებდა, მაგრამ თამაში 1:1 დასრულდა. ინსინიეს 116 გოლი კი აქვს, მაგრამ პირველ ადგილზე არაა და ვერც გადავა, რადგან ზაფხულიდან MLS-ის კლუბ „ტორონტოში“ გადადის. თუ მერე ისევ უკან დაბრუნდება, სხვა საქმეა. ლორენცო...

უცნობი ამბავი მარადონაზე…
ჩანაწერი

უცნობი ამბავი მარადონაზე…

დიეგო მარადონამ კარიერის განვალობაში „არხენტინოს ხუნიორსში“, „ბოკა ხუნიორსში“, „ბარსელონაში“, „სევილიაში“, „ოლდ ბოისში“ და „ნაპოლიში“ ითამაშა. ის 2020 წლის 25 ნოემბერს 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. ავად იყო, სათანადოდ ვერ უწამლეს. როცა ჯერ კიდევ 17 წლის იყო და „არხენტინოს ხუნიორსში“ თამაშობდა მასზე ლეგენდები წამოვიდა. სკაუტების, ჟურნალისტებისა და საფეხბურთო მოხელეების მუდმივი ყურადღების ცენტრში იყო… თუმც, ცოტამ თუ იცის,...

პაიჭაძიდან კალაძემდე
ჩანაწერი

პაიჭაძიდან კალაძემდე

ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) ყველა ქვეყნის ოცნების გუნდი შეადგინა. ცხადია, საქმეში საქართველოც მოხვდა. ყველა დროის სიმბოლურ ნაკრებში მოქმედი ფეხბურთელებიდან, ცხადია, ვერავინ მოხვდა, ხოლო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიიდან მხოლოდ კახა კალაძე. 10 ფეხბურთელი კი საბჭოთა პერიოდიდან არის. IFFHS-ს ვერსიით, საქართველოს ყველა დროის ნაკრები ასე გამოიყურება. ანზორ კავაზაშვილი; რევაზ ძოძუაშვილი, მურთაზ ხურცილავა, ალექსანდრე ჩივაძე, კახა...

თასი მარადონას სახელზე
ჩანაწერი

თასი მარადონას სახელზე

უეფა და კონმებოლი (სამხრეთამერიკული ფეხბურთის კონფედერაცია) აწარმოებენ მოლაპარაკებას ახალი ტიტულის შემოღებასთან დაკავშირებით. საქმე ეხება საკონტინენტთაშორისო თასს, რომელიც აქამდე სულ 2-ჯერ გათამაშდა. 1985 წელს საფრანგეთის ნაკრებმა 2:0 მოუგო ურუგვაის, 1993 წელს კი არგენტინამ პენალტების სერიაში დაჯაბნა დანია (1:1, 5:4). ჯერ უცნობია, აღდგება თუ არა ტიტული, მაგრამ პარალელურ მიდის მოლაპარაკება იტალიის და არგენტინის ფედერაციებს შორის, რომ გაიმართოს...

შვიდი ბრალდებული
ჩანაწერი

შვიდი ბრალდებული

შვიდ პირს ოფიციალურად წარუდგინეს ბრალი დიეგო მარადონას სიკვდილში. მათ 8-დან 25 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ჯერჯერობით პროკურატურამ მკაცრი აღკვეთის ღონისძიებებზე უარი თქვა და ბრალდებულებს არგენტინის ტერიტორიის დატოვება აუკრძალა. პროკურატურის დასკვნაში ნათქვამია, რომ „დიეგო მარადონას ჯანმრთელობით დაკავებული ჯგუფის მოქმედებები იყო არაადექვატური, გაუაზრებელი, არასრულფასოვანი და პაციენტის მდგომარეობა ბედს მიანდეს“. შეგახსენებთ, დიეგო მარადონა გასული წლის ნოემბერში 60 წლის ასაკში...

ჩაბი ალონსოს ხუთეული
ჩანაწერი

ჩაბი ალონსოს ხუთეული

„ლივერპულის”, „რეალისა” და „ბაიერნის” ყოფილმა ვარსკვლავმა ჩაბი ალონსომ თავისი ხუთი რჩეული ფეხბურთელი დაასახელა. ალონსომ ხანგრძლივი კარიერის მანძილზე ბევრი დიდი ვარსკვლავის მხარდამხარ თუ წინააღმდეგ ითამაშა, ხოლო მისმა ძველმა თანაგუნდელმა ჯეიმი კარაგერმა თავის პოდკასტში The Greatest Game მათგან რამდენიმეს გამოყოფა სთხოვა. კარაგერმა ბასკს ხუთკაცა ფეხბურთის „დრიმ თიმი” შეადგენინა. ალონსომ, რომელიც დღეს „რეალ სოსიედადის” B გუნდს წვრთნის, თავისი...

ვის შევჩივლო, მარადონა მკვდარია…
ჩანაწერი

ვის შევჩივლო, მარადონა მკვდარია…

გეხსომებათ საფრანგეთის ნაკრების ექსდამრიგებელი რაიმონ დომენეკი. მუსიე რაიმონი 2004-2010 წლებში წვრთნიდა „მამლებს“ და 2006-ში მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალსაც უწია. და რა შუაშია მარადონა? დიეგო თავად 68 წლის ფრანგმა გაიხსენა, რომელიც ფრანგულსავე „ნანტში“ სამუშაოდ სეზონის ბოლომდე მიიწვიეს. „მინდოდა, გუნდში მარადონა ამეყვანა, მაგრამ მკვდარია და რა ვქნა?! იმ კონტინგენტით უნდა დავკმაყოფილდე, რომელიც გვყავს. იანვრის სატრანსფერო ფანჯრისას ვერავის დავიმატებთ,“...

ჩანაწერი

მარადონა, როგორც ლენინი?

აუ! ლეგენდარული დიეგო მარადონას სხეული შესაძლოა სამარიდან ამოიღონ და მავზოლეუმში თავის ჯილდოებთან ერთად დაასვენონ. ახლა ამბობენ, 60 წლის არგენტინელი ანდერძში თავისი სხეულის ბალზამირებას ითხოვდაო. კერძოდ, დიეგოს თავისი ვექილისთვის მატიას მორლასთვის წერილობით მიუმართავს, რომ მოვკვდები ისეთივე პატივი მეცით, რუსებმა თავიანთ ბელადს, ვლადიმერ ლენინს რომ სცესო. მოგეხსენებათ, რუსეთის 1917 წლის 25 ოქტომბრის ბოლშევიკური გადატრიალების წინამძღოლის გვამი 1924...

ჩანაწერი

რამდენი შვილი ჰყავდა დიეგო მარადონას?

როგორც ჩანს, დიეგო მარადონას ქონების გასაყოფად მისი ნათესავები ხმაურიანად და ენთუზიაზმით დაეტაკებიან ერთმანეთს. ცნობები ამის შესახებ მსოფლიო პრესაში უკვე გამოჩნდა, მაგრამ მოდი ჯერ სხვა კითხვა დავსვათ: მაინც რამდენი შვილი ჰყავდა ფეხბურთის ლეგენდას? საყოველთაოდ არის ცნობილი, რომ მარადონას პირადი ცხოვრება ისეთივე ბობოქარი იყო, როგორც მისი ცხოვრება მოედანზე. არგენტინელს ათასი ჯურისა და მორალის ადამიანთან ჰქონია ურთიერთობა —...