დიეგო მარადონას გარდაცვალებას პელე გამოეხმაურა. მან თქვა, რომ ერთ დღეს, ისინი ალბათ ზეცაში შეხვდებიან და იქ ითამაშებენ ფეხბურთს. ლეგენდის სიკვდილმა ბევრ ვარსკვლავს დაწყვიტა გული. მათ სოციალურ ქსელებში გულისტკივილი გამოთქვეს 60 წლის არგენტინელი გენიოსის დაღუპვის გამო. „დღეს სევდიანი ცნობა მოვიდა. მე დავკარგე ძვირფასი მეგობარი, მსოფლიომ კი ლეგენდა. სათქმელი გაცილებით მეტია, მაგრამ ახლა, დაე, ღმერთმა მისი ოჯახი...
ჭდე: გარი ლინეკერი
ძირს ხტომა და კუნტრუში!
შაბათს, „მანჩესტერ იუნაიტედმა” „ვესტ ბრომვიჩს” ბრუნო ფერნანდეშის პენალტის წყალობით 1:0 მოუგო. თამაში მანჩესტერში, „ოლდ ტრეფორდზე” გაიმართა. ეს თითქოსდა ჩავლილი ამბავი იმითაა საინტერესო, რომ VAR-მა ფერნანდეშს თერთმეტმეტრიანი ორჯერ დაარტყმევინა. მიზეზი: პირველი ეპიზოდი, როდესაც ბურთი მეკარე სემ ჯონსტონმა მოიგერია, იმიტომ დაიწუნეს, რომ ჯონსტონმა ხაზიდან ფეხი ნაადრევად გადმოდგა. „ვესტ ბრომვიჩის” მეკარე ფეხბურთში არსებულმა ამ წესმა აღაშფოთა და სოციალურ...
იწყება: 49 პროცენტიანი vs გიჟი გენიოსი
დღეს პრემიერლიგის ახალი სეზონი იწყება, ინგლისური ფეხბურთის ლეგენდა და ერთ-ერთი ან ერთ-ერთის გარეშე ყველაზე ავტორიტეტული ტელეწამყვანი გარი ლინეკერი კი ამბობს, რომ მათი ქვეყნის ჩემპიონატში ხშირად ყოფილან დიდი გუნდები, რომელთაც გაუმარჯვიათ, მაგრამ შემდეგ სეზონში ტიტული ვეღარ შეუნარჩუნებიათ. ნეტავ „ლივერპულიც” ძველ შეცდომებას დაუშვებს? — კითხულობს ის. ასე იქნება თუ ისე, ლინეკერი ახალ სეზონში წინასთან შედარებით უფრო დაძაბულ...
ფეხბურთელები კუთხეში!
პრემიერლიგის კლუბების ნაწილი შიშობს, რომ ხელფასების შეკვეცის გამო დიდი არეულობა იწყება და შექმნილი მდგომარეობა მათ თავიანთ საუკეთესო ფეხბურთელებთან დააპირისპირებს. თავიდან იყო წინადადება, ყველა მოთამაშემ 30 პროცენტი მოიკლოს ან ხელფასების აღება გადავუვადოთო, მაგრამ პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ ეს იდეა არ მოიწონა. ასოციაცია შიშობს, რომ გასამრჯელოს ასეთი საყოველთაო დაკლება სახელმწიფოს გადასახადების სახით 200 მილიონ გირვანქას დააკარგინებს. იმავდროულად გაირკვა,...
თმის ყალყზე დასაყენებელი ამბავი
გარი ლინეკერმა გასულ შაბათს, გადაცემაში Match Of The Day (დღის მატჩი) ჩვეულებისამებრ იხუმრა და მორიგ სკანდალში ამოჰყო თავი. ხალხმა „ბი-ბი-სის” საჩივრები მოაყარა. აქვე მოგახსენებთ თუ შეგახსენებთ, რომ წარსულში შესანიშნავი ინგლისელი თავდამსხმელი ლინეკერი „ბი-ბი-სის” ყველაზე მაღალანაზღაურებადი წამყვანია. მისი გასამრჯელო წელიწადში 1,75 მილიონ გირვანქას უდრის. ახლა, თავად ხუმრობის შესახებ. პირდაპირ ციტატა მოვიტანოთ: „წლეულს პრემიერლიგის ძლიერი სტარტი გვაქვს....
ლინეკერი, ბრექსიტი და თასის თამაშები
წარსულში ინგლისური ფეხბურთის ვარსკვლავი, დღეს კი ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტელესახე და წამყვანი გარი ლინეკერი პოლიტიკაში გარკვეული კაცია და თავისი მკაფიო პოზიცია აქვს — ბრექსიტის თავგადაკლული მოწინააღმდეგეა. ჩვეულებრივ, ლინეკერი პოლიტიკაზე სოციალურ ქსელებში კამათობს და როგორც ხდება ხოლმე ამის გამო მას ბევრი აკრიტიკებს, თუმცა ბევრიც აქებს. ამჯერად კი, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასის მეოთხედფინალური მატჩების მიმოხილვის დროს...
ყოფილი სიდედრის დაკრძალვაზე
29 ივნისს, როდესაც მსოფლიოს ჩემპიონატზე გუნდები ისვენებდნენ გარი ლინეკერი უელსს გაემგზავრა. მიზეზი: სიდედრყოფილი გარდაეცვალა და ცოლყოფილს მხარში დაუდგა. საინტერესო ფაქტი: 57 წლის ლინეკერი და მისი ყოფილი სიდედრი კიმ მოჰამედი ტოლები იყვნენ. ფეხბურთის ყოფილი და მოქმედი ტელევარსკვლავის ექს-მეუღლე დენიელ ბაქსი კი 39 წლისაა. ლინეკერის საქციელი მართლაც დასაფასებელია. მან ხუთშაბათ საღამოს 22:30-ზე, BBC2-ზე ჩვეულებრივ წაიყვანა გადაცემა, შემდეგ კი...
რამ გაახსენათ საქართველო რუსეთის მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრისას?
კრემლში ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრის შესახებ „სარბიელი“ უკვე წერდა. რუსულ მუნდიალამდე ჯერ კიდევ ნახევარი წელიწადია და ამ ხნის განმავლობაში კიდევ ბევრი რამ შეიცვლება. ბევრიც ახალი მოხდება. ამჯერად კი პირველ შთაბეჭდილებებზე ვთქვათ და ტურნირის კალენდარსაც გადავხედოთ. ყველაზე რთული ალბათ D ჯგუფია, სადაც არგენტინა, ისლანდია, ხორვატია და ნიგერია მოხვდნენ. არგენტინელები ცხადია, ჯგუფის ფავორიტები იქნებიან, თუმცა ყველას აინტერესებს...
არ გაიხადო!
1 დეკემბერს მოსკოვში მომავალი საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრა გაიმართება. ღონისძიება კრემლის იმ დარბაზში შედგება, სადაც უწინ კომპარტიის ყრილობები, საბალეტო წარმოდგენები და საახალწლო ნაძვის ხეები იმართებოდა, ხოლმე. ახლა, ცხადია, ყველაფერი სხვაგვარადაა, მაგრამ ის კომუნისტური „არომატი“ მაინც პოულობს ნაპრალებს. წილისყრას ინგლისის ნაკრების ყოფილი ვარსკვლავი, ამჟამად კი ტელეწამყვანი გარი ლინეკერი და რუსი ჟურნალიტი მარია კომანდნაია წარუძღვებიან. პატარა სახალისო...
რუსებმა იაშინი მეტროში ჩაიტანეს
რუსეთმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ოფიციალური პოსტერი წარადგინა. პოსტერის მთავარი ფიგურა მოსკოვის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ნაკრების ლეგენდარული მეკარე ლევ იაშინია. პრეზენტაციის წამყვანები მომავალი მუნდიალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ვიტალი მუტკო, ფიფას გენერალური მდივანი ფატიმა სამურა და რუსეთის ნაკრების მეკარე იგორ აკინფეევი იყვნენ. საგანგებო სტუმრად კი იაშინს ქვრივი- ვალენტინა მიეწვიათ. პოსტერის დიზაინერი 50 წლის იგორ გუროვიცია....









