ესპანური AS ფრანგულ Le Parisien-ს იმოწმებს, პსჟ მადრიდის „რეალიდან“ ერთბაშად სამი ფეხბურთელის შეძენას აპირებსო: ისკო, გარეთ ბეილი და ტონი კროოსი. სავარაუდოდ, შეიხები ფლორენტინო პერესს სამივე ფეხბურთელში ერთად 210 მილიონ ევროს შესთავაზებენ. თუ Transfermarkt-ს ვენდობით, ხსენებული სამეულის სატრანსფერო ფასის ჯამი სწორედ ამდენია. პარიზში უკვე ისიც სცოდნიათ, საიდან მოიტანონ 210 მილიონი. კლუბი ფორვარდ ედინსონ კავანის და ნახევარცველ იულიან...
ჭდე: გარეთ ბეილი
ბეილი გუნდს გამოეყო
„რაიო ვალეკანოსთან” 0:1 დამარცხების შემდეგ „რეალის” უელსელი ვარსკვლავი გარეთ ბეილი ვალდებებასის საწვრთნელ ბაზაზე გუნთან ერთად არ დაბრუნდა. გაბრაზებულმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ფეხბურთელებს დასასვენებლად და დასაფიქრებლად ორდღენახევარი მისცა. ეს რომ გაიგო, ბეილმა ზიდანს მყისვე, სტადიონიდან მადრიდის ბარახას აეროპორტში გამგზავრების უფლება სთხოვა, სადაც მას კერძო თვითმფრინავი ელოდა. მადრიდული გაზეთი „მარკა” წერს, რომ ამის შემდეგ ბეილი ავტობუსში აღარ...
სამოტივაციო ქეიფი ანუ თქვენი გადახდილია!
„რეალი” მადრიდის ცენტრში მდებარე ცნობილ რესტორან „ასადორ დონოსტიარაში” შეიკრიბა. ფეხბურთელები, მწვრთნელები და კლუბის თანამშრომლები კაპიტანმა სერხიო რამოსმა დაპატიჟა. წვეულების მიზანი კიდევ ერთხელ დაახლოება და დარჩენილი შვიდი თამაშის წინ საბრძოლო განწყობის შექმნა გახლდათ. მოგეხსენებათ, მადრიდელებს მოტივაციის მოგონება ნამდვილად სჭირდებათ, რადგან ამ სეზონში ჩემპიონობის შანსი უკვე აღარ აქვთ. ესპანური პრესის თანახმად, წვეულებაზე სამი კაცი არ მივიდა: კეილორ...
რა გოლფი აგიტყდა, კაცო?!
„რეალში” ზინედინ ზიდანის დაბრუნებას დიდი ალიაქოთი მოჰყვა. ყველა აღელვებულია და ყველაფერზე რეაგირებს. ასეთი საგიჟეთისთვის კი სოციალური ქსელები გახლავთ ზედგამოჭრილი ადგილია. და აი, ასეთ დელიკატურ მომენტში გარეთ ბეილმა კარგად ვერ მოზომა რა დაეპოსტა თავის „ტვიტერში”. ორშაბათს, როდესაც ზიდანს მადრიდში ნიშნავდნენ ბეილმა, თითქოს ამქვეყნად არ ყოფილიყო, გასული ზაფხულის დროინდელი უდარდელი ვიდეო გამოამზეურა, სადაც ის გოლფის თამაშით ნებივრობს...
ფეხბურთის მონტე-კრისტოები
ფრანგულმა „ეკიპმა“ მოიკვლია და გამოაქვეყნა ევროპის ტოპ-ლიგებში მოთამაშე ვარსკვლავების ხელფასები. ბუნებრივია, თანხა ევროებშია მოცემული, ოღონდ ერთი დაზუსტებით: ეს ფეხბურთელთა სრული ხელფასია, რომელიც იბეგრება და სუფთა სახით გაცილებით ნაკლები რჩება. ამ მხრივ გამორჩეული საფრანგეთია, სადაც ყველაზე მაღალი გადასახადებია და თითქმის თანხის ნახევარს აღწევს. ყველაზე მაღალანაზღაურებადი ლეო მესი გახლავთ, რომელსაც ბარსელონაში ყოველ თვე 8.3 მილიონს უხდიან. მეორე...
ბეილი „სანტიაგო ბერნაბეუდან” წავიდა
კვირა საღამოს „რეალმა” ისევ წააგო. ამჯერად „რეალ სოსიედადთან”, 0:2. ეს მიმდინარე სეზონში მადრიდული კლუბის მეექვსე ჩავარდნა იყო. ექვსიდან სამჯერ „ლოს ბლანკოსი” ლა ლიგაში დამარცხდა. შედეგად, „რეალი” ცხრილში 30 ქულით მე-5 ადგილზეა, ლიდერ „ბარსელონას” კი 40 ქულა აქვს. მადრიდელთა პრობლემებს ბოლო დროს უელსელი ვარსკვლავის გარეთ ბეილის ტრავმაც დაემატა. „რეალ სოსიედადთან” შეხვედრაში ბეილი სათადარიგოთა სკამზეც კი არ იჯდა,...
ბეილის თაღლითი სიმამრი და გადადებული ქორწილი
„რეალისა” და უელსის ნაკრების ვარსკვლავი გარეთ ბეილი ამ ზაფხულს დიდი ქორწილის გადახდას აპირებდა, მაგრამ ერთი წლით გადადო. არადა, 29 წლის ბეილი და მისი მთელი ცხოვრების სიყვარული, 26 წლის ემა რის-ჯონსი იტალიაში, ერთ-ერთ სასახლეში აპირებდნენ წვეულების გამართვას, სადაც ფეხბურთის ვარსკვლავები უნდა დაეპაჟიათ. ქორწილის გადადების მიზეზი ოჯახური არეულებაა. უფრო რომ დავაზუსტოთ, პრობლემები პატარძლის მხარეს აქვს. ემა იმედოვნებს,...
ვინ იხეირებს კრექსიტით
კრიშტიანუ რონალდუ 105 მილიონ ევროდ „რეალიდან” „იუვენტუსში” გადავიდა. მადრიდელებს დააკლდათ ფეხბურთელი, რომელმაც კლუბის ისტორიაში წარმოუდგენელი რეკორდი დაამყარა: 438 შეხვედრაში 450 გოლი გაიტანა. „თეთრების” გულშემატკივრებს პრეზიდენტ ფლორენტინო პერესთან გაუჩნდათ შეკითხვა, რატომ არ გაიღო დიდძალი თანხა ოღონდ კი ვარსკვლავი, რომელმაც „სანტიაგო ბერნაბეუზე” დეკადა დაამშვენა, დაეტოვებინა. და მაინც, გაზეთ AS-ის თქმით „რეალში” არიან ფეხბურთელები, რომლებიც პორტუგალიელის წასვლით იხეირებენ....
ბეილში ფულის გადაყრა როგორ შეიძლება?
ჟოზე მოურინიუს ცოცხალი თავით არ უნდა მისთვის სატრანსფეროდ გამოყოფილი 200 მილიონი გირვანქის ნაწილი უელსელი გარეთ ბეილის ყიდვაში გადაყაროს, არადა „მანჩესტერ იუნაიტედის” ვიცე-თავმჯდომარე ედ ვუდვორდი ხელებს იფშვნეტს, მიაჩნია, რომ ამ ზაფხულს ბეილი კლუბის მთავარი შენაძენი უნდა გახდეს. ასეთ სიტუაციაში „განსაკუთრებულმა” გამოსავალი მოიფიქრა: კეთილი, თუკი მისტერ ვუდვორდს მაინცდამაინც ბეილი უნდა, იყიდოს, ოღონდ სხვა ფულით, ბაზრის თანხას კი...
სამსაათიანი დუმილი
გარეთ ბეილმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში ზღაპრული გოლი გაიტანა — ალბათ, შეჯიბრების ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთეო, „რეალის” მწვრთნელ ზინედინ ზიდანს კი მისთვის მატჩის დამთავრების შემდეგ მთელი სამი საათის განმავლობაში არაფერი უთქვამს, ხმა არ გაუცია. ეს ამბავი ინგლისურმა პრესამ გამოჩხრიკა საიდანღაც და შეამოწმა კიდეც, პირადად ბეილს ჰკითხა. უელსელმა მოკლედ უპასუხა: დიახ! — ასე იყოო. ახლა, მოსალოდნელია, რომ ბეილის...







