„პარი სენ ჟერმენი’’ ფრთხილად უნდა იყოს. შაბათს „ლევერკუზენმა’’ ბუნდესლიგაში ზედიზედ მესამე თამაში მოიგო. მან „მაინცი’’ დაამარცხა― 4:3. გამარჯვებულთაგან თავი ყველაზე მეტად 30 წლის კაპიტანმა, მარცხენა მცველ-ნახევარმცველმა, ესპანელმა ალეხანდრო გრიმალდომ გამოიჩინა. ოთხიდან ორი გოლი სწორედ „ბენფიკას’’ ყოფილმა ფეხბურთელმა გაიტანა. სამ დღეში „ლევერკუზენი’’ ჩემპიონთა ლიგაში „პარი სენ ჟერმენს’’ მასპინძლობს და ჩინებულ ფორმაშია. „ლევერკუზენმა’’ სეზონი კარგად ვერ დაიწყო...
ჭდე: ბუნდესლიგა
საუკეთესო ბუდუ!
მოედანზე მეორე ტაიმში შესული ბუდუ ზივზივაძის მიერ 65-ე წუთზე გატანილმა არაჩვეულებრივმა გოლმა მე-13 ადგილზე მყოფ „ჰოფენჰაიმს’’ ზედიზედ მეორე გამარჯვების საშუალება არ მისცა. „ჰაიდენჰაიმი’’ კი კვლავ ბოლო ადგილზეა, თუმცა ქართველი გულშემატკივრისთვის მნიშვნელოვანი ის არის, რომ ნავსი გაწყდა და ბუდუმ ბუნდესლიგაში გოლი მიიწერა. „როგორც იქნა! ჩინებული გოლი გამოვიდა. მიხარია „ჰაიდენჰაიმის’’ სახელით პირველი გოლი რომ შევაგდე. ეს აგრეთვე...
ჰაიდენჰაიმი ბუდუს შესახებ
„ჰაიდენჰაიმის პასუხისმგებელ პირებს ძალიან უნდოდათ ჩემი გადაბირება. ამიტომაც ვისარგებლე შემთხვევით და პირდაპირ ბუნდესლიგაში გადავბარგდი. ახლა მინდა FCH-ს იქ დატოვების საქმეში ჩემი წვლილი შევიტანო. მოუთმენლად ველოდები სეზონის განახლებას.’’ – თქვა ბუდუ ზივზივაძემ ახალ კლუბთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ. ქართველი ფორვარდის ინტერვიუ და მის „ჰაიდენჰაიმში’’ გადასვლასთან დაკავშირებული ვიდეოსიუჟეტი კლუბის ოფიციალურ პლატფორმებზე გამოქვეყნდა. მას ქვემოთ გთავაზობთ. „ჰაიდენჰაიმის’’ საიტი გულშემატკივარს...
ლევერკუზენი მე-13
გერმანიის ბუნდესლიგის 29-ე ტურის მატჩში „ლევერკუზენი“ „ვერდერს“ შეხვდა ანგარიშით 5:0 და ვადაზე ადრე გახდა გერმანიის ჩემპიონი. ამრიგად, „ლევერკუზენი“ ბუნდელსიგის ისტორიაში მხოლოდ მე-13 გუნდია, რომელმაც ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. სხვადასხვა წლებში გერმანიის ჩემპიონატის გამარჯვებულები იყვნენ „დორტმუნდი“ (5 გამარჯვება), „გლადბახი“ (5), „ვერდერი“ (4), „ჰამბურგი“ (3), „შტუტგარტი“ (3), „კიოლნი“ (2), „კაიზერსლაუტერნი“ (2); თითო ჩემპიონობა აქვთ „ვოლფსბურგს“, „ბრაუნშვაიგს“, „ნიურნბერგს“ და...
ზედიზედ მეათედ!
„ბაიერნი” ზედიზედ მეათედ გახდა ბუნდესლიგის ჩემპიონი. ამისათვის მან მდევარი „დორტმუნდი” 3:1 დაამარცხა. გერმანიის ჩემპიონატის დამთავრებამდე სამი ტურია დარჩენილი, მაგრამ სხვაობა უკვე 12 ქულაა. და მართალია, ბუნდესლიგის წამყვანი გუნდების დაპირისპირებას „დერ კლასიკერ” ჰქვია, ბავარიელთა უპირატესობა მეტისმეტად აშკარაა. ჩემპიონთაგან ანგარიში ოსტატურად გახსნა სერჟ გნაბრიმ. მეორე გოლი აუღელვებლად შეაგდო რობერტ ლევანდოვსკიმ. ემერე ჩანმა მეორე ტაიმის დასაწყისში პენალტით შეამცირა...
იდიოტი! იდიოტი! იდიოტი!
ბუნდესლიგაში, „ბოხუმისა” და „გლადბახის” შეხვედრა 69-ე წუთზე შეწყდა. მიზეზი: 39 წლის თანამსაჯ კრისტიან გიტელმანს ტრიბუნიდან თავში ლუდის ჭიქა მოარტყეს. ამ მომენტისთვის „გლადბახი” 2:0-ს იგებდა. თანამსაჯი მყისვე წაიქცა და ნატკენ ადგილზე ხელი მოიკიდა. შეხვედრის დელეგატმა მსაჯების უსაფრთხოების მოსაზრებიდან გამომდინარე ყოყმანის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება შეეწყვიტა თამაში. „ბოხუმის” ფეხბურთელების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ ტრიბუნასთან მიირბინეს და გულშემატკივრებს...
ბუნდესლიგის ტოპ-10
რობერტ ლევანდოვსკის იმდენი გოლი გააქვს და ისე თავისუფლად, გეგონება მის წინ მცველები და მეკარე კი არა, უბრალოდ გამცილებლები დგანან. დარჩა ინტრიგა: დაეწევა გერდ მიულერს ბუნდესლიგაში გატანილი გოლების რაოდენობით? „ერის ბომბარდირს“ 365 გოლი აქვს, ლევანდოვსკის კი – 300… დაწევა რთული იქნება, მაგრამ პოლონელისთვის რა არის წარმოუდგენელი? აქვე, ყველა დროის 10 ბუნდესმეგოლე. ათეულსაც მიულერი ამთავრებს, ოღონდ დიტერი…...
ლევანდოვსკის მორიგი რეკორდი 2021 წელს
რობერტ ლევანდოვსკიმ „ბაიერნის“ მორიგი რეკორდი დაამყარა — ბუნდესლიგაში წლის 43-ე გოლი გაიტანა და ლეგენდარული გერდ მიულერის 1972 წლის შედეგს აჯობა. ეს მოხდა შეხვედრაში, რომელიც „რეკორდმაისტერმა“ „ვოლფსბურგს“ 4:0 მოუგო. ყველა შეჯიბრებაში ერთად, ეს იყო პოლონელი ვარსკვლავის 69-ე გოლი 2021 წელს. ამდენივე ჰქონდა გატანილი 2013-ში კრიშტიანუ რონალდუს. რეკორდი კი ლეო მესის ეკუთვნის — 91 გოლი 2012 წელს....
ბაიერნს ასეთი ქომაგგობა არ სჭირდება
„ბაიერნის“ სპორტულმა“ დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა მიუნხენელთა 25 წლის ფეხბურთელის ლეროი სანეს დასაცავად ხმა აიმაღლა. მან იმ ობსტრუქციის წინააღმდეგ გაილაშქრა, რომელიც სანეს გულშემატკივრებმა „კიოლნთან“ შეხვედრის მსვლელობისას მოუწყვეს. „ბაიერნმა“ „კიოლნს“ 3:2 მოუგო. სალიჰამიჯიჩი: „ეს, რასაკვირველია, ლეროის საუკეთესო თამაში არ ყოფილა, მაგრამ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ქომაგები თავიანთი გუნდის ფეხბურთელებს ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ამხნევებდნენ. „ალიანს არენაზე“ ერთი სტვენაც არ...
კაცი, რომელიც ბუნდესლიგის ორ კლუბზე ძვირია
საიტმა Transfermarkt.de ბუნდესლიგის ახალი საბაზრო ფასები გამოაქვეყნა. შედეგი კურიოზული გამოვიდა: 20 წლის ნორვეგიელი თავდამსხმელი ერლინგ ჰოლანდი უფრო ძვირი ღირს, ვიდრე მთელი „ვერდერი” და „შალკე”. „დორტმუნდის” ფორვარდის ფასი აქამდე 110 მილიონი ევრო იყო, გაძვირების შემდეგ კი 130 მილიონი გახდა. ამრიგად, ჰოლანდი „პარი სენ ჟერმენის” 22 წლის თავდამსხმელის კილიან მბაპეს შემდეგ მეორე ადგილზეა. მბაპე 160 მილიონი ევრო...









