ჭდე: ბარსელონა

Home ბარსელონა
ბურთის ფლობა გამარჯვებას ნიშნავს?
ჩანაწერი

ბურთის ფლობა გამარჯვებას ნიშნავს?

სადაც “ბარსელონაა” ბურთის ფლობაზეც იქ მსჯელობენ.  ტიკი-ტაკამდე ვინ ითვლიდა ასეთი მონდომებით რომელი გუნდი სათამაშო დროის რამდენი პროცენტის განმავლობაში აკონტროლებდა ბურთს. ხვალინდელი “ელ კლასიკოს” წინ “ბარსას” თავკაც ერნესტო ვალვერდეს კვლავ ამ თემაზე ჩამოუგდეს სიტყვა. ვალვერდემ ასე უპასუხა: “ბურთის ფლობა გამარჯვების გარანტიას ვერ მოგცემს. ის მხოლოდ იმისთვის არსებობს, რომ გუნდმა საგოლე მომენტები შექმნას; საშუალებაა და მეტი არაფერი....

“ელ კლასიკოზე” მივლინებული
ჩანაწერი

“ელ კლასიკოზე” მივლინებული

უნაი ემერის შაბათს “ელ კლასიკოზე” დასასწრებად შესანიშნავი მიზეზი აქვს — ჩემპიონთა ლიგაში “პარი სენ ჟერმენის” მომავალი მეტოქე უნდა დაზვეროს. საეჭვოა, “რეალის” თამაშში იყოს თუნდაც მცირე ნიუანსი, რომელიც პარიზელთა ესპანელმა მწვრთნელმა ზედმიწევნით არ იცოდეს, მაგრამ 23 დეკემბერს “სანტიაგო ბერნაბეუზე” ჯდომას რა სჯობს და თუკი ეს მივლინებადაც შეგიძლია გააფორმო, რატომ უნდა თქვა უარი. “შაბათს “ელ კლასიკოს” დავესწრები...

“ბარსელონა” “რეალს” ღირსების დერეფანს არ მოუწყობს!
ჩანაწერი

“ბარსელონა” “რეალს” ღირსების დერეფანს არ მოუწყობს!

შაბათს, 23 დეკემბერს, “ბარსელონა” “რეალს” ღირსების დერეფანს არ მოუწყობს — ასეთია კატალონიური კლუბის პრინციპული გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც მისმა ინსტიტუციურ ურთიერთობათა დირექტორმა, გილერმო ამორმა განაცხადა. შაბათს, მადრიდელებმა, მოგეხსენებათ, აბუ დაბიში კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონის წოდება მოიპოვეს. “ჩვენი კლუბი ღირსების დერეფანს ჩვეულებრივ მხოლოდ ჩემპიონთა ლიგისა და ლა ლიგის მომგებ გუნდებს უკეთებს… ეს ის შემთხვევა არ არის,” — განმარტა...

ჟერარდ პიკე — ფიქრები კატალონიაზე და ფეხბურთზე
ჩანაწერი

ჟერარდ პიკე — ფიქრები კატალონიაზე და ფეხბურთზე

ინგლისური გამოცემა The Telegraph “ბარსელონასა” და ესპანეთის ნაკრების მცველს, ჟერარდ პიკეს ესაუბრა. ჟურნალისტი სემ უოლესი შესავალში წერს, რომ მართლაც ცოტაა მსოფლიო მასშტაბის ფეხბურთელი, რომელიც სახელს, დიდებასა და ვარსკვლავის ტკბილ ცხოვრებას პოლიტიკური პოზიციების გამოხატვით გაირთულებს. პიკე აშკარად განსხვავებული ადამიანია და ის ამას თავადაც ადასტურებს — ჩემი ცხოვრება ყოველთვის სხვანაირად მიდიოდაო, ამბობს. “ბარსელონასა” და ნაკრების მაისურით მან...

“ჩელსი” მესის 29 აცილებას აძლევს
ჩანაწერი

“ჩელსი” მესის 29 აცილებას აძლევს

“ჩელსის” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში რთული ამოცანა აქვს — “ბარსელონას” უნდა გაუწიოს წინააღმდეგობა, თუმცა, არის ერთი რამ, რაც ლონდონელებს შესაძლოა კარგად ენიშნოთ: ლეო მესი “ლურჯებს” კარიერაში რვაჯერ შეხვედრია და მოედანი რვავეჯერ ისე დატოვა, რომ გოლი ვერ გაუტანა. ახლა 30 წლის არგენტინელს კიდევ ორი შანსი ეძლევა. თან, ანტონიო კონტეს გუნდს ამწუთას საუკეთესო დღეები არ უდგას, მაგრამ თებერვლამდე...

ლანჩი მესის რესტორანში
ჩანაწერი

ლანჩი მესის რესტორანში

“ბარსელონამ” ტრადიციული საშობაო ლანჩი მოაწყო. ზეიმი ლეო მესის და მისი ძმების რესტორან Bellavista del Jardin del Notre-ში გაიმართა. წვეულებას “ბლაუგრანას” თითქმის ყველა ფეხბურთელი დაესწრო. მოთამაშეებს საზეიმო განწყობა ჰქონდათ: გუნდი ლა ლიგას ცხრილში ლიდერია, ჩემპიონთა ლიგაში მერვედფინალში გავიდა და ესპანეთის სამეფო თასზეც შემდეგ ეტაპზეა. ამას ემატებოდა მესის განახლებული კონტრაქტი, რომელსაც არგენტინელმა რამდენიმე დღის წინ მოაწერა ხელი....

მასკერანოსთვის რუსეთი ჩინეთიდან უფრო ახლოსაა
ჩანაწერი

მასკერანოსთვის რუსეთი ჩინეთიდან უფრო ახლოსაა

როგორც ბარსელონაში გამომავალი Mundo Deportivo იუწყება, არგენტინელ ხავიერ მასკერანოს იანვარში ახალ გუნდში გადასვლა მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი. ცენტრალური მცველი, რომელსაც ჩინეთიდან გულუხვი შეთავაზებით ხიბლავენ, დარწმუნებულია, რომ დროა “ბარსასთან” თანამშრომლობას წერტილი დაუსვას. არადა, მისი ახლანდელი კონტრაქტი 2019 წლამდეა ძალაში. მასკერანო “ბარსელონაში” 2010 წელს “ლივერპულიდან” გადავიდა. თავისი გადაწყვეტილების შესახებ მასკერანომ კლუბის დირექტორატს ერთი ხნის წინ შეატყობინა და პოზიცია სამუელ...

რაიკარდი: მესი ყველას ღმერთია!
ჩანაწერი

რაიკარდი: მესი ყველას ღმერთია!

ფრანკ რაიკარდმა ლეო მესი უცხოპლანეტელობიდან ღმერთის რანგში აიყვანა. “ბარსელონას” ყოფილი მწვრთნელი (2003-2008) კატალონიაში ჩავიდა, გუნდის ვარჯიშს დაესწრო და შემდეგ კომენტარიც თქვა: “ახლა უკვე ოჯახის კაცი ვარ. რვა წლის ვაჟი მყავს, რომლის ოცნებაც “კამპ ნოუზე” “ბარსელონას” თამაშის ცოცხლად ნახვა იყო. მიხარია “ბარსას” თამაშს კვლავ რომ დავესწარი. მესი ყველას ღმერთია. მნიშვნელოვანი პატივი უნდა მივაგოთ ანდრეს ინიესტასაც. რაც...

“აუდის” ელ კლასიკო
ჩანაწერი

“აუდის” ელ კლასიკო

ამასწინათ “რეალისა” და “აუდის” მეგობრობაზე მოგახსენებდით. მადრიდელმა ფეხბურთელებმა ცნობილი საავტომობილო კონცერნისგან საჩუქრად ახალი მანქანები მიიღეს. როგორც ჩანს, გერმანულ მწარმოებელს ესპანეთში თავისი “ელ კლასიკო” აქვს — “რეალის” მოთამაშეების საჩუქრებს ძრავა ხეირიანად გახურებულიც არ ჰქონდა, რომ კატალონიის დედაქალაქში, ცნობილ სარბოლო ტრასაზე, რომელსაც “სირკუიდ დე კატალუნია” ჰქვია, “ბარსას” ფეხბურთელებმა მოიყარეს თავი. ისინი ჯერ სპორტული კლასის ავტომობილების ტესტ-დრაივს დაესწრნენ, მერე...

კბეჩას ყლაპვაც დაემატა
ჩანაწერი

კბეჩას ყლაპვაც დაემატა

ლუის სუარესმა ბარსელონაში რესტორანი გახსნა. მართალია, “ბარსას” ურუგვაელი ვარსკვლავი მიმდინარე სეზონში მოედანზე მაინცდამაინც ვერ ბრწყინავს — 13 ტურში მხოლოდ 5 გოლი გაიტანა, ბოლო 8 შეხვედრაში კი ერთადერთი “ლეგანესს” შეუგდო 2 გოლი და სულ ეს იყო, მაგრამ, ვინ თქვა, რომ წარმატება მხოლოდ გოლის გატანას ჰქვია? ტურისტებით გადავსებულ კატალონიაში რესტორნის გახსნა რითაა ნაკლები? მოკლედ, სუარესმა, რომელმაც გარდა...