ლუის სუარესი ამბობს, რომ ოდნავი შესაძლებლობა თუ მიეცემა, თავის ყოფილ გუნდს „ლივერპულს” არ დაინდობს — ხვალ, „კამპ ნოუზე” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალია. იმავდროულად, ურუგვაელი დარწმუნებულია, რომ მერსისაიდელებს მის ახლანდელ გუნდთან, „ბარსელონასთან”, რა ბედიც გინდა ეწიოს, „ენფილდზე” ახალი ეპოქა დადგება. 31 წლის თავდამსხმელმა „ლივერპულში” ოთხი წელიწადი ითამაშა და იფიცება, რომ კლუბმა მის გულში მარადიული ადგილი დაიმკვიდრა. —...
ჭდე: ბარსელონა
პერსონალური მეურვეობა საჭირო არ არის
ოთხშაბათს, „ლივერპული”, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, სტუმრად ეთამაშება „ბარსელონას”. 1980-იანი წლების შოტლანდიელი მცველი, მერსისაიდელთა ერთ-ერთი ლეგენდა სტივ ნიკოლი ამბობს, რომ იურგენ კლოპი ამ შეხვედრაში ლეო მესის პერსონალურ მეურვეობას არ დაუწესებს. „საამისოდ ორი მიზეზი არსებობს, — თქვა ნიკოლმა, — ჯერ ერთი, ეს კლოპის სტილი არ არის. კლოპი ერთ მოთამაშეზე, თუნდაც ეს ერთი მოთამაშე ლეო მესი იყოს, მთელ...
მესი ჩემპიონია!
„ბარსელონამ” „ლევანტეს” 1:0 მოუგო და ესპანეთის ჩემპიონი გახდა. ხოლო ტრიუმფის გოლს ვინ გაიტანდა თუ არა ლეო მესი, რომელმაც მეათედ აღმართა ამ ქვეყნის საფეხბურთო გვირგვინოსნისნისთვის განკუთვნილი ჯილდო. არგენტინელმა პრიმერას ტიტულების რაოდენობით გადაასწრო ანდრეს ინიესტას (9) და ჩავის (8). ახლა მას მოქმედ ფეხბურთელთა შორის მდევარიც კი აღარ უჩანს. ერთადერთი, რაც ლეომ შემდეგ მიზნად შეიძლება დაისახოს, ლეგენდარული ესპანელის...
რა ხეირი ჰქონდა კოუტინიუს გაყიდვას?
2017 წლის დეკემბერში იურგენ კლოპმა საკუთარ თავს სამი კითხვა დაუსვა და დღეს, მიმომხილველები მიიჩნევენ, რომ ამ კითხვებზე გაცემულმა სწორმა პასუხებმა „ლივერპული” გააძლიერა — გუნდი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშია და პრემიერლიგის ტიტულთანაც ხელის ერთ გაწვდენაზე ტრიალებს. საქმე ეხებოდა ბრაზილიელ ფილიპე კოუტინიუს, რომელსაც „ენფილდ როუდზე” აღმერთებდნენ და ჯადოქარს ეძახდნენ. კოუტინიუს, რომელიც „ბარსელონაში” გადასვლაზე ოცნებობდა და რომლის თაობაზეც „ბარსელონამ” სამჯერ...
პოგბა მოურინიუს ეპოქაში დაბრუნდა
გარი ნევილი ბარსელონაში პოლ პოგბას თამაშით უკმაყოფილო დარჩა და თქვა, ფრანგი ისევ ისე თამაშობს ჟოზე მოურინიუს მწვრთნელობის დროს რომ თამაშობდაო. მოგეხსენებათ, „ბარსელონამ” „იუნაიტედს” 3:0 მოუგო, რასაც ერთი კვირის წინ, „ოლდ ტრეფორდზე” მოგებული 1:0 დაემატა და ორი მეოთხედფინალური მატჩის ჯამში 4:0 გამოვიდა. „კამპ ნოუზე” მანჩესტერელთა კარში ორი გოლი ლეო მესიმ გაიტანა, ხოლო მესამე ფილიპე კოუტინიუმ. მესის...
გოლი – ფილოსოფია!
„ბარსელონამ” „ოლდ ტრეფორდზე” კომფორტულად მოიგო. მართალია, მისი შესრულებით უკეთესი თამაშებიც გვინახავს, მაგრამ ფაქტია, გუნდმა ნახევარფინალში გასასვლელად დიდი ნაბიჯი გადადგა და რაც ყველაზე საინტერესოა, ძალიან დამახასიათებელი გოლი გაიტანა — ამ გოლში „ბლაუგრანას” მთელი ფილოსოფია ჩანს. კერძოდ, გოლში, რომელიც ბედის ირონიით მანჩესტერელთა მეკარის დავიდ დე ხეას კარში მისმა თანაგუნდელმა ლუკ შოუმ შეაგდო, „ბარსას” თერთმეტივე ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა....
რეალი ბარსას უქომაგებს?!
წინასწარვე გაცხადდა, რომ ჩემპიონთა ლიგის მომდევნო გათამაშებაში ვერმოხვედრის შემთხვევაში „მანჩესტერი“ მკაცრი ეკონომიის რეჟიმზე გადავა. ფეხბურთელები წინასწარ უნდა შეეგუონ, რომ მათი ხელფასები დაახლოებით 25%-ით შემცირდება. ჯერჯერობით „მანჩესტერი“ მეექვსე ადგილს იკავებს და ჩემპიონთა ლიგის ზონას 3 ქულით ჩამორჩება. ბუნებრივია, არსებობს რამდენიმე სათადარიგო ვარიანტიც, მაგრამ უმთავრესი უკვე ითქვა: თუ ლიგაში ვერ გავა, „მანჩესტერი“ პოლ პოგბას „რეალში“ გაყიდის. ედენ...
მოურინიუ ჩანაწერს უარყოფს
ჟოზე მოურინიუს დროინდელი „ჩელსისა” და „ბარსელონას” 2006 წლის დაპირისპირების ამბებზე გუშინ მოგახსენებდით. ვწერდით იმის შესახებ, რომ ინგლისელმა ჟურნალისტებმა იპოვეს ჟოზე მოურინიუს ოფიციალური დავთარი, სადაც „განსაკუთრებულს” ჩამოყალიბებული ჰქონდა თავისი მოსაზრებები „ბლაუგრანას” მოთამაშეების შესახებ. დღეს, იმავე დავთრის ამბავს სხვა გაგრძელება მოყვა — პორტუგალიელს უწევს მტკიცება, რომ თავისი ფეხბურთელებისთვის ლეო მესის „ჩეხვა” დავალებული არ ჰქონდა. სოციალურ ქსელებში, უფრო...
რა ეწერა მოურინიუს ბლოკნოტში მესის და ინიესტას შესახებ
ინგლისურმა „მირორმა” საიდანღაც ჟოზე მოურინიუს 2005-06 წლების სეზონის ჩანაწერები გამოჩხრიკა. მაშინ „განსაკუთრებული” „ჩელსის” თავკაცი იყო. იმ სეზონში, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში დასავლეთ ლონდონელები „ბარსელონას” შეხვდნენ. „ბარსას” ფრანკ რაიკარდი ხელმძღვანელობდა. პირველი თამაში „სტემფორდ ბრიჯზე” „ბარსელონამ” მოიგო 2:1, საპასუხო კი „კამპ ნოუზე” 1:1 დასრულდა. მოურინიუს ჩანაწერებიც ამ დაპირისპირების წინ არის გაკეთებული. მას „ბარსელონას” ფეხბურთელები ჰყავს დახასიათებული. რონალდინიოზე მოურინიუ...
კოუტინიუ მანჩესტერში რეკავს
ფილიპე კოუტინიუ შეიძლება პრემიერლიგაში დაბრუნდეს, თან „ლივერპულის” დიდი მოქიშპის, „მანჩესტერ იუნაიტედის” შემადგენლობაში. ბრაზილიელი „ლივერპულიდან” „ბარსელონაში” 2018 წლის იანვარში 164,5 მილიონ ევროდ გადაბარგდა, მაგრამ „კამპ ნოუზე” ფეხი ვერ მოიკიდა. გუშინ, „ბარსასა” და „რაიო ვალეკანოს” შეხვედრაში (3:1) „ბლაუგრანას” გულშემატკივარმა მას უსტვინა კიდეც. „ბარსელონაში” პიკე, მესი და სუარესი გამოირჩნენ, კოუტინიუ კი თამაშის დამთავრებამდე 10 წუთით ადრე რაკიტიჩმა შეცვალა....









