ეს ვიდეო ლივერპული – ბარსელონას თამაშის დროსაა გადაღებული. სად? ერთ-ერთ ბარში, რომლის ადგილმდებარეობის დასახელებასაც აზრი არ აქვს, რაკი ასეთი ზეიმი ათასობით ამის მსგავს ბარში მოეწყო. ამიტომ ეს მოკლე ვიდეო ბედნიერი ქომაგის განზოგადებულ სახედ ჩავთვალოთ. თუ გნებავთ, ცოტათი შეგვშურდეს კიდეც.
ჭდე: ბარსელონა
მესის წინააღმდეგ მხოლოდ ერთხელ დაჯარიმდნენ
მას მერე რაც გაირკვა, რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ერთმანეთს „ლივერპული” და „ბარსელონა” უნდა შეხვედროდნენ, ბევრმა თქვა გუნდებს შორის ერთი დიდი განსხვავებაა და მას ლეო მესი ჰქვიაო. ეს აზრი ისმოდა პრეს-კონფერენციებზე, საიტებზე, ტელეგადაცემებში… პირველ შეხვედრაში, რომელიც „კამპ ნოუზე” გაიმართა, არგენტინელმა მართლაც გამოიჩინა თავი. მან ორი გოლი შეაგდო — ერთი უბადლოდ შესრულებული საჯარიმო დარტყმით — მაგრამ საპასუხო...
… მათ ასფალტის სატკეპნივით გადაგვიარეს
მადლობა „ლივერპულს“! წუხელ ინგლისურმა კლუბმა დაგვარწმუნა, რომ სასწაულები ხდება და მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბთანაც კი ყოველთვის აქვს ბრძოლას აზრი. გერმანელმა იურგენ კლოპმა ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო „ლივერპული“ შეკრა და ისე ამოქოქა, ესპანელ ერნესტო ვალვერდეს აღიარებინა: „მათ ასფალტის სატკეპნივით გადაგვიარეს“. და, რაღა თქმა უნდა, „ენფილდის“ განუმეორებელი ატმოსფერო, საკუთარი გუნდის რწმენა და ფანტასტიური ქომაგობა. ეს ატმოსფეროა, სტუმარს...
მოურინიუმ ღმერთი იწამა
ჟოზე მოურინიუმ მესიზე თქვა ფეხბურთის ღმერთიაო. ბევრისთვის „რეალის” ყოფილი მწვრთნელისგან მესის ასეთი ქება ალბათ მოულოდნელია. გეხსომებათ, რა დაძაბული იყო ურთიერთობა „რეალსა” და „ბარსელონას” შორის სწორედ მოურინიუს პერიოდში, რაშიც პორტუგალიელს დიდი წვლილი მიუძღოდა. მოურინიუმ, რომელმაც „ჩელსიში” მუშაობის დროს თავს „განსაკუთრებული” უწოდა, არგენტინელი ვარსკვლავი „ბარსელონასა” და „ლივერპულის” (3:0) ნახევარფინალური შეხვედრის შემდეგ აქო. მოგეხსენებათ, იმ შეხვედრაში მესიმ ორი გოლი...
კაცია სუარესი?
პატარა კაცები იქცევიან ისე, როგორც ლუის სუარესი მოიქცა ბარსელონა-ლივერპულის მატჩისას… ექსლივერპულელმა ბევრისთვის მოულოდნელად ხმაურიანად აღნიშნა ყოფილი გუნდის კარში გატანილი გოლი. სუარესის საქციელი მით უფრო გამაღიზიანებელი ჩანს იმ ფონზე, რომ ურუგვაელს ლივერპულში დღემდე აღმერთებენ. ალბათ ბევრს ახსოვს, როგორი მხარდაჭერა ჰქონდა სუარესს ლივერპულში ევრასა და კიელინისთან დაკავშირებული სკანდალური ეპიზოდებისას. მაშინ ლამის მთელი დაფეხბურთო სამყარო განუდგა სუარესს, კლუბმა...
პეპის ვალენტობა კამპ ნოუზე
თავისი ყოფილი გუნდის, „ბარსელონასა” და „ლივერპულის” ნახევარფინალური შეხვედრა (3:0)„ბლაუგრანას” ყოფილმა და მის ისტორიაში ერთ-ერთმა უდიდესმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ „კამპ ნოუს” ტრიბუნიდან ნახა. მოგეხსენებათ, გარდა იმისა, რომ გვარდიოლა „ბარსას” ყოფილი თავკაცია, დღეს ის „მანჩესტერ სიტის” უდგას სათავეში და სწორედ „ლივერპულს” ებრძვის პრემიერლიგის ჩემპიონის ტიტულისათვის. „მარკა” წერს, რომ პეპმა თამაში თავისი ჩვეული ადგილიდან, მამასთან, ვალენტი გვარდიოლასთან ერთად...
ლივერპული, ციფრები და ინტრიგა
ვერაფერს იტყვი – დიდებული იყო „ბარსელონა“ „ლივერპულთან“ და თითქმის ფინალშია. სხვა შემთხვევაში „თითქმის“ სრულიად ზედმეტი იქნებოდა, მაგრამ ისიც გვახსოვს, კატალონიელები პირველი მატჩის სამი ბურთით მოგების შემდეგაც გავარდნილან და ისიც, როგორ შემოატრიალა „ლივერპულმა“ 0:3 სულაც ერთ ტაიმში. იქნებ ამ ყველაფერს სულაც იმიტომ ვიხსენებთ, რომ სამეორემატჩოდ ინტრიგის შენარჩუნება გვინდა? ნაწილობრივ კი, მაგრამ დავეკითხოთ სტატისტიკას, იყო კი „ბარსას“...
ვან დიიკის დანაშაულებრივი შეცდომა
არსენ ვენგერმა და რიო ფერდინანდმა ვირჯილ ვან დიიკის შეცდომას დანაშაულებრივი უწოდეს — ლაპარაკია ლუის სუარესის გოლზე „ლივერპულის” კარში. „კამპ ნოუზე”, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, „ბარსელონამ” „ლივერპულს” 3:0 მოუგო. სუარესის გოლი სამიდან პირველი იყო. ეპიზოდი ალბათ ყველას ახსოვს: ჟორდი ალბამ მარცხენა ფრთიდან ბურთი მერსისაიდელთა საჯარმოში ჩააწოდა, სადაც ყოფილმა ლივერპულელმა ვან დიიკის „ჩაძინებით” ისარგებლა და ის კარში შეაგდო....
ყველგან ისმის: მესი, მესი, მესი
„ბარსელონასა” და „ლივერპულის” ნახევარფინალური შეხვედრის წინ მსოფლიო გაგიჟდა. პირზე ყველას ლეო მესი აკერია. ერთ-ერთი მათგანი თვით „ლივერპულის” მწვრთნელი იურგენ კლოპიცაა. მან თქვა: „იმ ფეხბურთელებს შორის, ვინც მე მინახავს, მესი საუკეთესოა. ამას 100 პროცენტით ვამბობ. კრიშტიანუც სადღაც იქვეა. გარდა ამისა, მე თავად გამიწვრთნია ბევრი კარგი ფეხბურთელი, მაგრამ მათ კარიერა ჯერ არ დაუსრულებიათ და მესის სიმაღლემდე ბევრი...
არ დარჩეს თვრამეტიანი
ესპანეთის ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურია დარჩენილი. „ბარსელონა” უკვე ჩემპიონია, „რეალი” კი მას 18 ქულით ჩამორჩება. თუ სეზონის დამთავრებამდე არაფერი შეიცვლება, მაშინ დადგება მადრიდელთ ისტორიაში უარესი შედეგი, ანტირეკორდი — ყველაზე დიდი ჩამორჩენა ჩემპიონთან. „ლოს ბლანკოსს” სათამაშო აქვს „ვილიარეალთან”, „რეალ ბეტისთან” და „რეალ სოსიედადთან”. გუნდმა სამივე შეხვედრა უნდა მოიგოს და იმავდროულად იმედი იქონიოს, რომ „ბლაუგრანა” 9 ქულას...
