რომის „ლაციოსთან“ საშინაო მატჩი „მილანისთვის“ ბოლო იყო 2020 წელს. „როსონერის“ ქომაგებს სხვებზე გაცილებით მეტი მიზეზი ჰქონდათ, ქალაქი საყვარელი გუნდის ფერებში აეფერადებინათ. თავად განსაჯეთ: ტოპ-5 ჩემპიონატებში „მილანი“ ერთადერთი გუნდია, რომელსაც გაზაფხულის კარანტინის შემდეგ ჩემპიონატში ერთი მატჩიც არ წაუგია. „მილანის“ წაუგებელი სერია 26 მატჩს ითვლის: 19 მოგება და 7 ფრე. გუნდი წელს პირველ საფეხურზე ასრულებს. უკვე 16...
ჭდე: ბარსელონა
მესი – პელეზე მეტი
„ვალიადოლიდთან“ 3:0 მოგებულ შეხვედრაში ერთი გოლი „ბარსელონას“ კაპიტანმა ლიონელ მესიმ გაიტანა. ეს არგენტინელის მიერ „ბარსას“ მაისურით გატანილი 644-ე გოლი იყო. ჯერ ამდენი ერთი გუნდის სახელით არც ერთ ფეხბურთელს არ გაუტანია. აქამდე რეკორდსმენი ბრაზილიელი პელე იყო, ვინაც მშობლიურ „სანტოსში“ 643-ჯერ ისახელა თავი. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ სარეკორდო შედეგის მისაღწევად ბრაზილიელს 18 წელი (1956-1974) დასჭირდა, არგენტინელი კი...
ზიდანი კუმანმა გააღიზიაანა
ზინედინ ზიდანმა თქვა, რომ რონალდ კუმანის კომენტარმა გააღიზიანა. ლაპარაკია „ბარსელონას” თავკაცის სიტყვებზე, რომ „ეიბარისა” და „რეალის” შეხვედრაში მადრიდელთა კარში პენალტი უნდა დანიშნულიყო. შეგახსენებთ, რომ ამ მატჩში, „რეალი” 2:1-ს იგებდა, როდესაც „თეთრების” კაპიტან სერხიო რამოსს ბურთი საჯარიმო მოედანში ხელზე მოხვდა, მაგრამ მსაჯმა ეპიზოდი მონიტორზე გადაამოწმა და თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა. საბოლოოდ, „რეალმა” „ეიბარს” 3:1 მოუგო. კუმანმა თქვა:...
ბარსელონამ კოუტინიუ ვერ ამოხსნა
ფილიპე კოუტინიუს ყიდვა „ბარსელონასთვის“ ნამდვილ მათემატიკურ და ეკონომიკურ თავსატეხად გადაიქცა. ჯერ იყო და ბრაზილიელში 160 მილიონი ევრო გადაიხადა, ამასთან, „ლივერპულთან“ ისეთი გარიგება დადო, რომ ფულის გადახდას ვერ აუდის. გეხსომებათ, ხელშეკრულებაში იყო პუნქტი, რის შესაბამისადაც კოუტინიუ თუ ჩემპიონთა ლიგას მოიგებდა, „ბარსელონა“ მერსისაიდელებს 5 მილიონ ევროს გადაუხდიდა. კოუტინიუმ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, მაგრამ მიუნხენის „ბაიერნის“ მაისურით, სადაც „ბარსამ“...
მესიმ დარჩენაზე მიანიშნა
ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა მოახლოვდა და „ბარსელონას“ არგენტინელი კაპიტანი ლეო მესიც ხან „მანჩესტერ სიტის“ დაუკავშირეს, ხანაც – „პარი სენ-ჟერმენს“. თუმცა, თავად ფეხბურთელი მზად არის გუნდს ესპანეთის ჩემპიონატისა და ჩემპიონთა ლიგის მოგებაში დაეხმაროს. ეს კი ნიშნავს, რომ მინიმუმ ზაფხულამდე ის გუნდში დარჩენას აპირებს. „მართალია, რომ შარშან ცუდი ზაფხული მქონდა. ვნერვიულობდი, თუმცა, ახლა თავს კარგად ვგრძნობ და მზად...
მესი მეფეს დაეწია
„ბარსელონამ“ „ვალენსიას“ ვერ აჯობა – 2:2, მაგრამ მესიმ პელეს რეკორდი გაიმეორა და ცხადია, შედეგის გასაუმჯობესებლად მომავალ ტურშივე შეუტევს. პირველი ტაიმის მე-4 კომპენსირებულ წუთზე ანტუან გრიზმანის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი მესიმ ცუდად დაარტყა, მაგრამ მეკარისგან უკუგდებულ ბურთზე ისევ მასპინძლებმა იყოჩაღეს და არგენტინელმაც თავურით გაიტანა. ეს არგენტინელის 643-ე გოლი გამოდგა „ბარსელონას“ მაისურით გატანილი. ამ მაჩვენებლით ის ფეხბურთის მეფეს...
მონაცემები საკმარისი არ არის
„ბარსელონაში” ორი თანატოლი თამაშობს — 21 წლის, ურუგვაელი რონალდ არაუხო და კატალონიელი რიკი პუჩი. მათ შესახებ, აზრი ჰკითხეს „ბლაუგრანას” თავკაცს რონალდ კუმანს. პუჩი მიმდინარე სეზონში არაუხოზე იშვიათად, აქა-იქ თუ გამოჩნდება ხოლმე დიდ „ბარსაში”, მაშინ როდესაც მასზე, როგორც გამორჩეული ნიჭისა და უნარების ფეხბურთელზე ბევრს ლაპარაკობენ. კუმანს ჰკითხეს, რატომ აძლევს არაუხოს მთავარ გუნდში თამაშის შანსს, პუჩს კი...
მსუყე წინადადება
ცნობილი გახდა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი” 2021 წლის დასაწყისში მარკუს რეშფორდთან მოლაპარაკებების დაწყებას აპირებს. მიზანი: კლუბს სურს 23 წლის თავდამსხმელი დიდი ხნით დატოვოს „ოლდ ტრეფორდზე”. ჩნდება კითხვა: როდის ეწურება რეშფორდს ამჟამინდელი ხელშეკრულების ვადა? 2023 წელს. პლუს, მასში ჩაწერილია პუნქტი, რომლის თანახმადაც მხარეებს სურვილის შემთხვევაში შეუძლიათ თანამშრომლობა კიდევ 12 თვით გაახანგრძლივონ. ერთი შეხედვით, თითქოს, საჩქარო არაფერია, მაგრამ...
სად წაიყვანს მინო ჰოლადს?
„დორტმუნდის“ ჭაბუკმა შემტევმა, ერლინ ჰოლანდმა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას შეიძლება კლუბი დატოვოს. გერმანული კლუბი ჰოლანდს 75 მილიონ ევროდ აფასებს, მაგრამ საწყისი თანხა, შესაძლოა, გაიზარდოს. მიზეზი ისაა, რომ მისი აგენტი ცნობილი მინო რაიოლა გახლავთ. ამიტომ მისმა საკომისიომ და ფეხბუთელის მამის ჰონორარმა შეიძლება თანხა გააორმაგოს (თუმცა, არ დაგვავიწყდეს კორონავირუსის კრიზისი). შეგახსენებთ, რომ „დორტმუნდში“ გადასვლისას, რაიოლამ დაახლოებით 15 მილიონი...
მესის მოთხოვნებს ყველა თანაგუნდელი ვერ უძლებს
53 წლის ესპანელმა მწვრთნელმა და ყოფილმა ფეხბურთელმა ხუან კარლოს უნსუემ, რომელიც 1988-90 წლებში „ბარსელონაში”, ხოლო 1990-97 წლებში „სევილიაში” თამაშობდა, 2020 წლის ივნისში, „კამპ ნოუზე”, სწორედ „ბარსელონასა” „სევილიას” შეხვედრის წინა დღეს, პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ ლატერალური ამიტროფული სკლეროზი დაუდგინდა და იძულებულია, საქმიანობას ჩამოშორდეს, რათა მთელი დრო უკურნებელ სენთან ბრძოლას დაუთმოს. ახლახან უნსუემ (1914-17 წლებში, „ბარსაში”, ლუის ენრიკეს...
