სერხიო რამოსმა თქვა, ლეო მესი „ბარსელონას” ფეხბურთელი რომ არ ყოფილიყო, „რეალი” გაცილებით მეტ ტიტულს მოიგებდაო. მადრიდელების კაპიტანმა მესის მსგავსად ოთხჯერ(!) მოიგო ჩემპიონთა ლიგა, მაგრამ ესპანეთის ჩემპიონი მხოლოდ ხუთჯერ გახდა, მაშინ როდესაც არგენტინელმა ათჯერ იზეიმა ლა ლიგის პირველობა. „ამ წლების განმავლობაში პრობლემებს მესი გვიქმნიდა, — თქვა სევილიელმა მცველმა დოკუმენტურ ფილმში „სერხიო რამოსის ლეგენდა”, — ჩემი ვარაუდით,...
ჭდე: ბარსელონა
ხარბი მამა და აგენტი
„ბარსელონაში” კარგად იციან, რომ „დორტმუნდისგან” 20 წლის ერლინგ ჰოლანდის ყიდვა ძვირი დაუჯდებათ, მაგრამ ამდენ „დამატებით გადასახადს” ნამდვილად არ ელოდნენ. კატალონიურმა რადიომ RAC 2-მა გაავრცელა ცნობა, რომ ჰოლანდის აგენტი მინო რაიოლა და მამა ალფ-ინგე, დამატებით 40 მილიონს ითხოვენ — თითო ოცს. საკუთრივ ფეხბურთელს ხელფასად წელიწადში 30 მილიონი სჭირდება. „შპორტ ბილდი” წერს, რომ ასეთი თანხის მოძიება „ბარსელონას”...
ბარსამ ბოლოწამს მოიგო
ოსმან დემბელემ „ბარსელონა” მნიშვნელოვანი ქულების დაკარგვას გადაარჩინა. ფრანგმა „ვალიადოლიდის” კარში 90-ე წუთზე გაიტანა გოლი, რომლის წყალობითაც „ბლაუგრანა” ლიდერ „ატლეტიკოს” ახლა უკვე ერთი ქულით ჩამორჩება. შემდეგ ტურში, მადრიდში, „ელ კლასიკოა” და ის ფრედაც რომ დამთავრდეს, გახდება თუ არა „ბარსა” ჩემპიონი, მაინც მის ხელში იქნება. დემბელე მიმდინარე სეზონში კარგად თამაშობს. ალბათ შეიძლება ითქვას, რომ გაბრწყინების ისეთ წამს,...
ატლეტიკომ წააგო
მარკოს აკუნიას თავურმა „სევილიასა” და „ატლეტიკოს” შეხვედრაში გამარჯვება (1:0) სევილიელებს მოუტანა, რაც იმას ნიშნავს, რომ ესპანეთის ჩემპიონატში ჯერ არაფერია გადაწყვეტილი. ლა ლიგის ცხრილში „ატლეტიკოს” ძველი უპირატესობა გაილია. მადრიდელებს თანაქალაქელი „რეალი” და „ბარსელონა” წამოეწიენ. „რეალს” 29 თამაშის შემდეგ 63 ქულა აქვს, „ბარსელონას” კი 28 თამაშიდან – 62. „ატლეტიკო” 29 თამაშიდან 66 ქულით ცხრილის სათავეშია. „მატრასის მკერავების”...
ნეიმარი ისევ გააძევეს.
ნეიმარი მოედნიდან გააძევეს. „პარი სენ ჟერმენი” შინ დამარცხდა „ლილთან” (0:1) და გამარჯვებულს ცხრილში ლიდერობა დაუთმო. ბრაზილიელმა ვარსკვლავმა პირველი ყვითელი ბარათი 48-ე წუთზე მიიღო, 90-ე წუთზე კი 20 წლის პორტუგალიელ მეტოქეს, ტიაგო ჯალოს ხელი ჰკრა, აუტის ხაზს გადაღმა გადავარდნილი ბურთის აღების საშუალება არ მისცა და მეორე ყვითლითაც დაისაჯა. ეს გახლდათ ნეიმარის მესამე გაძევება საფრანგეთის ჩემპიონატის ბოლო...
გეგმა B
ახლოვდება ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა და „ბარსელონა” ტოპ-კლასის თავდამსხმელის შესაძენად ემზადება. ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ კატალონიელებს ყველაზე მეტად ნორვეგიელი ერლინგ ჰოლანდის შეძენა უნდათ, მაგრამ 20 წლის ფორვარდზე ტაციაობაა, ამიტომ საჭიროა სათადარიგო ვარიანტიც. ბარსელონური გაზეთის „სპორტის” ინფორმაციით ერთ-ერთი ასეთი ვარიანტი „ტოტენჰემიდან” 27 წლის ჰარი კეინის გადაბირებაა. ამბობენ, რომ ინგლისელი არ არის წინააღმდეგი პრემიერლიგიდან წავიდეს და ბედი...
ორი თასი ორ კვირაში
ზოგი ჭირი მარგებელი რომ არის, ასე მოსდის ესპანურ „ბილბაოს“. გუნდს შანსი აქვს, ორ კვირაში ესპანეთის თასი ორჯერ მოიგოს. 3 აპრილს გაიმართება 2020 წლის გათამაშების ფინალი, რომელიც პანდემიის გამო გადაიდო და ამ შეხვედრაში „ბილბაოს“ მეტოქე „სოსიედადი“ იქნება. აქედან ორი კვირის თავზე ბილბაოელებს უკვე 2021 წლის თასის ფინალი ელით და ამჯერად მათი გამომცდელი „ბარსელონა“ იქნება. ზოგადად „ბილბაო“...
ჰოლანდი უკვე ბარსელონაშია
სავარაუდოდ, ტრანსფერი ამ ზაფხულსვე შედგება. ჰოლანდი უკვე ბარსელონაში ჩაფრინდა, მაგრამ არა თავად ერლინგი, მამამისი – ალფ-ინგე ჰოლანდი. მასთან ერთადაა ფეხბურთელის ყოვლისშემძლე აგენტი მინო რაიოლა. ბარსელონას აეროპორტში მათ კლუბის ახლადარჩეული პრეზიდენტის, ჟოან ლაპორტას ნდობით აღჭურვილი პირი დახვდათ. მოლაპარაკებები გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. „დორტმუნდი“ 20 წლის ფორვარდში 180 მილიონ ევროს ითხოვს და შესათანხმებელი მხოლოდ პირადი კონტრაქტის დეტალებიღა დარჩა.
ჰოლანდს ესპანეთში სახლი უყიდია
ახლოვდება სატრანსფერო სეზონი და უკვე ცხადია, რომ მისი ერთ-ერთი მთავარი გმირი ერლინგ ჰოლანდი იქნება. „დორტმუნდის” ნორვეგიელი თავდამსხმელის ყიდვა ევროპის ბევრ წამყვან კლუბს სურს. თავად ფეხბურთელსაც უნდა ბუნდესლიგიდან წასვლა. ესპანური გაზეთი Deportes Cuatro 20 წლის ფორვარდის გეგმებს ასაჯაროვებს. ჰოლანდს „დორტმუნდის” ხელმძღვანელობისთვის უთქვამს, ესპანეთში სახლი უკვე შევიძინეო. ახალგაზრდა ვარსკვლავის ეს ნათქვამი აღიქვეს, როგორც ლა ლიგაში გადასვლის სურვილი...
ლაპორტა ხალხს დაერია
ჟოან ლაპორტამ „ბარსელონას” პრეზიდენტის რანგში მკაცრი გადაწყვეტილებების მიღება დაიწყო: ინაუგურაციიდან ათ დღეში მან სამსახურიდან დაითხოვა კლუბის მაღალი იერარქიის ორი წარმომადგენელი, ალბერტ სოლერი და რომან გომეს პონტი. ბოლოხანს ორივე ჟოზეპ მარია ბარტომეუს კადრად ითვლებოდა. სოლერი „ბარსელონაში” ფეხბურთის გარდა სპორტის სხვა პროფესიული სახეობების დირექტორი გახლავთ, ხოლო გომეს პონტი იურიდიულ სამსახურს ხელმძღვანელობდა. სოლერს დროებით შეცვლის ოსკარ გრაუ, რომელიც...









