ლას ვეგასში გაიმართა „ელ კლასიკო”, რომელიც „ბარსელონამ” 1:0 მოიგო. თამაში ამხანაგურისთვის უჩვეულოდ დაძაბული გამოდგა. იყო გაწევ-გამოწევა, რაფინიას ლამაზი გოლი და შედეგი, რომელიც შეგვიძლია ჩავის განცხადებად ჩავთვალოთ: ახალ სეზონში გვიფრთხილდით! ამ არა-ამხანაგურ მატჩში შედგა რობერტ ლევანდოვსკის დებიუტი „ბლაუგრანას” შემადგენლობაში. რაც შეეხება მადრიდის გუნდს. ნევადაში კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ „რეალი” ბენზემას გარეშე სხვა გუნდია. გაიხსენეთ — ბოლოს,...
ჭდე: ბარსელონა
კუნდეს უცნაური მოგზაურობა
ჟიულ კუნდეს უხერხული ისტორია გადახდა. ამბობენ, მის გამო კინაღამ „ჩელსიში” გადასვლა ჩაეშალაო. საქმე ასე იყო: „სევილია” სეზონისწინა შეკრებაზე პორტუგალიაში გაემგზავრა, ფრანგი მცველი კი არ წაიყვანა, რადგან ესპანური კლუბი „ჩელსისთან” აწარმოებდა გამალებულ მოლაპარაკებებს. მხარეები კუნდეს ხუთწლიან ტრანსფერზე შეთანხმებულები იყვნენ. დაითქვა თანხაც, 55 მილიონი გირვანქა, 23 წლის ფეხბურთელმა კი ყველასთვის მოულოდნელად თავი დაადო და სევილიელთა ბანაკში ჩავიდა....
ჩავი ხუთს ყრის, ორს ელაპარაკება
„ბარსელონას” თავკაცმა ჩავიმ მიზეზთა გამო ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩასვლა დაიგვიანა, მაგრამ გუნდს მკაცრად და მკაფიოდ მართავს. შეუერთდა თუ არა დელეგაციას, ყოფილმა ვარსკვლავმა ტექნიკური დეპარტამენტის წევრებთან გამართა შეხვედრა, რომელზეც ფრენკი დე იონგისა და მემფის დეპაის საკითხი დააყენა. ახლა, როდესაც „ზემოთ” საქმე გარკვეულია, ჩავი უშუალოდ ჰოლანდიელებს შეხვდება და მათთან მოაგვარებს წასვლა-დარჩენის ამბავს. „სპორტი” წერს, რომ ჩავიმ კლუბის...
ბარსელონას ფოკუსები
„ბაიერნის” მწვრთნელი იულიან ნაიგელსმანი მსუბუქად რომ ვთქვათ გაოცებულია. მას ვერ გაუგია, როგორ მოახერხა „ბარსელონამ” ანუ კლუბმა რომელსაც 1 მილიარდ ევროზე მეტი ვალი აქვს, რობერტ ლევანდოვსკის გადაბირება. „ეს არის ერთადერთი კლუბი დედამიწაზე, რომელსაც ფული არ აქვს, მაგრამ ყიდულობს ყველა ფეხბურთელს, რომლის ყიდვაც მოესურვება. წარმოდგენა არ მაქვს როგორ აკეთებენ ისინი ამას. ეს ცოტა არ იყოს უცნაურია. რაღაც...
ლევანდოვსკი ბარსელონას სადილზე დაადგა…
მიუნხენიდან აბარგებული პოლონელი რობერტ ლევანდოვსკი მაიამიში ჩაფრინდა და ახალ გუნდს სადილობისას გაეცნო… 33 წლის თავდამსხმელმა „ბარსელონასთან“ კონტრაქტი 2025 წლამდე გააფორმა. ტრანსფერისთვის კატალონიელებმა ბავარიელებს 50 მილიონი ევრო გადაუხადეს
ლევანდოვსკის პირველი მსხვერპლი
„მუნდო დეპორტივოს” ცნობით 33 წლის რობერტ ლევანდოვსკის ტრანსფერმა „ბარსელონაში” ერთ ფეხბურთელს უკვე აურია დალაგებული ცხოვრება — კატალონიურ კლუბთან დაახლოებული გაზეთი წერს, რომ 28 წლის ჰოლანდიელ მემფის დეპაის ახალი ნავსაყუდელის ძიება მოუწევს. ესპანეთში ამბობენ, რომ დეპაი მიხვდა რაც ელის — ამიერიდან მოედანზე გაცილებით იშვიათად შეუშვებენ. ამას დაამატეთ „ლიდს იუნაიტედიდან” „ბარსაში” რაფინიას გადასვლის ამბავიც. ლა ლიგას კი...
ჩავი ჩავა
„ბარსელონას” მწვრთნელი ჩავი გუნდს ამერიკის შეერთებულ შტატებში ხვალ შეუერთდება. ფეხბურთელები უკვე მაიამიში არიან. მათ იქ ოთხი ამხანაგური შეხვედრა უნდა გამართონ. ჩავის აშშ-ში შესვლა იმიტომ დაბრკოლდა, რომ ის გარკვეულ პირობებს ვერ აკმაყოფილებდა. კერძოდ, ირანში ნამყოფ ადამიანებს ამერიკის საზღვრის გადაკვეთისთვის თურმე საგანგებო ნებართვა სჭირდებათ, ჩავის კი ყატარის „ალ სადში” მუშაობის დროს უწევდა ირანში ჩასვლა. AS წერს, რომ...
დაადგა საშველი… წავიდა !
მიუნხენის „ბაიერნმა“ დაადასტურა, რომ რობერტ ლევანდოვსკი „ბარსელონაში“ გაუშვა… „დიახ, ბარსელონელებისგან მივიღეთ ჩვენთვის საკმაოდ ხელსაყრელი სატრანსფერო წინადადება და რობერტს წასვლის უფლება მივეცით. ბოლო დროს ჩვენ წარმატებით ვმუშაობთ სატრანსფერო ბაზარზე, რის დასტურადაც ახლახან სადიო მანეს დამატებაც გამოდგება, ის ხომ მსოფლიო კლასის თავდამსხმელია“, – უთხრა გერმანელ ჟურნალისტებს ოლივერ კანმა, „ბაიერნის“ გენდირექტორმა. რობერტ ლევანდოვსკის სანაცვლოდ „ბარსელონა“ „ბაიერნს“ 50 მილიონ...
ბარსელონაში იუნაიტედის ხალხი ჩავიდა
„მანჩესტერ იუნაიტედის” მაღალჩინოსნები ბარსელონაში ჩაფრინდნენ, სადაც ფრენკი დე იონგის გადაბირებას შეეცდებიან. ვინმეს შეიძლება დეჟავიუ მოეძალოს, არადა ყველაფერი რეალურია. ცოტა ხნის წინ ეს წინადადება მართლაც ტრიალებდა მსოფლიო მას-მედიაში, ოღონდ ერთი განსხვავებით, მასში „მანჩესტერ იუნაიტედის” ნაცვლად „ჩელსი” ეწერა. კატალონიის დედაქალაქს ამჯერად რიჩარდ არნოლდი და ჯონ მარტოუ ეწვივნენ. პირველი „იუნაიტედის” აღმასრულებელი შეფია, ხოლო მეორე საფეხბურთო დირექტორი. ბრიტანული მედია...
ჩელსიმ ამაოდ ისადილა
„ჩელსიმ” მორიგი სატრანსფერო ფიასკო განიცადა: „ბარსელონას” ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა ფრენკი დე იონგმა ლონდონელებს განუცხადა, რომ მათთან გადასვლას „მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლა უჯობს. „იუნაიტედი” დიდი ხანია დე იონგის გადაბირებას ცდილობს და მას მერე, რაც გუნდის მწვრთნელად მისი თანამემამულე და ყოფილი მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგი დაინიშნა, საქმე როგორც ჩანს დაიძრა. ტენ ჰაგი დე იონგს „აიაქსში” წვრთნიდა. როგორც მოგახსენეთ, „ჩელსის”...









