„ჩელსის” მეპატრონე ტოდ ბოელი ბარსელონაში ჩავიდა. ამბობენ, ამ ვიზიტის შედეგად ის ჰოლანდიელ ნახევარმცველს ფრენკი დე იონგს გადაიბირებს. ესპანეთში მოგზაურობას წინ მხარეებს შორის რამდენიმე კვირიანი მოლაპარაკებები უძღოდა. „მირორის” თქმით, „ბარსა” და „ჩელსი” 56 მილიონ გირვანქზე შეთანხმდებიან. ბოელი ბარსელონის ერთ-ერთ რესტორანში შევიდა, სადაც მალევე მივიდნენ „ბლაუგრანას” პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა და მისი თანმხლებნი, ჯორდი კრუიფი (იოჰან კრუიფის ვაჟი)...
ჭდე: ბარსელონა
დემბელე ბარსელონას ბაზაზე ჯერჯერობით არ დადის
„ბარსელონაში” 25 წლის ფრანგი ოსმან დემბელეს შესაძლო დაბრუნება გადაიდო, არადა დღეს გუნდი სეზონისწინა შეკრებას იწყებს. ფლანგის მოთამაშემ კატალონიის დედაქალაქის კლუბთან ახალ ხელშეკრულებაზე ვერ მოილაპარაკა. ის თავისუფალი აგენტი გახდა, თუმცა აშკარაა, რომ „ბლაუგრანაში” სურს დარჩენა. ფეხბურთელის წარმომადგენლები „ბარსელონასთან” მოლაპარაკებებს განაგრძობენ. „ბარსას” პირობა ასეთია: ახალი კონტრაქტი 2024 წლამდე და ხელფასის 40 პროცენტით შემცირება. კატალონიაში დარწმუნებულები არიან, რომ...
ფონტი: ყველაფერი ცუდი ლაპორტას ბრალია
წელიწადზე მეტი გავიდა მას მერე, რაც „ბარსელონას” საპრეზიდენტო არჩევნებში ჟოან ლაპორტამ გაიმარჯვა. მისმა ოპონენტებმა მაშინ ძალები გააერთიანეს, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. ლაპორტა დღეისათვის სრული მხარდაჭერით სარგებლობს. თუნდაც ის რად ღირს, რომ ბოლო კრებებზე მის წინადადებებს კლუბში მხარი ფაქტობრივად ყველამ დაუჭირა, მაგრამ ოპონენტებს რა გამოლევს. მაგალითად, ზოგი კითხულობს, რატომ გააჩერა მწვრთნელის თანამდებობაზე რონალდ კუმანი ასე დიდხანს, ზოგი...
ბარსელონა რომას უჩივლებს
„ბარსელონამ” მკაცრი განცხადება გაავრცელა. კლუბი „რომას” სასამართლოში ჩივილით ემუქრება. იტალიურ კლუბს, რომლის მწვრთნელიც კატალონიელების ძველი მტერ-მოყვარე, პორტუგალიელი ჟოზე მოურინიუა, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე უთქვამს უარი „ჟოან გამპერის თასის” ტრადიციულ გათამაშებაში, უფრო სწორად კი შეხვედრაში მონაწილეობაზე. „გამპერის თასი” ამხანაგური თამაშია, რომლითაც ზაფხულობით, „კამპ ნოუზე” სეზონი იხსნება. წლეულს კატალონიელებს მეტოქედ „რომა” ჰყავდათ შერჩეული. თამაში 6 აგვისტოს იყო დანიშნული....
იუნაიტედმა ბარსას ვარიანტი დაიწუნა
„მანჩესტერ იუნაიტედმა” „ბარსელონას” წინადადებაზე უარი თქვა. კატალონიელებს უნდოდათ, ფრენკი დე იონგის სანაცვლოდ 29 წლის ჰარი მაგუარი მიეღოთ. შეგახსენებთ, რომ მაგუაირი „მანჩესტერ იუნაიტედს” 2019 წელს 80 მილიონი გირვანქა დაუჯდა. ეს თანხა „იუნაიტედმა” „ლიდსს” გადაუხადა. მანკუნიანელთა ახალ მწვრთნელ ერიკ ტენ ჰაგს მასთან მუშაობა უნდა. დე იონგის ფასი კი 69 მილიონი გირვანქაა. ჰოლანდიელს „ოლდ ტრეფორდისკენ” უჭირავს გეზი. თავიდან...
კანი: რობერტ, დაოკდი!
მიუნხენის „ბაიერნის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ოლივერ კანმა კლუბიდან რომერტ ლევანდოვსკის შესაძლო წასვლის შესახებ ისაუბრა. „ჩვენ ტოპ კლასის ფეხბურთელები გვყავს, რომლებიც სატრანსფერო პოლიტიკას სიღრმისეულად აკვირდებიან. არც ლევანდოვსკის შემთხვევაში შეცვლილა არაფერი. მას კლუბთან კონტრაქტი 2023 წლამდე აქვს და მოუთმენლად ველით, სეზონის წინა შეკრებაზე“. ოლივერ კანს „ბარსელონა“ – ლევანდოვსკის კავშირზეც ჰკითხეს, კატალონიელებმა რომ ახლანდელზე უკეთესი სატრანსფერო წინადადებით მოგმართოთ, პოლონელის...
ვალენსია მორიბას დატოვებას არ აპირებს
გასული სეზონის მეორე ნახევარში, გვინეის ნაკრების 19 წლის ცენტრალური ნახევარმცველი ილიაშ მორიბა „ვალენსიაში” გიორგი მამარდაშვილის თანაგუნდელი იყო, თუმცა ის გერმანულ „ლაფციგს” ეკუთვნოდა. ახლა მორიბა როგორც ჩანს „აიაქსში” გადადის და თუ ეს ტრანსფერი განხორციელდება, მაშინ რაღაც თანხა… „ბარსელონასაც” ერგება. ასეთი დახლართული გახლავთ ფეხბურთელთა თანამედროვე ბაზარი. გვინეელი დედისა და ლიბერიელი მამის ვაჟი პროფესიონალად ესპანეთში ჩამოყალიბდა. თავიდან „ბარსელონას”...
შაკირას შფოთიანი დღეები
ცნობილი გახდა, რომ კოლუმბიელი პოპ-მომღერალი შაკირა, თავის ოდინდელ პარტნიორს, „ბარსელონას“ მცველ ჟერერ პიკეს დაშორდა. მომღერალმა ის ღალატში ამხილა. და არ გაინტერესებთ ვისთან უღალატა პიკემ? თანაგუნდელ გავის დედასთან! 45 წლის შაკირა და 35 წლის პიკე ერთად 11 წელიწადს ცხოვრობდნენ და ორი შვილი ჰყავთ. თითქოს ეს არ ეყოფოდაო, შაკირას მოხუცი მამა ცუდად დაეცა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. „მეგობრებო...
ლევანდოვსკი: აღარ მინდა ბაიერნში თამაში
პოლონელი რობერტ ლევანდოვსკი „ბაიერნიდან” შეიძლება წავიდეს. ამ თემაზე კარგა ხანია ლაპარაკობენ, მაგრამ ფრაზამ, რომელიც თავდამსხმელმა სანაკრებო პრეს-კონფერენციაზე თქვა, მაინც მოჭრა გულშემატკივარს ყური. მან ხაზი გაუსვა, რომ „რეკორდმაისტერში” თამაში აღარ სურს. 33 წლის ფორვარდის ბავარიელებთან მოქმედი კონტრაქტს ვადა მომდევნო ზაფხულს გაუდის. — „ბაიერნში” ჩემი ეპოქა დასრულდა. აქ კარიერის გაგრძელების შესაძლებლობას ვეღარ ვხედავ. „ბაიერნი” სერიოზული კლუბია და...
პსჟ-სთან კონტრაქტი მონობაა
„ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ პსჟ-ის ფეხბურთელების სიტუაცია შეაფასა. უფრო ექს-ბარსელონებზე გაამახვილა ყურადღება. … რას ვიტყვი ნეიმარზე? ვის არ უყვარს ნეიმარი? ის გამორჩეული ფეხბურთელია და პსჟ-ს ახლა მისი გაშვება შეუძლია, თუმც ნეიმარს პსჟ-სთან კონტრაქტი კიდევ 4-5 წლით აქვს. ფეხბურთელები, რომლებიც ასეთ კლუბთან ხანგრძლივ ხელშეკრულებას აწერენ ხელს, ფაქტიურად მონობას თანხმდებიან. „ბარსას“ ყოფილი ფეხბურთელები აქ თუ დაბრუნდებიან, მხოლოდ თავისუფალი...









