ჭდე: ბათუმი

Home ბათუმი
 გაწითლებული ოქრი
ჩანაწერი

 გაწითლებული ოქრი

ეროვნული ლიგის მე-7 ტურში ლიდერი შეიცვალა. „დინამომ“ და „ბათუმმა“ თავიანთი მატჩები მოიგეს და ისევ თანაბარი ქულები (19-19) მოუგროვდათ, თუმც ზღისპირელები ბურთების უკეთესი სხვაობის წყალობით პირველ ადგილზე დადგნენ. გია გეგუჩაძის გუნდი მიმდინარე სეზონში პირველად გალიდერდა. ბათუმელები თელავს ესტუმრნენ და უპრობლემოდ დაამარცხეს. კახელებმა მხოლოდ პირველ ტაიმში გაუწიეს მრისხანე მეტოქეს წინააღმდეგობა. იგებდნენ კიდეც ელდარ პარკინაშვილის გოლით, მაგრამ მალევე...

კვარას მთელი გვერდი ნიუ იორკ თაიმსმა დაუთმო
ჩანაწერი

კვარას მთელი გვერდი ნიუ იორკ თაიმსმა დაუთმო

პრესტიჟული ამერიკული გაზეთის „ნიუ იორკ თაიმსის” კორესპონდენტი რორი სმიტი ნეაპოლში საგანგებოდ ხვიჩა კვარაცხელიასთან დასალაპარაკებლად ჩავიდა. არადა, თავიდან, როდესაც იტალიაში გაიგეს, რომ „ნაპოლი” ძნელად გამოსათქმელი გვარის მქონე ვიღაც ქართველ ფეხბურთელს ყიდულობდა, სკეპტიკურად განეწყვნენ. არავის სჯეროდა, რომ კრისტიანო ჯიუნტოლის მიერ ბათუმის „დინამოდან” 10 მილიონ ევროდ ნაყიდი მოთამაშე გამოდგებოდა. მერე რა, რომ ის სამშობლოში „აჭარაბეთ არენას” ავსებდა და...

ისევ დინამო და ბათუმი
ჩანაწერი

ისევ დინამო და ბათუმი

გასულ უქმეებზე ეროვნული ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩები გაიმართა და სურათი ისევ შარშან-შარშანწინდელს დაემსგავსა. ორ-ორი მოგებით პირველ-მეორე ადგილებს ჩემპიონობის მთავარი პრეტენდენტები „დინამო“ და „ბათუმი“ იყოფენ. ზღვისპირელები თავიდან აგებდნენ „საბურთალოსთან,“ მაგრამ მეორე ტაიმში იძალეს და 3:1 გაიმარჯვეს. „დინამომ“ „სამტრედიას“ 4:0 სძლია. თამაში გორის „თენგიზ ბურჯანაძეზე“ გაიმართა. „დინამო არენაზე“ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატთან დაკავშირებით რეკონსტრუქცია მიმდინარეობს და დროებით ჩემპიონი...

სლოვენიის ჩემპიონი მარიბორიდან ბათუმში…
ჩანაწერი

სლოვენიის ჩემპიონი მარიბორიდან ბათუმში…

ახალი სეზონიდან „ბათუმის“ ღირსებას 23 წლის სერბი საყრდენი ნახევარმცველი ვლადან ვიდაკოვიჩი დაიცავს. კონტრაქტი ითვალისწინებს 1 წლიან იჯარას გამოსყიდვის უფლებით, სლოვენიის მოქმედ ჩემპიონ „მარიბორიდან“. ვიდაკოვიჩს კარიერის ძირითადი ნაწილი სერბეთის ჩემპიონატში აქვს გატარებული, სხვადასხვა დროს მას უთამაშია „ვოჟდოვაცში“, სუბოტიცას „სპარტაკში“, ობრენოვაცის „რადნიჩკიში“, კულას „ჰაიდუკში“. 2022 წელს ის სლოვენიის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან გუნდ „მარიბორში“ გადავიდა, რომლის შემადგენლობაში 8...

ბათუმი შეკრებაზე წავიდა…
ჩანაწერი

ბათუმი შეკრებაზე წავიდა…

„ბათუმმა“ ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო და პირველ შეკრებაზე თურქეთის ქალაქ ანტალიაში გაემგზავრა, სადაც 28 იანვრამდე დარჩება და სამ საკონრტოლო შეხვედრას ჩაატარებს. ვიცე-ჩემპიონის შემადგენლობაში რამდენიმე ახალი ფეხბურთელია, მათგან ოლექსანდრ ტკაჩენკო, ივანე ფოცხვერია და გიორგი ხარებავა გუნდში გამოსაცდელი ვადით იმყოფებიან, რამდენიმე ახალი მოთამაშე გუნდს შეკრების მიმდინარეობის დროს შეურთდება. თურქეთში გია გეგუჩაძემ ეს ფეხბურთელები წაიყვანა: მეკარეები: ანტონ ჩიჩკანი,...

სუპერთასი ახლებურად…
ჩანაწერი

სუპერთასი ახლებურად…

ახალი სეზონიდან საქართველოს სუპერთასის ფორმატი დაახლოებით ისეთივე იქნება, როგორც ესპანეთში ტარდება, მასში მონაწილეობას 4 გუნდი მიიღებს – ევროტურნირზე ეროვნული ლიგიდან გასულ სამეულს საქართველოს თასის გამარჯვებული დაემატება და მინი-ტურნირი ჩატარდება ნახევარფინალებითა და ფინალით. „ამიერიდან საქართველოს სუპერთასის ფორმატი შეიცვლება – ტიტულისთვის 4 გუნდი იბრძოლებს. ჩატარდება ნახევარფინალები და ფინალი. მასში მონაწილეობას ევროთასების საგზურის მფლობელი სამი გუნდი და საქართველოს...

ახლა უკვე ჯიღაური…
ჩანაწერი

ახლა უკვე ჯიღაური…

ჯაბა ჯიღაური კარიერას ყაზახეთის პრემიერლიგაში, აქტაუს „კასპიიში“ გააგრძელებს – ინფორმაცია ყაზახურმა კლუბმა დაადასტურა. 30 წლის ფეხბურთელი, 2020 წლიდან „ბათუმის“ ფეხბურთელი იყო და ამ გუნდის მაისურით 111 მატჩში 37 გოლი გაიტანა. ბათუმელებთან ერთად საქართველოს ჩემპიონი და სუპართასის გამარჯვებულია. „კასპიიში“ ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი ბათუმელი გიორგი ფანცულაია ჩაირიცხა. გუნდის მწვრთნელად კი სეზონის ბოლოს კახა ცხადაძე დაინიშნა,...

ნემანია ბათუმში…
ჩანაწერი

ნემანია ბათუმში…

„ბათუმი“ ეროვნული ლიგის ახალი სეზონისთვის გაძლიერრებას განაგრძობს. მომავალ სეზონში გუნდში ითამაშებენ ახალწვეულები – გიორგი კვერნაძე, ლუკა ზარანდია, თორნიკე კაპანაძე. მუხრან ბაგრატიონი, ალექსანდრ იაკობსენი, სტეფან ჰაიდინი, ანტონ ჩიჩკანი. თუმც, აჭარული კლუბი ამ ტრანსფერებზე გაჩერებას არ აპირებს – გუნდმა კონტრაქტი გააფორმა  26 წლის სერბი ცენტრალურ მცველ ნემანია ლუბისავლიევიჩთან. ის ბათუმში ერთ სეზონს გაატარებს რამდენიმე წელიწადს დარჩენის პერსპექტივით....

ბათუმის ოთხი ტრანსფერი
ჩანაწერი

ბათუმის ოთხი ტრანსფერი

„ბათუმმა“ ახალი სეზონისთვის მზადება უკვე დაიწყო. გუნდი რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვა – წავიდა მცველი ოლეკსანდრ აზაცკი, კარიერა დაასრულა გიორგი ნავალოვსკიმ, გუნდის დატოვებას აპირებს მეკარე მიხეილ ალავიძეც. სანაცვლოდ ვიცე-ჩემპიონის შემადგენლობაში რამდენიმე ახალწვეული გამოჩნდა. „ბათუმის“ ღირსებას 28 წლის სერბი მარცხენა მცველი სტეფან ჰაიდინი დაიცავს, რომელთანაც კლუბმა ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა მისი გახანგრძლივების პერსპექტივით. ჰაიდანის გარდა აჭარული კლუბის ხელმძღვანელობამ კიდევ...

ბათუმური ჰარაკირი
ჩანაწერი

ბათუმური ჰარაკირი

ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონის დამთავრებამდე ორი ტური დარჩა და ვითარება უკიდურესად დაიძაბა. ამ დაძაბულობის მაპროვოცირებლები კი ტიტულის მთავარი მაძიებლები არიან. ჯერ იყო და, „დინამომ“ შინ „თელავს“ ვერ მოუგო, შემდეგ კი „ბათუმმა“ სულაც საკუთარ კედლებში წააგო „სამგურალთან.“ „თელავი“ გასავარდნ ზონაშია და „დინამოს“ დიდი ბრძოლა გაუმართა. ეგ კი არა, კახელებს ცოტა რომ გამართლებოდათ, შეიძლება თელავში სამი ქულაც...