კორონავირუსის მიზეზით შეწყვეტილი ეროვნული ლიგის გათამაშება, 109 დღიანი პაუზის შემდეგ განახლდა. პირველი სათამაშო დღე ძალიან ცუდ ამბავს დაემთხვა – „საბურთალოს“ ჭაბუკი ფეხბურთელის, ტრაგიკულად დაღუპული გიორგი შაქარაშვილის დაკრძალვას. ამიტომ ორივე მატჩი წუთიერი დუმილით დაიწყო. ფეხბურთელები კი შავი სამკლავურებით ირჯებოდნენ მინდორზე. პირველმა მატჩმა დაადასტურა, რომ ეს პაუზა თბილისის დინამოელთათვის გაცილებით ნაყოფიერი გამოდგა, ვიდრე საბურთალოელთათვის. ჩემპიონმა ყველა კომპონენტში...
ჭდე: ბათუმი
ანანიძე ბარსას კადრია
მოსკოვის „სპარტაკის“ ყოფილმა ფეხბურთელმა არას ოზბილისმა ჯანო ანანიძის შესახებ ძალიან ხმამაღალი განცხადება გააკეთა. მისი აზრით, ჩვენებური თავისუფლად ითამაშებდა „ბარსელონაში“. „ისეთ ხარისხიან ფეხბურთელს, როგორიც ანანიძეა, საკუთარი თავის ბოლომდე რეალიზებისთვის სჭირდება გარკვეული პირობები და ფაქტორები. ჯანო რომ „ბარსელონაში“ ჩაგეგდო, ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდებოდა. ამასთან, „ბარსა“ სათამაშო სტილითა და ფილოსოფიით ზუსტად ერგება ჯანოს მსგავს ნახევარმცველებს. მისი ტექნიკის...
ქუთაისმა თბილისს თავი დაუთმო
ეროვნული ჩემპიონატი ფეხბურთში ზამთრის ძილს მიეცა, ხოლო ქვეყნის საუკეთესო გუნდის წოდება 3 წლიანი პაუზის შემდეგ თბილისის „დინამომ“ რომ დაიბრუნა, შეხსენება საჭირო არ არის. ქართული ფეხბურთის ფლაგმანისთვის მარტივი სეზონი ნამდვილად არ ყოფილა. დედაქალაქური კლუბი, თანამოსახელე ბათუმელებთან დიდ კონკურენციაში იყო და ერთი ხანობა 10 ქულითაც ჩამორჩებოდა. თბილისელებმა საბოლოოდ ეს სოლიდური სხვაობაც აღმოფხვრეს და ჩემპიონობაც დამსახურებულად იზეიმეს. მწვრთნელობა...
ბოლო დასვენება …
34-ე ტურს თითქმის არაფერი შეუცვლია სატურნირო თვალსაზრისით. ჩემპიონობის სამივე კანდიდატმა უდანაკარგოდ გაიარა ეს საფეხური. თუმცა ორ მათგანს მეტოქეები ისეთები ჰყავდა, გააფთრებით რომ იბრძვიან ელიტაში დასარჩენად და არავის არაფრით დაინდობენ. მაგალითად, „ბათუმს“ „სიონი“ ეწვია. ბოლნისური კლუბი პლეი აუტის გარეშე ცდილობს ელიგაში დარჩენას. იმავე მდგომარეობაშია „რუსთავიც,“ რომელმაც თბილისის „დინამო“ ისტუმრა. მოულოდნელი არაფერი მომხდარა, მომგებმა მოიგო. აი, „საბურთალო“...
იყო!
„შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, დავტოვებთ ქართულ ფეხბურთს და ბათუმის „დინამოს,“ – მეხივით გავარდა ბათუმური კლუბის მფლობელის, არჩილ ბერიძის სიტყვები „ჩიხურასთან“ მატჩის შემდეგ, რომელიც ზემოიმერლებმა 2:0 მოიგეს. სტუმრებს პროტესტის საფუძველი, ცხადია, ჰქონდათ. მათთვის ხომ ყოველ ქულას უკვე ბაჯაღლო ოქროს ფასი დაედო. იყო მართლაც ეპიზოდი, როცა ზღვისპირელთა შეტევისას, ლადო დვალიშვილის დარტყმული ბურთი საჩხერელ მცველს დავით მაისაშვილს, საკუთარ...
ქულების ომი
საინტერესო ტური გამოდგა. საჩემპიონო ბრძოლა უფრო დაიძაბა, „ვიტ ჯორჯია“ ოფიციალურად გავარდა, პლეი აუტის ამბებიც ჯერ გაურკვეველია. ტურის პირველივე შეხვედრაში სენსაცია მოხდა. ჩემპიონობის მთავარმა კანდიდატმა, ბათუმის „დინამომ“ ბოლო ადგილზე მდგარ „ვიტ ჯორჯიას“ ვერ მოუგო და უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგა. ბათუმელები იგებდნენ და ვეტერინარებმა 86-ე წუთზე გაათანაბრეს, გოლი ზურაბ სეხნიაშვილმა გაიტანა. ყოჩაღობის მიუხედავად, ამ შეხვედრის შემდეგ, „ვიტ ჯორჯია“...
საბურთალოს ტური
31-ე ტურში „დინამომ“ მოულოდნელად წააგო თანაქალაქელ „ლოკომოტივთან“ და ლამის საჩემპიონო ქულები დაკარგა. „ბათუმმა“ გორში ვერ მოიგო, შედეგად ქუთაისელ ჭაბუკებთან გამარჯვებული „საბურთალო“ ისევ დაბრუნდა ტიტულისათვის ბრძოლაში. შეიძლება იფიქროთ, თბილისის დინამოელებმა შემთხვევით წააგეს, აბა, ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრას როგორ დათმობდნენო, მაგრამ საქმეც ის არის, რომ რკინიგზელებმა თამაშით აჯობეს მეტოქეს და დამსახურებული სამი ქულა ჩაიწერეს აქტივში, რომელმაც ისინი ევროზონას...
ე, ლიგა
ეროვნულ ლიგაში სულ 6 ტური დარჩა. ზოგი გუნდისთვის ეს 6 ფინალია. საქართველოს ჩემპიონატში პირველად შეიძლება მოხდეს, რომ უმაღლესში დაწინაურებული გუნდი პირველივე სეზონში ჩემპიონი გახდეს. ეს მსოფლიო ფეხბურთშიც იშვიათი მოვლენაა. ტოპ–ლიგებში ბოლოს ასეთი რამ 1999 წელს მოხდა, როცა ოტო რეჰაგელის „კაიზერსლაუტერნი“ ბუნდესლიგაში გადავიდა, დაიწყო და აღარ გაჩერდა. რა თქმა უნდა, არც ბუნდესლიგასა და ელიგას არ ვადარებთ,...
აქედანა და გორამდე
ხვლა, გორის მაზრაში, ჩვენი ფეხბურთის ისტორიის ერთი ხმაურიანი, ცოცხალი ფურცელი დაიწერება. ასე თქვი, ისე თქვი, “დინამო” მოიგებს, თუ “დილა” შესძლებს ფინალში გასვლას, ფურცელი დაიწერება. “დილა” რომ თასის ფინალში გავიდეს, ეს ფურცელი უფრო ხმაურიანი და ფეთქებადი იქნება, უფრო ბევრი რამ დაიტევა ზედ, “დინამო” ივარგებს და ამბავი მაინც შედგება. თუმცა, მასში ჩვეულებრივობა მეტი იქნება. აქეთ გორის ჯვარი,...
დინამო ბათუმში საბურთალომ გაუშვა
67-ე წუთზე, მსაჯმა გიორგი ყრუაშვილმა, საბურთალოელ ნიკა სანდოხაძეს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან დაითხოვა. ეს ეპიზოდი გადამწყვეტი აღმოჩნდა მატჩში. მატჩში, რომლის პირველ ნახევარში მოქმედი ჩემპიონი „საბურთალო“ სჯობდა მეტოქეს და კოხრეიძის ეფექტური გოლით უგებდა კიდეც. მეორე ტაიმში სცენარი დიდად არ შეცვლილა, ეგ არის, მასპინძელი „დინამო“ უფრო გააქტიურდა და მეტოქე მეტად შეავიწროვა. 67-ე წუთი ვახსენეთ. სანდოხაძის...








