მაშ ასე, ბოლო, ეროვნული ლიგის მეოთხე წრეც დაიწყო და ჩემპიონობისთვის ბრძოლაც კიდევ უფრო დაიძაბა. თბილისის „დინამომ“ მოულოდნელად გასავარდნ ზონაში მყოფ „სიონთან“ ძალიან მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა. არადა, თითქოს თბილისელთათვის ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა. ნახევარი საათის თავზე, გიორგი კუხიანიძემ თავურით ანგარიში გახსნა. მასპინძლებს კიდევ შეეძლოთ გატანა, მაგრამ სიზუსტე არ ეყოთ. ბოლო წუთები კი ფელის ვისენტეს შეგირდებისთვის საბედისწერო...
ჭდე: ბათუმი
ფრე და ფრე
კვირას, გამარჯვების შემთხვევაში, თბილისის „დინამო“ ისევ გალიდერდებოდა, მაგრამ ერთ-ერთი აუტსაიდერი „რუსთავი“ ვერ დაამარცხა. დინამოელები 2:0 უგებდნენ მეტოქეს, შენგელიას და განსაკუთრებით ნინუას ულამაზესი გოლებით, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს. „რუსთავი“ ბექა ქავთარაძემ გადაარჩინა. ბექამ დუბლი მიითვალა და მატჩი ფრედ დასრულდა. ეს 30-ე დუბლი გახლდათ სეზონში. „დინამომ“ კი ეროვნულ ლიგაში ცხრამატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა და გალიდერების შანსიც ხელიდან...
ბათუმი ისევ თავშია…
პარასკევს და შაბათს, ეროვნული ლიგის 24-ე ტურის სამი მატჩი გაიმართა. სამივე ძალიან დაძაბული და მნიშვნელოვანი. პარასკევს, საპრიზო ადგილებისთვის მებრძოლი „ლოკომოტივი,“ თეიმურაზ შონიას პენალტით, 92-ე წუთამდე უგებდა აუტსაიდერ „ვიტ ჯორჯიას,“ მაგრამ „რკინიგზელებმა“ ბოლო წამებზე კონცენრაცია დაკარგეს და ზურაბ მუსელიანმა წონასწორობა აღადგინა. „ლოკომოტივს“ 24 თამაშიდან 36 ქულა აქვს და ოთხი პუნქტით ჩამორჩება მესამე ადგილზე მყოფ „საბურთალოს.“ თუმცა,...
დვალიშვილის გოლი და პასი დინამოს და საბურთალოს გარეშე
უქმეებზე, ეროვნული ლიგის 23-ე ტურის ოთხი შეხვედრა გაიმართა. „დილამ“ გამძვინვარებულ „ლოკომოტივს“ ვერაფერი მოუხერხა და შინ 0:1 დამარცხდა. გამძვინვარებულიო ვთქვით, რადგანაც ბოლო დროს მოყოჩაღებულმა რკინიგზელებმა გასულ ტურში „დინამოსთან“ 0:6 წააგეს და ქომაგების თვალში რეაბილიტაცია ჭირდებოდათ. გორში ერთადერთი გოლი დათო ჯიქიამ გაიტანა ბოლო წუთზე. იმავე დღის გვიან მატჩში კი ბათუმის „დინამომ“ სტუმრად აუტსაიდერი „ვიტ ჯორჯია“ 3:0 დაამარცხა...
იმედის დინამო
ნაევროთასევს, ერთთვიანი შესვენების შემდეგ, ეროვნული ლიგის გათამაშება განახლდა. სეზონის დასაწყისში წაფორხილების შემდეგ, თბილისის „დინამო“ ერთობ წარმატებით თამაშობს. კვირას ფელის ვისენტეს ბიჭებმა „ლოკომოტივი“ გააცამტვერეს – 6:0. ეს დინამოელთა ზედიზედ მერვე გამარჯვება გახლდათ ეროვნულ ჩემპიონატში, თუ ამას ევროპა ლიგაზე მოპოვებულ კიდევ ოთხ მოგებას დავამატებთ, 12 გამოვა. ბოლო ხუთ შეხვედრაში კი 18 ბურთი გაიტანეს და არცერთი გაუშვიათ. თანაც...
ქულა და დინამო
მთავარი სამეული ჯერ სეზონის მესამედიც არ გასულა და ჩემპიონობის კანდიდატები, ფაქტობრივად, გამოიკვეთნენ – „ბათუმი,“ „საბურთალო“ და „დინამო.“ ამათ კვალში „ტორპედო“ უდგას, მაგრამ ქუთაისურ კლუბში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ჩანს, მეოთხე ადგილიც სანატრელი გაუხდებათ. ამ დღეებში გუნდი უკვე შვიდმა ფეხბურთელმა დატოვა და ეს საბოლოო ციფრი არ არის. მე-20 ტური ლიდერების მატჩებით გაიხსნა. „ლოკომოტივმა“ „საბურთალოს“ უმასპინძლა და ირაკლი...
ჯერ გაუტოლდა, მერე მოიტოვა
ეროვნული ლიგის მე-20 ტური ლიდერების მატჩებით გაიხსნა. „ლოკომოტივმა“ „საბურთალოს“ უმასპინძლა და ირაკლი სიხარულიძის მიერ 56-ე წუთზე გატანილი გოლის წყალობით 1:0 მოუგო. საინტერესოა, რომ ეს რკინიგზელთა მიერ ჩატარებული ზედიზედ მერვე წაუგებელი შეხვედრა გახლდათ. თუ ამას საქართველოს თასზე „თელავთან“ მოგებულ (1:0) მატჩსაც დავუმატებთ, 9 გამოვა. ტყუილად არ დაასახელეს მათი დამრიგებელი, ლევან კორღალიძე მეორე წრის საუკეთესო მწვრთნელად. ბათუმის...
ნახევარი საბურთალომ მოიგო
მეორე წრეც დასრულდა ისევე, როგორც პირველ შემთხვევაში, „საბურთალომ“ ამჯერადაც პირველ ადგილზე დაამთავრა წრე. საბურთალოელებმა „სიონს“ 2:1 მოუგეს. ბათუმის „დინამომ“ კი 88-ე წუთზე გაუშვა ერთადერთი გოლი ლოკომოტიველი ირაკლი სიხარულიძისგან. ამისდაკვალად, ორტურიანი ლიდერობა თბილისელებს გადაულოცა. ბათუმელებმა მიჯრით ოთხი მოგების შემდეგ წააგეს. სხვათა შორის, „ლოკომოტივი,“ რომელმაც ძალიან ცუდად დაიწყო სეზონი (ზედიზედ 5 წაგება სტარტზე), ბოლო დროს მოყოჩაღდა, ექვსმატჩიანი...
რატომ?
ქვესათაურად ცნობილი ქართული ფილმის სახელწოდება იმიტომ გამოვიტანეთ, რომ ვფიქრობთ, ზუსტად ასახავს ბოლო დროს ქვეყანაში და კერძოდ, ფეხბურთში მიმდინარე საოცარ ამბებს. ყველაზე ცუდი: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარდა სპეცოპერაცია, რომლის შედეგადაც ბრალდებულის სახით დაკავებულია თბილისის „ვიტ ჯორჯიას“ ხუთი, ლანჩხუთის „გურიას“ ორი, „ჭიათურის“ ერთი და ასევე სამი ყოფილი მოთამაშე. საქმე ეხება მათ მიერ მატჩის შედეგსა...
… ამიტომაც ნუ დაიჯერებთ, რომ ყველაფერი კარგად არის
13 ტური მიილია ეროვნულ ლიგაში, ანუ სეზონის თითქმის მესამედი. ამიტომაც უკვე გვაქვს უფლება კარგზეც ვთქვათ, ისე რა კარგზე და ცუდზეც. მოდით, „კარგით“ დავიწყოთ და ამის მიზეზი ბათუმის „დინამოა“. ჯერ ერთი, თამაშითაც პეწი შესძინა მთავარ ლიგას და მეორეც, სასწაული ატმოსფეროა მათ სტადიონზე. უყურებ და სხვაგან გგონია თავი – დავიჯეროთ, ეს საქართველოს ჩემპიონატში ხდება?! იმიტომ, რომ გადაჩვეულები...







