ეს იყო „რეალის” საუკეთესო თამაში ახალ სეზონში — „სან სიროზე”, „ინტერთან”, თერთმეტმეტრიანი დარტყმით ანგარიში ჯერ ედენ აზარმა გახსნა, ხოლო შემდეგ როდრიგომ მეორე შეაგდო, თუმცა არის ვერსია, რომ ბურთს ბოლო მილანელების მცველი აშრაფ ჰაკიმი შეეხო და ეს მისი ავტოგოლი იყო. თუ ასეა, დრამატიზმისთვის სჯობს კიდეც, რადგან მაროკოელი ადრე „რეალში” თამაშობდა. „რეალს” გამარჯვებაში ხელი „ინტერის” ჩილელი ნახევარმცველის...
ჭდე: არტურო ვიდალი
არტურო ვიდალ, შენ ბარსას დააკლდები!
არტურო ვიდალი „ბარსელონადან” „ინტერში” გადავიდა და ეს ამბავი სულ მალე ოფიციალურადაც დადასტურდება. ჩელელი იტალიაშია, სამედიცინო შემოწმებას გადის. ვიდალს ამ ნაბიჯის გადადგმა „ბარსას” ახალმა თავკაცმა რონალდ კუმანმა აიძულა. ჰოლანდიელმა თქვა, რომ ვიდალი მის გეგმებში არ შედის. მეგობრის წასვლასთან დაკავშირებით ლეო მესიმ თავის ინსტაგრამზე გამოსამშვიდობებელი სიტყვები დაწერა: „მე შენ ჯერ კიდევ იმ დროიდან გიცნობ, როდესაც ერთმანეთის მეტოქეები...
ვიდალი ბარსელონას დაემშვიდობა
ჩილელი ნახევარმცველი არტურო ვიდალი „ბარსელონას“ ფეხბურთელი აღარ არის. 14 სექტემბერს მან გააუქმა კონტრაქტი კატალონიურ კლუბთან. სამშაბათს დილით კი საწვრთნელ ბაზაზე მივიდა, თავისი ნივთები წამოიღო და უკვე ყოფილ თანაგუნდელებს დაემშვიდობა. დღის მეორე ნახევარში კი მილანში გაემგზავრა, რათა „ინტერთან“ ხელშეკრულების ბოლო წვრილმანები შეათანხმოს. ის მილანურ კლუბში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. „ინტერში“ მისი ხელფასი წელიწადში 6 მილიონი ევრო...
ბარსელონას ნაცვლად რეალში
მოულოდნელი ამბავი: მთელი ზაფხული იწერებოდა, რომ მილანის „ინტერის“ არგენტინელი თავდამსხმელი ლაუტარო მარტინესი „ბარსელონაში“ გადავიდოდა და უცებ… მადრიდის „რეალიო“. ევროპული მედიის ცნობით 23 წლის ფორვარდის ტრანსფერი კლუბებმა უკვე შეათანხმეს. იტალიელები ამ ტრანსფერს ასაიდუმლოებდნენ რადგანაც „ბარსელონადან“ არტურო ვიდალის გადაბირება სურდათ, „ბარსელონას“ კი, ჩილელი ფეხბურთელის ჩართვა მარტინესის ტრანსფერში. როგორც ჩანს, იტალიურმა მხარემ მარტინესი უფრო სარფიანად გაასაღა. წერენ იმასაც,...
ესპანეთში 6 მილიონს ითხოვს, იტალიაში 6 მილიონი შეათანხმა…
ესპანური „ბარსელონას“ ნახევარმცველი არტურო ვიდალი კლუბისგან კონტრაქტის ვადამდე გაწყვეტის სანაცვლოდ კომპენსაციის სახით 6 მილიონ ევროს ითხოვს. კლუბი თანახმაა, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში უფასოდ გაუშვას 33 წლის ნახევარმცველი, რომლის კონტრაქტიც 2021 წლის ივნისში იწურება. ბარსელონელები კომპენსაციის გადახდას არ აპირებენ. ვიდალს ხელმძღვანელობასთან ურთიერთობა ჯერ კიდევ დეკემბერში გაუფუჭდა, როცა კატეგორიულად ითხოვდა ბონუსის სახით 2,5 მილიონი ევროს გადახდას. ამბობენ,...
ვიდალი: რაღა დროს დნმ-ა
კატალონიური „სპორტი” წერს, რომ ჩილელი ვეტერანი არტურო ვიდალი „ბარსელონაში” თავს მშვიდად ვეღარ გრძნობს. ახალ მწვრთნელს რონალდ კუმანს ვიდალი გუნდში აღარ სჭირდება და ისიც უკმაყოფილო კომენტარებს აღარ ერიდება. „ჩემპიონთა ლიგის ფინალში რომ ვერ გავედით, ძალიან გულსატკენი იყო, — თქვა 33 წლის ნახევარმცველმა, — მე საქმეს დიდი რწმენით ვეკიდებოდი, მაგრამ გუნდი არ ვარგოდა. ჩვენ ისეთ რაღაცებს ვაკეთებდით,...
ვიდალი ინტერში?
„ბარსელონას“ ნახევარმცველი არტურო ვიდალი, შესაძლოა, მილანის „ინტერში“ გადავიდეს. 33 წლის ჩილელის თავის გუნდში ნახვა ანტონიო კონტეს სურს, რომელიც მასთან ტურინის „იუვენტუსში“ მუშაობდა. წყაროს მტკიცებით, ვიდალის აგენტთან უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები. გასულ კვირას დაიწერა, რომ „ბარსელონაში“ მთავარ მწვრთნელად მოსული რონალდ კუმანის გეგმებში ვიდალი, უმტიტი, რაკიტიჩი და სუარესი არ შედიან. წინა სეზონში ვიდალმა ყველა ტურნირში 43 მატჩი ჩაატარა,...
ვიდალის ოქრო დამთავრდა
„ბარსელონას“ ჩილელმა ნახევარმცველმა არტურო ვიდალმა საჩემპიონო სერია შეწყვიტა. დასრულებული პრიმერა დივიზიონის შემდეგ ბარსელონელებმა მეორე ადგილი დაიკავეს და მადრიდის „რეალს“ ჩამორჩნენ. ვიდალისთვის ეს გამოდგა პირველი სეზონი ბოლო 9 წლის მანძილზე, როდესაც ოქროს მედალი ვერ მიიღო. არტურო ოქროს მედლის გარეშე ბოლოს 2011 წელს დარჩა, როდესაც „ლევერკუზენის“ შემადგენლობაში ირჯებოდა. მას შემდეგ ტურინის „იუვენტუსთან“ ერთად სერია A 4-ჯერ მოიგო,...
ბარსამ თავისი სვლა გააკეთა…
„ბარსელონამ” სტუმრად მოუგო „ვალიადოლიდს” 1:0 და ჩემპიონობის შანსი შეინარჩუნა, ოღონდ, საამისოდ „რეალმა” უნდა დაკარგოს ქულები. ამჟამად, მადრიდელებს 35 შეხვედრიდან 80 ქულა აქვთ, „ბარსას” კი 36 შეხვედრიდან 79. „რეალის” მოგებებს „ბარსელონას” მხარდამჭერი მედიის სტატიებზე დაყრდნობით გაცნობთ ხოლმე; ახლა ვნახოთ რა დაწერა „ბლაუგრანას” წარმატებაზე AS-მა. მადრიდულმა გაზეთმა ხაზი გაუსვა, რომ „ბარსელონას” წარმატებას მხოლოდ არითმეტიკული მნიშვნელობა ჰქონდა, თორემ...
გაიქცა, კაცი გაიქცა…
„მალიორკამ” „ბარსელონას” უმასპინძლა, თამაში დახურულ კარს მიღმა ჩატარდა, ვიღაც გულშემატკივარი კი მოედანზე შევარდა და მესისთან სელფის გადაღება სცადა… როდესაც ფანმა მოედანზე შეღწევა მოახერხა, ტელეკამერამ კადრი მარკ-ანდრე ტერ შტეგენზე გადაიტანა, რადგან ასეთი მდგომარეობა პროტოკოლით გათვალისწინებული არ იყო და ხალხმა, რომელსაც რეპორტაჟი მიჰყავდა არ იცოდა როგორ მოქცეულიყო — წესითა და რიგით იქ ხომ უცხო პირი საერთოდ არ...









