ამბობენ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი” ზაფხულში ჩილელი არტურო ვიდალის ყიდვას აპირებს. მოგეხსენებათ, ვიდალი ამჟამად „ბაიერნში” თამაშობს, მაგრამ მისი მომავალი ჰაერში კიდია. ბუნდესლიგის ლიდერმა „შალკესგან” ლეონ გორეცკა დაიბევა და სეზონის დამთავრების შემდეგ მის კონტრაქტს ოფიციალურ სახეს მისცემს. ეს იმას ნიშნავს, რომ ვიდალის საქმე შეიძლება ცუდად წავიდეს, „მანჩესტერ იუნაიტედი” კი მზად არის 30 წლის ნახევარმცველი „ოლდ ტრეფორდზე” წაიყვანოს....
