თუკი პრემიერლიგა სეზონის განახლებამდე ფეხბურთელებს სავარჯიშოდ ხუთ კვირას არ მისცემს, ჩათვალეთ, რომ ისინი რუსულ რულეტს თამაშობენ! ასე მძაფრად გამოხატა თავისი დამოკიდებულება ჰოლანდიელმა რაიმონდ ვერჰეიენმა, რომელიც „ბარსელონაში”, „მანჩესტერ სიტიში” და უელსის ნაკრებში ფიზიკური მომზადების მწვრთნელად არის ნამუშევარი. ინგლისის ჩემპიონატი კორონავირუსის გამო ოფიციალურად 30 აპრილამდეა გაჩერებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მაისის დასაწყისში ბურთი მართლა რომ გაგორდეს, ფეხბურთელები...
ჭდე: არსენალი
ვესტ ჰემი გამოიკეტა
„ვესტ ჰემის“ ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება, რომ კლუბი სრული შემადგენლობით კარანტინშია. თვითიზოლაციის მიზეზი კორონავირუსის გავრცელებული საშიშროებაა. თანაც, კლუბის წარმომადგენლების უმეტესობას რამდენიმე დღის წინ COVID19-ით ინფიცირებულ მიკელ არტეტასთან ჰქონდა კონტაქტი – „ჩაქუჩები“ „არსენალს“ პრემიერლიგის 29-ე ტურში შეხვდნენ (0:1). პრემიერლიგის გათამაშება ინგლისის სხვა საფეხბურთო დივიზიონებთან ერთად შეწყდა და სავარაუდოდ 4 აპრილს განახლდება.
კორონასპორტი: კატასტროფული ოთხშაბათის ქრონიკა
ოთხშაბათმა საბოლოოდ დაადასტურა, რომ კარგა ხნის განმავლობაში სპორტი ძველი სახით ვერ დაგვიბრუნდება. ქვემოთ გთავაზობთ ქრონოლოგიას შუაევროპული დროის მითითებით ზუსტად ისე, როგორი თანმიმდევრობითაც ავრცელებდნენ მსოფლიოს ყველაზე ავტორიტეტული სააგენტოები… 11.19. ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ორგკომიტეტის წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ ახსენა 2020 წლის თამაშების ერთი ან თუნდაც ორი წლით გადატანის ვერსია. 11.22. „სიტი“-„არსენალი“ გადაიდო. 12.14. „ოლიმპიაკოსის“ მფლობელ ევანგელოს მარინაკისს ვირუსი...
ახალი ჩემპიონთა ლიგა?
უეფა მოლაპარაკებებს აწარმოებს კომპანია Relevent Sports-თნ, რაც მიზნად ისახავს ახალი საზაფხულო ტურნირის გამართვას, რომლის ფორმატიც, ფაქტობრივად ჩემპიონთა ლიგის იდენტური იქნება. მასში უძლიერესი ევროპული კლუბები ჩაერთვებიან, საკვალიფიკაციო და ჯგუფურ ეტაპებს გაივლიან და მერე უძლიერესს ფლეი-ოფში გაარკვევენ. ხელშეკრულება რვაწლიან თანამშრომლობას ითვალისწინებს და უკვე 2021 წელს პირველად გაიმართება. პირველ ეტაპზე ტურნირს აშშ-ი უმასპინძლებს, მერე კი აზიაში გადაინაცვლებს. ამ...
კლოპი და 11 ტური
„ვესტ ჰემის“ ნაწვალები გამარჯვების შემდეგ „ლივერპული“ ორი დიდი გუნდის ორ მიღწევას გაუთანაბრდა და მომდევნო მატჩში წარმატება უკვე სარეკორდო იქნება. მაშ ასე: „ლივერპულმა“ ლონდონელ ჩაქუჩებთან მოგებით პრემიერლიგის 27 ტურის შემდეგ 79-ე ქულა მიიღო და ამ მაჩვენებლით ალექს ფერგიუსონის დროინდელ მანჩესტერის შედეგს გაუთანაბრდა. 1998-1999 წლების სეზონში სერ ალექსის გუნდი სწორედ 79 ქულით გახდა გახდა ინგლისის ჩემპიონი და...
ლემპარდს წყალი შეუდგაო
ბრიტანული „ტელეგრაფის“ ინფორმაციით, „ჩელსის“ ხელმძღვანელობა მეტისმეტად უკმაყოფილოა ფრენკ ლემპარდის მუშაობით. ეს არცაა გასაკვირი. ლონდონელებმა ბოლო ექვსი შეხვედრიდან ერთადერთი მოიგეს და მეოთხე ადგილს კი ინარჩუნებენ, მაგრამ კონკურენტებს წამოწევის საშუალება მისცეს. ლემპარდს მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის საგზური იხსნის. ყველა სხვა შემთხვევაში ზაფხულში ფრენკს კარისკენ მიუთითებენ. მის წინააღმდეგ ერთი ფაქტორიცაა: ლემპარდმა სათადარიგოთა სკამზე დასვა ფეხბურთის ისტორიაში უძვირესი (80 მლნ....
ვენგერმა, წინიდან არა, უკნიდანო
არსენ ვენგერმა თამაშგარეს განსაზღვრის ახალი ფორმულა შექმნა. ვიდრე მისი შრომის შედეგს გაგაცნობთ, გავიხსენოთ, როგორ ჟღერს მოქმედი წესი: „ფეხბურთელი თამაშგარე მდგომარეობაშია, თუ მისი თავის, ტანის ან ფეხის ნებისმიერი ნაწილი უფრო ახლოსაა მეტოქის კარის ხაზთან, ვიდრე ბურთი და მეტოქის ბოლოსწინა ფეხბურთელი. ნებისმიერი ფეხბურთელის, მათ შორის მეკარის ხელების მდგომარეობა მხედველობაში არ მიიღება”. ახლა ვნახოთ, როგორ ჟღერს ვენგერის ფორმულა:...
კლოპის ლივერპული vs სერ ალექსის იუნაიტედი
ბოლო პრემიერლიგურ შეხვედრაში „ლივერპულმა” „ვესტ ჰემთან” 2:0 გაიმარჯვა და ახლა სტატისტიკურად უფრო წინ არის, ვიდრე 1999 წელს ტრებლის მომგები „მანჩესტერ იუნაიტედი” იყო. იურგენ კლოპის გუნდი საოცარ ფორმაშია. ის უახლოეს მდევარ „მანჩესტერ სიტის” 19 ქულით უსწრებს. არადა, სადაცაა 30 წელი შესრულდება მას მერე, რაც მერსისაიდელები ინგლისის ჩემპიონები არ გამხდარან. დღეს „ლივერპულს” 23 შეხვედრა აქვს მოგებული. ჩემპიონატის...
პოჩეტინო, არასოდეს დაიგინო
კატალონიური რადიო RAC 1 ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ერნესტო ვალვერდეს შემცვლელად მაურიციო პოჩეტინოც მოიაზრება. ორი დღის წინ ჩვენვე გაუწყეთ, რომ ამ პოსტზე ფაქტობრივად ერთადერთი კანდიდატი ამჟამად არაბეთში მომუშავე ხავი იყო. საქმე იმაშია, რომ „ბარსას“ ხელმძღვანელობას ხავის დანიშვნა დაუყოვნებლივ სურდა, ის კი მხოლოდ ზაფხულიდან მუშაობის დაწყებაზე არის თანახმა. როგორც ჩანს, ამ ნოყიერ...
გენიალური კუნი
გვინდა, არ გვინდა, ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ჩემპიონის ვინაობა ფაქტობრივად გადაწყვეტილია – მთავარი ინტრიგა თითქმის მკვდარია. დიახ, ბურთი მრგვალია, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, შესაძლოა ჩვენც მოვლენებს წინ ვუსწრებდეთ, „ლივერპულის“ ფეხბურთელებს პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით ფეხი დაუცდეთ და 30 წლის ნანატრი სანუკვარი ჩემპიონობაც ქართან თუ წყალთან ერთად ისევ პეპ გვარდიოლას „სიტის“ გაატანონ, მაგრამ იურგენ კლოპი და მისი...








