ჭდე: ანტონიო კონტე

Home ანტონიო კონტე
ჩანაწერი

ანტონიო კონტეს ახალი ამბიციური სამსახური

„ინტერის” ახალ მწვრთნელად დაინიშნა ანტონიო კონტე. „ჩელსის” ყოფილი თავკაცი ხუთშაბათს გაშვებული ლუჩანო სპალეტის ადგილს დაიკავებს. სპალეტიმ „ინტერს” სერია A-ს ცხრილში მეოთხე პოზიცია დააკავებინა და ჩემპიონთა ლიგაში გაიყვანა, მაგრამ „ნეროაძური” მხოლოდ ამით კმაყოფილი ვერ იქნება. 49 წლის კონტე თითქმის წელიწადია უმუშევრადაა. ბოლოს ის „სტემფორდ ბრიჯზე” მუშაობდა. ახლა კონტე „სან სიროზე” გადაბარგდება და, როგორც ამბობენ, წელიწადში 10...

არასწორი პარკინგი 20 მილიონი ჯდება
ჩანაწერი

არასწორი პარკინგი 20 მილიონი ჯდება

ანტონიო კონტეს „ჩელსიში” მუშაობის დროს მანქანა არასწორ ადგილას დაუყენებია და ეს ფაქტი, „მირორის” ცნობით, ახლა დასავლეთ ლონდონის კლუბს საშუალებას აძლევს ყოფილ მწვრთნელს  20 მილიონი გირვანქა არ გადაუხადოს. შეგახსენებთ: „ჩელსიმ” იტალიელი თანამდებობიდან ივნისში დაითხოვა, როდესაც კონტრაქტით გათვალისწინებულ ვადამდე მთელი წელიწადი რჩებოდა. ასეთ დროს წესით დამქირავებელმა დაქირავებულს კომპენსაცია უნდა გადაუხადოს, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მხარეები ვერ რიგდებიან...

რეალში მწვრთნელი შეიცვლება
ჩანაწერი

რეალში მწვრთნელი შეიცვლება

მადრიდული „მარკა” წერს, რომ „რეალის” პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი თავის დირექტორატს უახლოეს საათებში მწვრთნელის საკითხზე დაელაპარაკება და ხულენ ლოპეტეკის სავარაუდოდ ანტონიო კონტე შეცვლის. „ელ კლასიკოში” 1:5 დამარცხება, როგორც ჩანს მადრიდელთა შეფების მოთმინების ფიალაში ბოლო წვეთი იყო. „მარკა” წერს, რომ კონტე ესპანეთის დედაქალაქში შესაძლოა ორშაბათსვე, ანუ დღეს, ის კი არა და დილითვე ჩაფრინდეს. და თუ კონტეს ასე...

კონტე 9,5 მილიონზე უარს ამბობს
ჩანაწერი

კონტე 9,5 მილიონზე უარს ამბობს

იტალიურ მედიაში გავრცელდა ხმა, რომ ანტონიო კონტე 9,5 მილიონ გირვანქაზე უარის თქმას დაყაბულდა, ვინაიდან მისი სამსახურში აყვანა არც მეტი-არც ნაკლები „რეალს” უნდა. 49 წლის კონტე მადრიდში ხულენ ლოპეტეგის შემცვლელად შეუგულებიათ — მოგეხსენებათ ლოპეტეგის ხელში „თეთრების” საქმე ცუდად მიდის. ახლა იმის შესახებ, თუ რა 9,5 მილიონ გირვანქაზეა ლაპარაკი: კონტე „ჩელსის” თავკაცი იყო, რომელსაც დასავლეთ ლონდონელებმა ზაფხულზე...

ვადა ელ კლასიკომდე
ჩანაწერი

ვადა ელ კლასიკომდე

„ელ კლასიკო” 28 ოქტომბერს არის. ის „კამპ ნოუზე” გაიმართება და, როგორც ამბობენ, „რეალის” თავკაც ხულენ ლოპეტეგისაც სწორედ ოქტომბრის ბოლომდე აქვს ვადა მიცემული. შაბათს, „რეალი” „ალავესთან” დამარცხდა 0:1, რაც იმას ნიშნავს, რომ გუნდმა ბოლო ოთხი თამაშიდან სამი წააგო. სხვა სიტყვებით, მადრიდელებს 22 სექტემბერს „ესპანიოლთან” მოგების შემდეგ აღარ გაუმარჯვიათ. ცუდი შედეგების მიუხედავად, „რეალი” ცხრილში მაინც მეოთხე ადგილზეა,...

კონტე რომ დარჩენილიყო, ვილიანი წავიდოდა
ჩანაწერი

კონტე რომ დარჩენილიყო, ვილიანი წავიდოდა

ვილიანმა თქვა, რომ თუ „ჩელსის” მწვრთნელად კვლავ ანტონიო კონტე იმუშავებდა, მისი „სტემფორდ ბრიჯზე” დარჩენა გამორიცხული იყო. ვილიანის გასახარად კონტემ რთული 2017-18 წლების სეზონის შემდეგ დასავლეთ ლონდონური გუნდი დატოვა. ბრაზილიელი მთალი ზაფხულის განმავლობაში ცდილობდა სხვა გუნდში გადასვლას. მას კონტე არ უნახავს, არ დალაპარაკებია. სიტუაცია მას მერე შეიცვალა, რაც ფეხბურთელმა გაიგო, რომ იტალიელი მწვართნელი წავიდა. მაისში, ინგლისის ფეხბურთის...

კონტე ჩელსის უჩივის
ჩანაწერი

კონტე ჩელსის უჩივის

„ჩელსის” ყოფილი მწვრთნელი ანტონიო კონტე დასავლეთ ლონდონელების წინააღმდეგ ჩივილს აპირებს. მიზეზი: „ლურჯებმა” მისი თანამდებობიდან მოხსნა გააჭიანურეს. ხმები კონტეს გათავისუფლების შესახებ კარგა ხანია დადიოდა, მაგრამ აღსრულება გასულ კვირამდე არ ეწერა. „ჩელსის” ახალ მწვრთნელად კი დანიშნეს მაურიციო სარი, რომელთანაც როგორც გაირკვა კლუბი კარგა ხანია მოლაპარაკებას აწარმოებდა. კონტეს ბოლო სეზონში გასამრჯელოს სახით 9 მილიონი გირვანქა უნდა მიეღო, რომელსაც...

სერიული გამარჯვებული
ჩანაწერი

სერიული გამარჯვებული

ანტონიო კონტემ „ჩელსის” შეფებს შეუთვალა: ჩემი გაშვებით თქვენ სერიულ გამარჯვებულს დაკარგავთ! კვირას იტალიელის ხელმძღვანელობით „ლურჯებმა” ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასი მოიგეს. მათ ედენ აზარის მიერ 22-ე წუთზე გატანილი პენალტით „მანჩესტერ იუნაიტედი” დაამარცხეს. ზუსტად ერთი წლის წინ კონტეს „ჩელსი” ინგლისის ჩემპიონიც იყო. არადა უკვე თვეებია ლაპარაკობენ, რომ დამთავრდება თუ არა სეზონი ანტონიო კონტეს „სტემფორდ ბრიჯიდან” გაუშვებენ. იტალიის...

რომანს ეუსებიო უთხრეს
ჩანაწერი

რომანს ეუსებიო უთხრეს

ახალი სეზონიდან რომ „ჩელსის“ ახალი მწვრთნელი ჩაიბარებს, ძველი ამბავია. ლონდონური კლუბის რუს პატრონ რომან აბრამოვიჩს ხან ვის კანდიდატურას სთავაზობენ, ხან – ვის. „არისტიკრატების“ სავარაუდო მწვრთნელებს შორის ყველაზე ხშირად სადღეისოდ უმუშევარ ესპანელ ლუის ენრიკეს, „იუვენტუსის“ თავკაც მასიმილიანო ალეგრის, „ნაპოლისა“ და „მონაკოს“ დამრიგებლებს – მაურიციო სარისა და ლეიონარდუ ჟარდიმის ასახელებენ. აქა-იქ სხვა სახელებსაც მოჰკრავთ ყურს, თუმც ინგლისური...

კონტეს პასუხი მეგობარს
ჩანაწერი

კონტეს პასუხი მეგობარს

ანტონიო კონტემ ჯანლუკა ვიალის ბრალდებას უპასუხა. ვიალიმ თქვა, რომ კონტეს ერთი სული აქვს როდის დამთავრდება სეზონი და როდის წავა „ჩელსიდან”, რაზეც „ლურჯების” თავკაცმა თქვა, რომ ვიალი წელიწადზე მეტია არ უნახავს და შეუძლებელია მისი სურვილები იცოდეს. „ყველა ვინც მიცნობს დაადასტურებს, რომ გუნდში ჩემი შესაძლებლობების 120 პროცენტს ვდებ. „ჩელსისთან” კონტრაქტი მაქვს და დაუღალავად ვმუშაობ” — თქვა კონტემ. აქ...