მე-8 ტურის შემდეგ ელიგას ისევ „იბერია 1999“ ლიდერობს, თუმცა მეორე ადგილზე მყოფ „ბათუმსაც“ 19 ქულა აქვს და თბილისელები ზღვისპირელებს ბურთების უკეთესი სხვაობის წყალობით ჯობნიან. „იბერიამ“ ზედიზედ მესამედ იმარჯვა. ამჯერად „გაგრასთან“ 3:1. ახლა „იბერია“ პირველზეა, „გაგრა“ – ბოლოზე. მიჯრით მესამედ მოიგო „ტორპედომაც,“ რომელიც „იმერულ დერბიში“ „სამგურალთან“ აგებდა, მაგრამ 3:1 გაიმარჯვა. „თელავმა“ სამტრედიაში უშუალო კონკურენტს სძლია და...
ჭდე: ანდრეს კარასკო
დარჩა 6
„კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ დასრულებამდე სამი ტური დარჩა. დაძაბულობა კი მატულობს. გამონაკლისი არც 33-ე ტური ყოფილა. „ბათუმმა“ უკვე დამატებულ წუთებზე წააგო სამტრედიაში „სამგურალთან“ (წყალტუბოელ ნიკა კალანდარიშვილს ლამაზი გამარჯვების გოლი გამოუვიდა). ბათუმელთაგან დუბლი მიითვალა პაატა ღუდუშაურმა და ბომბარდირთა მარაქაშიც გაერია. „დინამომ“ კი შინ „შუქურას“ 4:2 სძლია. თუმცა ანდრეს კარასკოს შეგირდებისთვის აუტსაიდერის ძლევა ადვილი არ ყიფილა. მეორე ნახევარში...
აკადემიიდან დინამოში
თბილისის „დინამო“ მწვრთნელად ანდრეს კარასკო დანიშნეს. ესპანელი სპეციალისტი „დინამოს“ აკადემიას ხელმძღვანელობდა, დღეიდან კი პირველ გუნდს ჩაუდგება სათავეში. ესპანელი სპეციალისტი 12 წლის განმავლობაში „ბარსელონაში“, „ლა მასიაში“ აკადემიაში მუშაობდა. სხვადასხვა დროს „მალაგას“ 16 და დონეცკის „შახტარის“ 19-წლამდე გუნდების თავკაცი გახლდათ. ასევე უმუშავია ესპანური „საბადელის“, ავსტრალიური „ვესტერნ სიდნეი უონდერერსისა“ და თურქული „ქარაბუქსფორის“ მწვრთნელის ასისტენტად. კარასკო „დინამო“ აკადემიაში 2022...
ანდრეს კარასკო: ასეთ რამეს არ ველოდით
იტალიურ Radio Crc-ში, რაფაელე აურიემას გადაცემა Si Inflate la Rete-ს ესტუმრა თბილისის „დინამოს” აკადემიის მთავარი მწვრთნელი ანდრეს კარასკო, რომელმაც ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ილაპარაკა. „იმ ხალხმა, ვინც ბიჭის პროგრესს ვადევნებდით თვალს, ვიცოდით, რომ მას დიდი ეფექტის მოხდენა შეეძლო, მაგრამ ასე თუ მოხდებოდა, რას წარმოვიდგენდით. ის ყოველთვის საუცხოო მოთამაშე იყო, განსაკუთრებით აკადემიაში, მაგრამ საუკეთესოთა შორის არ ყოფილა...



