კორონამოხდილი კრიშტიანუ რონალდუ ჩემპიონთა ლიგაში „ფერენცვაროშთან“ სასტარტო შემადგენლობაში იყო. 35 წლის პორტუგალიელმა ალვარო მორატას მისამართით შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ეს კრიშტიანუ რონალდუს ზედიზედ მე-18 სეზონია ევროპის უმთავრეს საკლუბო ტურნირში. მასზე მეტჯერ ჩემპიონთა ლიგაში მხოლოდ იკერ კასილასს აქვს ნათამაშევი – 20 სეზონი. თუ კრიშტიანუს სათამაშო ფორმას გავითვალისწინებთ, მას დიდი შანსი აქვს, კასილასს არათუ გაუსწორდეს, გადაასწროს კიდეც.
ჭდე: ალვარო მორატა
ჯერ გასინჯეთ, მერე განსაჯეთ!
ტურინის „იუვენტუსი“ კვლავაც დაინტერესებულია ალვარო მორატას დამატებით. „ბიანკონერის“ ხელმძღვანელობას სურს, 27 წლის ფორვარდი 10 მილიონ ევროდ იჯარით აიყვანოს და 45 მილიონად გამოსყიდვის ექსკლუზიური უფლებაც დაიტოვოს. „ატლეტიკო“ ისეც მზად იყო წინადადების განსახილველად. მას შემდეგ, რაც „ბარსელონა“ ლუის სუარესის უფასოდ გაშვებას დათანხმდა, „ატლეტიკო“ სუარესს აიყვანს და მორატას შეელევა. მორატას იჯარის ვადაც სიმბოლური ამბავია. ტურინში მას მშვენივრად იცნობენ...
ვისი სული გსურთ?
ტურინის „იუვენტუსს“ სეზონის დაწყებამდე თავდასხმის გასაძლიერებლად სულ უფრო ცოტა დრო რჩება. „ბარსელონადან“ ლუის სუარესის ტრანსფერი ჯერ ისევ თეორიაა და იტალიელები მადრიდის „ატლეტიკოს“ მიადგნენ. მათი სამიზნე ალვარო მორატაა, რომელიც „ბიანკონერის“ შემადგენლობაში 2014-2016 წლებში უკვე ბურთაობდა. ესპანური კლუბი ფეხბურთელის სანაცვლოდ სულ მცირე 80 მილიონ ევროს ითხოვს. „იუვენტუსი“ კი სხვა ვარიანტს სთავაზობს: თქვენი თავდამსხმელის სანაცვლოდ ჩვენი სამი ნახევარმცველიდან...
ბავარიული გათვლები
რობერტ ლევანდოვსკის „ბაიერნიდან” წასვლა უნდა. ამასთან დაკავშირებით, გულშემატკივრების, ფეხბურთელების და მათი აგენტების ყურადღება მიუნხენისკენ არის მიპყრობილი — როგორ მოიქცევა „რეკორდმაისტერი”? არ არის გამორიცხული ბავარიული კლუბის შეფები გაჯიქდნენ და პოლონელს კატეგორიულად მოსთხოვონ კონტრაქტში ჩაწერილი ვადის ბოლომდე დარჩენა. ეს ვადა 2021 წლამდეა. შესაძლოა ხელფასის მომატებაზე დაელაპარაკონ და შესაძლოა მართლაც გაყიდონ. ჯერჯერობით, ყველაფერი გაურკვეველია. რასაკვირველია, ბევრი რამ იმაზე იქნება...
პაპარაცებმა გამოიჭირეს
ალვარო მორატა, რომელიც გასულ ზაფხულს „ჩელსიმ” 65 მილიონ გირვანქად იყიდა, პაპარაცებმა „იუვენტუსის” სპორტულ დირექტორ ფაბიო პარატიჩისთან ერთად მილანში გამოიჭირეს. ესპანელი შარშან „რეალში” ცოტას მათამაშებენო და ლონდონში გაიქცა, მაგრამ პირველი პრემიერლიგური სეზონი ჩაუვარდა და ეტყობა ახლა სერია A-ში ეძებს შვებას. ამბობენ, რომ მორატათი „მილანიც” არის დაინტერესებული, მაგრამ 25 წლის თავდამსხმელს „იუვეში” ორი წარმატებული სეზონი აქვს გატარებული და...
შეყვარებული მორატა 🎥
კვირას, 5 ნოემბერს, “ჩელსის” “მანჩესტერ იუნაიტედთან” დიდი ჯახი ელის. ეს მატჩი ლონდონში, “სტემფორდ ბრიჯზე”, საქართველოს დროით 20 საათსა და 30 წუთზე დაიწყება. მანამდე კი, “ლურჯების” ესპანელი ფორვარდი ალვარო მორატა შინ, ცოლს შესციცინებს. აბა, მხოლოდ ფეხბურთზე მტერმა იფიქროს! ფოტო, სადაც ალვაროს ალის კამპელო ჰყავს ატაცებული, ხოლო მათი მდიდრული ბინის აივნიდან თემზის ხედი ჩანს, ფეხბურთელმა თავად გამოფინა ინსტაგრამზე....





