28 მარტს საქართველოს საფეხბურთო ნაკრები 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე ტურში შინ ესპანეთს დაუხვდება. მომავალი დაპირისპირებისთვის ორივე გუნდი ემზადება და მატჩისწინა ვარჯიშთან ერთად პრესკონფერენციაც გამართეს. როგორც ყოველთვის მწვრთნელებმა სტანდარტულად ისაუბრეს, მაგრამ ვილი სანიოლი ერთ ყურადსაღებ წინადადებას ამბობს, შვედეთთან წაგებული მატჩში დღესაც არაფერს შევცვლიდიო. „ფეხბურთელებთან ბევრს ვმუშაობთ და ვცდილობთ ეს ყველაფერი მოედანზე გადავიტანოთ. შვედეთის...
კატეგორია: დავთარი
კლასი, ბიძიკო, კლასი
საქართველომ პირწმინდად წააგო! ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, შვედებს რვა გოლის გატანა რომ დასჭირვებოდათ, რვას გაიტანდნენ… აშკარა იყო კლასში სხვაობა და არა მხოლოდ… ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით საქართველომ პირველად ითამაშა და გარკვეული სიახლეებიც გამოჩნდა. თუნდაც შემადგენლობაში ვილი სანიოლმა განაპირა მცველებად დებიუტანტები დააყენა – გრიგოლ ჩაბრაძე და გურამ გიორბელიძე. სამი ნომინალური საყრდენით კი შუა ხაზში უპირატესობის მოპოვება სცადა. რა...
იბრა საქართველოსთან
ზლატან იბრაჰიმოვიჩი შვედეთის ნაკრებში 4,5 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. ამის შესახებ საზოგადოებამ ორშაბათს შეიტყო, როცა ზლატანი საქართველოსთან და კოსოვოსთან მსოფლიო ჩემპიონატის, ასევე ესტონეთთან ამხანაგური მატჩებისთვის გაფართოებულ შემადგენლობაში გამოიძახეს. გაფართოებულში იმიტომ, რომ მას კუნთის მცირე ტრავმა აწუხებს. ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული რამდენად მალე გამოჯანმრთელდება. შეგახენებთ, ის 28 თებერვალს, „რომასთან“ სერია A-ს მატჩში დაშავდა. „მცირე ტრავმის მიუხედავად,...
დაბრუნება წვიმიან სამტრედიაში…
მეხუთე ტურში გაიმართა მატჩი, როგორიც საქართველოში კარგა ხანია აღარ გვინახავს. წვიმიან სამტრედიაში შვიდგოლიანი თრილერი გათამაშდა. სტუმარი „ლოკომოტივი“ ნახევარი საათის თავზე სამბურთიანი უპირატესობით იგებდა, მაგრამ გია ცეცაძის „სამტრედიამ“ შესანიშნავი „დაბრუნება“ შემოგვთავაზა. ისეთი, „მანჩესტერ იუნაიტედს“ რომ უყვარს ხოლმე. გაათანაბრა, თუმცა საბოლოოდ მაინც დამარცხდა 3:4. 7 გოლის გარდა, ვნახეთ ორი ავტოგოლი, გაძევება… მოკლედ, ცოცხალი ფეხბურთი ვიხილეთ. ყველაფერი ის,...
ამბიციური სანიოლი
საქართველოს ნაკრების ახალი მწვრთნელი ვილი სანიოლი ქართველ ჟურნალისტებს პირველად შეხვდა. ფრანგი მწვრთნელი „შერატონ მეტეხი პალასში“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ ალექსანდრე იაშვილთან ერთად გამოცხადდა. იაშვილის თქმით, შემადგენლობის დასახელების შემდეგ სანიოლის პრესკონფერენციები სისტემატურ ხასიათს მიიღებს, რადგან მატჩისწინა შეხვედრების დროს, კონკრეტული კითხვები იყოს. სანიოლის თქმით, ყველა გამოძახებული ფეხბურთელის თამაში ნახა და 25 მოთამაშის არჩევა ადვილი არ ყოფილა. მისი...
რა მოხდა დინამოზე?
შფოთიანი ტური გამოდგა. შფოთის ავტორი კი „საბურთალო“ გახდა, რომელმაც „დინამოსთან“ 3:4 წააგო და ატყდა ერთი ამბავი. საბურთალოელთა თავკაცი, ლევან კორღალიძე მსაჯ გოგა კიკაჩეიშვილს შემოსწყრა: მეტოქე მცველს საჯარმოში ბურთი ხელზე მოხვდა და პენალტი რატომ არ დანიშნეო. თუმცა, ეს მხოლოდ მიზეზი იყო. შემდეგ კი სოციალურ ქსელში პოსტიც გამოაცხო, რასაც „საბურთალოს“ პრეზიდენტის, ტარიელ ხეჩიკაშვილის განცხადებაც მოჰყვა, რომელმაც ჟურნალისტებს...
მადრიდში, ლომების მოსათვინიერებლად
„რაგბი ევროპის“ 2021 წლის ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩისთვის საქართველოს ნაკრები ესპანეთს ესტუმრა. თამაში მადრიდის „სენტრალ უნივერსიტარიოზე“ გაიმართება, სადაც ბირჯღალოსნებს ბევრჯერ უთამაშიათ. ეს იქნება ქართველებისა და ესპანელი „ლომების“ რიგით 22-ე შეხვედრა. 2000 წლიდან მოყოლებული 17 ჩვენმა ბიჭებმა მოიგეს, 3 – ესპანელებმა, ხოლო ერთი თამაში ფრედ დასრულდა. აღსანიშნავია, რომ პირენეელებმა ბოლოს 2012 წელს მოუგეს ბორჯღალოსნებს. ჩვენს ნაკრებში...
ქართული რაგბი ტყემალზეა…
„ამათ, მგონი, ფულის სუნი აქვთ ნაკრავი,“ – მომკალით და ცნობილი ქართული ფილმის ცნობილი ფრაზა დიდი ხნის წინ ამეკვიატა. მას შემდეგ, რაც რაგბის კავშირში დაიწყო სერიალი „ვირჩევთ პრეზიდენტს“. რადგან ფილმი ვთქვით, რა უბედურება იყო ამდენ დუბლად გაწელილი საპრეზიდენტო არჩევნები? აკი რაგბი ჩვენი თამაშია და აქ მხოლოდ ვაჟკაცური საქციელები მოსულაო? არავის, არც ერთ მხარეს არ გავამართლებ და...
ეროვნული ნულები
ეროვნული ლიგის მე-3 ტურში ანტირეკორდი დამყარდა – 5 მატჩში მხოლოდ 2 გოლი გავიდა, რაც ძალიან ცუდია. ოთხშაბათს, მეორე სათამაშო დღეს, სულაც სამივე შეხვედრა უგოლოდ დასრულდა… ტურის მთავარი ამბავი „დინამო არენაზე“ მოხდა. ერთმანეთს ტიტულის მაძიებლები – თბილისისა და ბათუმის დინამოელები შეხვდნენ. ამჯერად დუელი ზღვისპირელთა გამარჯვებით დასრულდა. მათ დამსახურებულად მოიგეს. ერთადერთი გოლი 66-ე წუთზე გიული მანჯგალაძის ულამაზეს...
ეროვნული ლიგა: ზიდანი, მალდინი, კაშია…
საინტერესოდ დაიწყო 33-ე ეროვნული. აი, პირველ ტურში დებიუტი ქუთაისელ ზიდანს ჰქონდა, ამჯერად საქართველოს ჩემპიონატში მალდინიც გამოჩნდა… ის „თელავის“ მარცხენა მცველია და „ლოკომოტივთან“ შეხვედრაში მინდორზე 70-ე წუთზე გამოჩნდა ცოტნე კაპანაძის ნაცვლად. გამოვიდა და სამ წუთში მის შეცდომას გოლი მოჰყვა. ბურთს საკუთარ საჯარიმოში თანაგუნდელს აწოდებდა, გადაცემა მამია გავაშელშვილმა ჩაჭრა და მეკარესთან პირისპირ გასულმა ზუსტად დაარტყა. პაბლო მალდინი...









