პირველი წრე ეროვნულ ლიგა 2-შიც დასრულდა. თუმცა, შესვენება ხანგრძლივი არ იქნება. უკვე 28-29 აპრილს მე-10 ტურის მატჩები გაიმართება. ლიდერი ბოლნისის „სიონია.“ ქვემოქართლელებმა შესანიშნავი გაზაფხული ჩაატარეს. პირველი შვიდი მატჩიდან შვიდივე მოიგეს და მხოლოდ მე-8 ტურში დამარცხდნენ უშუალო მდევარ „გაგრასთან.“ ჯამში მათ 9-დან 8 შეხვედრაში გაიმარჯვეს და ლიგის რეკორდიც დაამყარეს. არც არის გასაკვირი, ვარლამ კილასონიას, რომელიც პირველი...
კატეგორია: დავთარი
ხუთი მედლით ევროპიდან
ვარშავაში დასრულებულ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე ქართულმა დელეგაციამ ჯამში ერთი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. წუხელ 86 კილოგრამამდე წონითი კატეგორიის ფინალში სანდრო ამინაშვილი რუს არტურ ნაიფონოვს დაეჭიდა, მაგრამ ვერაფერი გააწყო და ვერცხლის მედალს დასჯერდა. მანამდე ამინაშვილს იტალიელი სიმონე იანატონი (11:0), პოლონელი სებასტიენ იეზერანსკის (5:1) და ბელარუსი ალი შაბანაუ (3:2) დაემარცხებინა. ბექა ლომთაძე (61კგ)...
დინამო თავშია
მიმდინარე ეროვნული ლიგის პირველი წრე დასრულდა. ლიდერი მოქმედი ჩემპიონი თბილისის „დინამოა.“ მდევარმა, „ბათუმმა“ კი მე-9 ტურში პირველად წააგო და ლიდერს 4 ქულით ჩამორჩა. ტურის გახსნის მატჩში სეზონის პირველი ჰეთ-თრიქი დაფიქსირდა. „საბურთალოს“ 23 წლის მოლდოველმა ნახევარმცველმა, დმიტრი მანდრიჩენკომ სტუმრად „სამტრედიას“ სამჯერ გაუტანა. შედგა ორი მწვრთნელის დებიუტი და ორივე წარმატებული აღმოჩნდა. „საბურთალო“ მინდორზე ლაშა ნოზაძემ გაიყვანა, რომელიც...
ვივა აკადემია!
მე-8 ტურის საწყის მატჩში თბილისის დინამოელებს მოულოდნელი პრობლემები შეექმნათ: რამდენიმე საათი რჩებოდა თამაშის დაწყებამდე, როცა ოთხი ფეხბურთელი გამოაკლდათ. მათ შორის, მეკარეებიც. მიზეზი – კოვიდპანდემია. სასწრაფოდ ორი მეკარე „დინამოს“ აკადემიიდან დაიმატეს: 19 წლის ლუკა კუტალაძე და 17 წლის პაპუნა ბერუაშვილი. კარში დებიუტანტი კუტალაძე ჩადგა. „დღეს დილით, რომ მითხრეს, ძირითადში უნდა მეთამაშა, ცოტა დავიბენი, მაგრამ მერე, მინდორზე...
ისინი ჩამოვიდნენ მოსკოვიდან…
საქართველოს ძალოსანთა ნაკრები თბილისში დაბრუნდა. შეგახსენებთ, მოსკოვში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ვაჟ ძალოსანთა ნაკრებმა 7 ოქროს, 4 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა. ქალთა ნაკრებიდან მედლის მოპოვება ანასტასია გოტფრიდმა (87 კგ) შეძლო. მან ატაცში 111 კილოგრამი ასწია და მცირე ოქროს მედალი დაისაკუთრა. მოსკოვში საუკეთესო შედეგი ნაკრების ლიდერმა ლაშა...
ლოკომოტივის გოლები, ნემსაძის წითლები
წლევანდელ ეროვნულ ლიგაში თბილისის „ლოკომოტივი“ მთავარ მადისაღმძვრელად მოგვევლინა. თითქმის ყველა თამაში სანახაობრივი გამოუვიდა. აგერ, ბატონო – „თელავთან“ 3:2, „სამტრედიასთან“ 3:4 და ახლა „სამგურალთან“ 2:3… ასეთი თამაშები ლიგას სხვა ელფერს აძლევს. ეგ არის, ბევრი გააქვთ, მაგრამ ბევრსაც უშვებენ. დღეისათვის გია ჭიაბრიშვილის შეგირდებმა ლიგაში ყველაზე მეტი ბურთი გაუშვეს – 12. ისევ გაიტანა გურამ კაშიამ და ბომბარდირებშიც გაერია....
11 წლის შემდეგ
სანაკრებო პაუზის შემდეგ ჩატარებული ტური მწირგოლიანი აღმოჩნდა. სულ 4 ბურთი გავიდა, რაც მაყურებლებს, ცხადია დიდად ვერ გაახარებდა. არადა, გულშემატკივრები მიმდინარე სეზონში პირველად დაუშვეს სტადიონებზე. კოვიდრეგულაციების გათვალისწინებით, რა თქმა უნდა. თუმცა, იყო ტური (მესამე), რომელშიც მეტოქეებმა ერთმანეთს მხოლოდ ორჯერ გაუტანეს და ანტირეკორდიც დაამყარეს, ანუ, შეგვიძლია ვთქვათ – უარესიც გვინახავსო. თბილისის „დინამო“ წლეულს პირველად გალიდერდა. დინამოელებმა უშუალო...
პირველი ბერძნული, პირველი ფრანგული
დღეს, 22.45 საათზე საათზე, სალონიკის „ტუმბაზე“ საბერძნეთი – საქართველოს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი დაიწყება. შეხვედრას გამოცდილი პოლონელი სიმონ მარსინიაკი იმსაჯებს. ჩვენები სალონიკში გუშინ ნაშუადღევს ჩაფრინდნენ და საღამოს ივარჯიშეს. იქამდე კი პრესონფერენცია გამართა საქართველოს ნაკრების თავკაცმა ვილი სანიოლმა, რომელსაც თან ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი ახლდა. ჩემი ხელმძღვანელობის საქართველოს ნაკრებმა ორივე თამაში კარგად ჩაატარა. კმაყოფილი ვარ, თუმც მხოლოდ...
ორი საქართველო
შესადარებლად ორ სქემას წარმოგიდგენთ. ერთი იმ მატჩისაა, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის მიღმა დაგვტოვა, მეორე კი ესპანეთთან თამაშისაა. ორივე მატჩი საქარველოს ნაკრებმა წააგო, თუმცა თამაშის ხასიათი რადიკალურად განსხვავებული იყო. პირველი, რაც თავლში მოგხვდებათ, აბსოლუტურად იდენტური სათამაშო სქემაა – ვილი სანიოლს ვლადიმირ ვაისის მემკვიდრეობისთვის ხელი არ უხლია. რადიკალური ცვლილებები არც შემადგენლობებშია. თუკი ზედა სქემაში კვარაცხელიას გვარს ვერ ამოიკითხავთ,...
ბორჯღალოსნებს გაუმარჯოს!
ესეც ასე! საქართველოს ბორჯღალოსნებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ მეორე სარაგბო დონეს ერთი თავით აღემატებიან! როგორც იქნა, „მიხეილ მესხზე“ ხალხი დაუშვეს, თორემ წელიწადზე მეტია, ვაკის სტადიონს გულშემატკივარი არ უნახავს. როგორც რეგულაცია მოითხოვდა, ტრიბუნები მესამედით შეივსო და სტადიონზე მისულებთან ერთად კარგი, თვალსასეირო თამაში მრავალრიცხოვანმა ტელემაყურებელმაც იხილა. 28:17 – ასე მოიგო საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუმინეთთან, არადა შალვა მამუკაშვილის...









