კოსოვოსთან მარცხის შემდეგ ინტერნეტსივრცეში საქართველოს ნაკრების ქომაგების გამოხმაურებების გაცნობას რამდენიმე საათი მოვანდომე. გაკვირვებულიც კი დავრჩი, ჯერ კიდევ რამდენი ჯიგრიანი ქომაგი ჰყოლია ქართულ ფეხბურთს. და ეს მიუხედავად მარცხებისა, საფეხბურთო ხელისუფალთა გადაცდომებისა, იმავე ქომაგთა უგულებელყოფისა და ბოლოს, საერთოდ უფეხბურთოდ დატოვებისა. როგორ ელოდა სრულიად საქართველო ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩს… როგორ ელოდა ათობით ათასი ქომაგი კოსოვოსთან მატჩს… სურვილი იყოს, თორემ...
კატეგორია: დავთარი
საქართველო კი წითელი კოჭი იყო
„წითელი კოჭი ხომ არა ხარო,“ — იცოდნენ ხოლმე ადრე თქმა. ვითომც ყველაზე უკეთესი, გამორჩეულიო. რამ გამახსენა ეს წითელი კოჭი? რამ და ცნობისმოყვარეობამ. აბა ვნახოთ: 1-2 სექტემბერს ევროპის ზონაში, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის 25 შესარჩევი შეხვედრა გაიმართა და აქედან მხოლოდ ერთი მატჩი იყო ისეთი, რომელსაც მაყურებელი არ დასწრებია. ალბათ ძნელი გამოსაცნობი არ უნდა იყოს, რომ ეს...
ტოპ 14-იც ბასკეთში იწყება
ისევე, როგორც პრო დ2-ში, საფრანგეთის მთავარ სარაგბო ლიგა ტოპ-14-შიც რეგულარული სეზონი სტარტს ბასკეთში აიღებს. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ უმაღლეს დონეზე დაბრუნებული „ბიარიცი“ 4 სექტემბერს, თბილისის დროით 16 საათზე „ბორდოს“ შეერკინება და ეს იქნება 2021-2022 წლების სეზონის გახსნითი მატჩი. რახან „ბიარიცი“ ვახსენეთ, ბარემ ისიც ვთქვათ, რომ მის წლევანდელ განაცხადში ერთბაშად 6 ქართველი მორაგბეა, მათ შორის ორი მოქმედი...
რეალის ბიჭი დიდი ხანძრიდან
ედუარდო კამავინგა „რენიდან“ „რეალში“ გადავიდა. ის ნახევარმცველია. დაიბადა ანგოლაში, კერზოდ მიკონჯეს ლტოლვილთა ბანაკში. 2003 წელს, მისი ოჯახი საფრანგეთში გადასახლდა და ბინა რენიდან 50 კილომეტრში, ფუჟერში დაიდო. ექვსშვილიან ოჯახში ედუარდო მესამე იყო. დედამისს უნდოდა ვაჟი ძიუდოში გაწაფულიყო. მოუსვენარმა ბიჭუნამ შინ ყველაფერი რომ დალეწა, მამამ სელესტინომ ფეხბურთის კლუბ „დრაპო ფუჟერში“ მიიყვანა. ახლა, როდესაც კამავინგა „რეალში“ გაიყიდა, სატრანსფერო...
რა დააშავა რონალდუმ?
რატომ გაუშვეს ტურინიდან კრიშტიანუ რონალდუ? სამი წლის წინ ასე ზარზეიმით მიღებულ პორტუგალიელს კონტრაქტით კიდევ ერთი წელი უნდა ეთამაშა „იუვენტუსში“. 2023 წლამდე დარჩენაზეც იყო თანახმა, მაგრამ დაუნანებლად გაასხვისეს იმაზე იაფად, ვიდრე მოსკოვის ცეესკამ ვლაშიჩი. რა მოხდა? რა დააშავა რონალდუმ? არც არაფერი. სამ სეზონში 101 გოლი დიდებული მაჩვენებელია. მაგრამ, მოდით მოვლენები მაქსიმალურად ნეიტრალურად შევაფასოთ: 27 აგვისტოს მასიმილიანო...
სტარტზე ცხრა ჩვენებური
პრო დ2-ის ახალი რეგულარული სეზონი საფრანგეთის ბასკეთში გაიხსნა, სადაც ადგილობრივმა „ბაიონმა“ „აჟენს“ უმასპინძლა და იოლად, 37:16 დაამარცხა, ბონუსიც მიიღო და როგორც მოგვიანებით გაირკვა, სასტარტო ტურის შემდეგ გათამაშების ცხრილში ერთპიროვნულად გალიდერდა. ამ შეხვედრაში მონაწილეობა ერთადეთმა ქართველმა მიიღო – ეროვნული ნაკრების წამყვანი მეორეხაზელი კოტე მიქაუტაძე 50-ე წუთზე ჩაერთო თამაშში. კიდევ ერთმა მოქმედმა ბორჯღალოსანმა „ბეზიესა“ და „ორიაკის“ შეხვედრაში...
ღარიბი მეზობლის ბავშვები
ვუყურებდი ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრას და საკუთარი თავი შემეცოდა. ქართული ფეხბურთის ყველა ქომაგი შემეცოდა, უკვე რამდენი წელია, ღარიბი მეზობლის ბავშვივით ღობის გადაღმიდან რომ ვადევნებთ თვალს სხვის ეზოში გაშლილ ლხინის სუფრას. არ გვიშვებენ: ჯერ პატარები ხართ და ვიდრე წამოიზრდებით, თქვენივე ორღობეში კოჭი გააგორეთო. გაბრაზებული კაცის ნაწერად არ მოგეჩვენოთ. უფრო გულის დაწყვეტაა. იმ ლხინზე, ჩვენ რომ ვერ ვეღირსეთ,...
უთავობა! რატომ ვერ ვაბამთ საქმეს თავს?
2 სექტემბერს კოსოვოსთან მატჩი უმაყურებლოდ ჩატარდებაო – დაადგინა მთავრობის საკოორდინაციო საბჭომ. ჩვენ არც იმუნოლოგები ვართ, არც ვირუსოლოგები, არც ინფექციონისტები და რეანიმატოლოგები – ამდენად, როდესაც ამ დარგების სანდო სპეციალისტები გვეუბნებიან, რომ ვერაგ ვირუსთან ბრძოლა ვაქცინაციას, პირბადის ტარებას და სოციალური დისტანციის დაცვას მოითხოვს, ვალდებულები ვართ დავიჯეროთ და პანდემიასთან ბრძოლაში ამ „აღჭურვილობით“ შეიარაღებულები ჩავებათ. მაგრამ ვერავინ ჩამოგვართმევს კრიტიკული...
მათე-ბიჭი: ნაკრები იწყება თავისუფლებით
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებისა და თბილისის „დინამოს“ კალათბურთელი მათე კაპანაძე 18 წლის არის. ვარჯიში ქუთაისში, მერაბ ნაცვლიშვილთან 9 წლის ასაკში დაიწყო, 2016 წელს კი, თბილისში ზაზას აკადემიაში გადავიდა, სადაც ზორან პენოსა და ირაკლი მაისურაძის ჯგუფში ვარჯიშობდა. მესამე წელიწადია უკვე „დინამოშია“ და საქართველოს სუპერლიგასაც გაუშინაურდა. ამას წინათ, თბილისში ჩატარებულ ევროჩელენჯზე ასასკობრივი ნაკრებიც დააჭაშნიკა, სადაც საფრანგეთის, გერმანიის, თურქეთის,...
ანტიოლიმპიადა – 5
დასაწყისი წაიკითხეთ აქ. უახლესმა გამოკითხვებმა აჩვენა, რომ რესპოდენტთა 62% მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში კვლავინდებურად მიიჩნევს ოლიმპიადას მიმზიდველ და გამაერთიანებელ ღონისძიებად. მთლიანობაში ექსპერტები თვლიან, რომ სწრაფი აღსასრული ოლიმპიურ მოძრაობას არ ემუქრება, მაგრამ „თაობა Z“ მისგან რადიკალურ რეფორმებს ითხოვს – დაწყებული ტექნოლიგიებიდან, პიროვნების როლის წამოწევით დამთავრებული. უწინდელი სისტემა, რომელიც ქვეყნების ოლიმპიური კომიტეტის მოთხოვნებისადმი და წესებისადმი სრულ მორჩილებას გულისხმობს,...









