საფრანგეთში მოთამაშე ქართველი მორაგბეებისთვის გასული უქმეები ერთობ უფერულად განვითარდა და ასევე დასრულდა. ორივე ელიტურ ლიგაში კვლავაც ისეთი კლუბები ლიდერობენ, რომლებიც ამას ქართველების დახმარების გარეშე ახერხებენ. ტოპ 14 ტოპ 14-ის მე-16 ტურში ლიდერმა „ტულუზმა“ „მონპელიეს“ უმასპინძლა, 23:9 იმარჯვა და პირველ ადგილზე მდევართან 8-ქულიანი უპიარატესობით დამკვიდრდა. მეორე საფეხურზე „სტად ფრანსე“ დარჩა, რომელიც კატალონიაში 14:31 დამარცხდა. „პერპინიანში“ საწყისი...
კატეგორია: დავთარი
ცუცქირიძე ლელოთი დაბრუნდა
გასულ სარაგბო უქმეებზე ევროპაში მხოლოდ საკლუბო ტურნირები გაიმართა და ცხადია, ქართველებმა როგორც ჩემპიონთა თასზე ითამაშეს, ისე ჩელენჯ კაპზეც. მთავარ ევროთასზე 5 ჩვენებური გამოჩნდა, რანგით მეორე ტურნირში – 7. ამ უკანასკნელთაგან ერთ-ერთმა კი სულაც ლელო გაიტანა. ბორჯღალოსანმა გიორგი ცუცქირიძემ მორიგი ტრავმა მოიშუშა, „სტად ფრანსეს“ სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა, შეუცვლელად ითამაშა და 53-ე წუთზე მოლიდან გამოტანილი ბურთი „ბენეტონის“...
ბოევი ბულგარეთიდან
თბილისის „დინამოში“ ვარნის სპარტაკის 19 წლის მარცხენა მცველი ველისლავ ბოევი ვარჯიშობს – ამის სესახებ ბულგარული კლლუბის ვებ გვერდი წერს. „ველისლავ ბოევი თბილის „დინამოში“ გასასინჯად გაემგზავრა. ბულგარეთის ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი გუნდს ანტალიაში შეკრებაზე შეუერთდება“, – წერია „სპარტაკის“ გავრცელებულ ცნობაში. ველისლავ ბოევი პლოვდივის „ბოტევისა“ და რაზგრადის „ლუდოგორეცის“ საფეხბურთო აკადემიებში ვარჯიშობდა. ვარნის „სპარტაკის“ ახალაგზრდულ გუნდში 2019 წელს გადავიდა....
დავით ნინიაშვილი – წლის მორაგბე!
ქართული რაგბის მმართველმა ორგანიზაციამ – საქართველოს რაგბის კავშირმა 2022 წელი შეაჯამა. ცხადია, გასული წელი აბსოლუტურად ყველა მაჩვენებლით ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა დამოუკიდებელი ქართული რაგბის ისტორიაში და ასეთ სიმაღლეებზე ჩვენი რაგბი მით უფრო არც საბჭოეთის პერიოდში ასულა: ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა ისტორიაში პირველად დაამარცხა ტიერ 1-ის გუნდი – ზაფხულში იტალიას მოუგო, ხოლო შემოდგომაზე უელსიც ზედ მიაყოლა! გარდა ამისა,...
ჯალაღონიას მესამე ლელო
გასული ევროუქმეები ქართველი მორაგბეებისთვის ნაკლებად პროდუქტიული გამოდგა. აქ ჩემპიონთა თასის გათამაშებასა და ჩელენჯ კაპს ვგულისხმობთ. აი, საფრანგეთის რანგით მეორე ლიგაში კი, აბა როგორ იქნებოდა, თუნდაც ერთი ქართული ლელო არ დაფიქსირებულიყო?! თუმცა, ყველაფერზე – რიგრიგობით. ჩემპიონთა თასი მიუხედავად ელიტურ ლიგებში ქართველთა სოლიდური წარმომადგენლობისა, ჩემპიონთა თასის მატჩებში არცთუ მრავლად საქმდებიან ჩვენებურები. მორიგ ტურში მხოლოდ სამმა მოქმედმა თუ...
იპოვეთ ერთი განსხვავება…
უკვე „ლამაზ ტრადიციად“ იქცა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (და არა მხოლოდ) საპრეზიდენტო „არჩევნებში“ ერთი კანდიდატის მონაწილეობა. ეს „ტრადიცია“ არც ამჯერად დარღვეულა – 15 იანვარს ამოიწურა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატების წარდგენის ვადა და „ჰოი, საოცრებავ“, კანდიდატურა მხოლოდ ლევან კობიაშვილმა წარადგინა. ის ამ პოსტზე სფფ-ის 29 სუბიექტმა წარადგინა, რომლებიც 4 თებერვლის ყრილობაზე მივლენ და თავიანთი რჩეულს...
ვანო-ლელო
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებისა და ფრანგული „ბრივის“ კვაჭმა ვანო კარკაძემ 16-თვიანი პაუზის შედეგ ლელოს გატანა მოახერხა. ტოპ 14 22 წლის პირველხაზელი ტოპ 14-ის მე-18 ტურის მატჩში 42-ე წუთზე ჩაერთო, მისი გუნდი მორიგ სენსაციას თანდათან უახლოვდებოდა, ამარცხებდა რა „ტულონს“. ჰოდა, თამაშის მიწურულს, 78 წუთზე, როცა მასპინძელმა ბრიველებმა ტულონელთა 5-მეტრა ხაზთან დერეფანი მოიგეს, ჩაშლილი მოლიდან ბურთი სწორედ კარკაძემ...
გოგიჩამ ტოპ 14 საახალწლოდ დაასველა
მიმდინარეობდა „კასტრისა“ და „რასინგ-92“-ის შეხვედრის 44-ე წუთი, როცა მასპინძელთა ჩათვლის მოედნიდან 10 მეტრში დაინიშნა დერეფანი. პარიზელებმა ეშმაკურად მოაწოდეს: ბურთმა მხტომელთა ხელებს ზემოდან გადაუფრინა, ხოლო დერეფნის ბოლოში მას ჩასაფრებული გურამ გოგიჩაშვილი ელოდა. ქართველი ბურჯი მიზნისკენ მკვირცხლად დაიძრა, რამდენიმე კასტრელმა მისი შეყოვნება შეძლო, მაგრამ გურამს მისი პარტნიორი, აფრიკელი ვეტერანი ტრევორ ნიაკანე დროულად შემოეშველა, „გოგიჩამ“ კი ამ ბიძგის...
პელე გაზაფხულიდან
„სარბიელის“ ვებ-გვერდზე ეს წერილი 2017 წლის 6 დეკემბერს დაიდო. მსოფლიოს მომავალი ჩემპიონატის წილისყრისას… ბავშვობაში, 70-იანების ბოლოს, ეზოს ბიჭები ხშირად მივდიოდით ხოლმე კინოთეატრ „გაზაფხულში.“ იქ ისეთ ფილმებს აჩვენებდნენ, რომელიც სხვაგან არ იყო. ერთი ასეთი – „ეს პელეა“ გახლდათ. დასაწყისში ფეხბურთის მეფე პლაჟზე მირბოდა „პინკ ფლოიდის“ მისტიკური მუსიკის ფონზე. მერე მისი ფანტასტიკური თამაშის ფრაგმენტები ცვლიდა ერთმანეთს. იქიდან...
სიომა
ეს წერილი გაზეთ „სარბიელში“ 1998 წლის 17 სექტემბერს გამოქვეყნდა რუბრიკით „ქართველები საბჭოთა ნაკრებში“… დღეს კი სამწუხარო ამბავი გავრცელდა – 85 წლის ასაკში გარდაიცვალა ამ პუბლიკაციის მთავარი გმირი სიომა ბარქაია… წამით გაირინდება სტადიონი… გულშემატკივარი განაბული ელოდება რაღაც გამოუცნობს, ორიგინალურს, თანაგუნდელებიც მაშინალურად მეტოქის კარისკენ გარბიან, ვერ კი ხვდებიან რას მოიმოქმედებს მათი მეგობარი და მკვდარ სიჩუმეს მხოლოდ მოწინააღმდეგის...









