კატეგორია: დავთარი

Home დავთარი
ლექსოს 150-ე და რასინგის ლიდერობა
ჩანაწერი

ლექსოს 150-ე და რასინგის ლიდერობა

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის მთავარ ლიგაში მე-8 ტური გაიმართა. მართალია, ტოპ 14-ის ამ უქმეებმა ქართველი მორაგბეების ინდივიდუალური გაბრწყინებების გარეშე ჩაიარა, მაგრამ სატურნირო თვალსაზრისით ბევრი საინტერესო რამ მოხდა. ბოლოდან დავიწყოთ: ტურის დასკვნით მატჩში დედაქალაქურმა „რასინგ-92“-მა ქვეყნის ვიცე-ჩემპიონსა და ევროპის საკლუბო ჩემპიონ „ლა როშელს“ უმასპინძლა და ბონუსით, 32:10 დაამარცხა, რამაც „რასინგი“ სატურნირო ცხრილის სათავეში მოაქცია. პარიზელთა სასტარტო შემადგენლობაში...

ბათუმი – 2
ჩანაწერი

ბათუმი – 2

„ბათუმი,“ როგორც მოსალოდნელი იყო, ვადამდე გახდა ქვეყნის ჩემპიონი. ეს ზღვისპირელების მეორე ტიტულია ბოლო სამ წელიწადში. ასევე ორჯერ ყოფილან საქართველოს ჩემპიონები „ვიტ ჯორჯია,“ „ზესტაფონი“ და „რუსთავი.’’ 4-ჯერ – „ტორპედო,“ თითოჯერ – „სამტრედია,“ „დილა,“ „სიონი“ და „საბურთალო“. ხოლო აბსოლუტური ლიდერი თბილისის „დინამოა“ – 19 ტიტული. „ბათუმმა“ „თელავს“ 3:0 მოუგო. თავი ირაკლი ბიძინაშვილმა, გიორგი ზარიამ და ცოტნე ფაცაციამ...

ოხერი რამაა კარმა…
ჩანაწერი

ოხერი რამაა კარმა…

არველაძე vs კობიაშვილის ყველაზე სკანდალურ არჩევნებამდე 111 დღით ადრე (13 ივნისი. 2015) საქართველოს ნაკრებმა ვარშავაში პოლონეთის ნაკრებთან 0:4 წააგო.(იმ მატჩში სამი გოლი ლევანდოვსკიმ გაგვიტანა, თუმცა ეს ახლა მნიშვნელოვანი არ არის). საქართველოს ნაკრებს იმ მატჩში აკლდა ჯაბა კანკავა, რომელსაც არც ტრავმა ჰქონდა და არც რაიმე სხვა პრობლემა ჰქონია. უბრალოდ, ფედერაციაში ეგონათ, რომ ჯაბა… დისკვალიფიცირებული იყო. აი,...

კანონი, რომელიც კანონზე მეტია…
ჩანაწერი

კანონი, რომელიც კანონზე მეტია…

ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ნახევარფინალში ხვიჩა კვარაცხელია არ ითამაშებს. მიზეზი მესამე გაფრთხილებით მიღებული დისკვალიფიკაციაა. ასეთია მშრალი ფაქტი. ახლა ყოველგვარი ვიშვიშის და უბედობაზე უაზრო წუწუნის გარეშე, სათქმელი პირდაპირ ვთქვათ. არსებობს დაუწერელი კანონი – ისეთი, მილიონ დაწერილზე მაღლა რომ დგას – ფედერაცია ვალდებულია ფეხბურთელი თამაშის წინ გააფრთხილოს, რომ დისკვალიფიკაციის ზღვარზე იმყოფება! თუ ფედერაციას კვარაცხელია არ გაუფრთხილებია, მომხდარზე...

ამანათი გვერდითა სადარბაზოდან
ჩანაწერი

ამანათი გვერდითა სადარბაზოდან

ორშაბათს, 13 ნოემბერს ბადრი კეთილაძის ფოტო-ალბომის პრეზენტაცია შედგა. ერთ-ერთი, ვინც ბადრის ყველაზე დიდხანს იცნობდა, ჩვენი კოლეგა და საერთო მეგობარი ვახტანგ ბზიკაძე ალბომის გამოსვლას გამოეხმაურა   ბადრი კეთილაძე ისევე ღრმად იყო ჩახედული ფოტოსაქმეში, როგორც, ვთქვათ, იოსებ ჟორდანია მეანობაში. არაერთხელ შევსწრებივარ დაბადების პროცესს, როცა ბადრი ფოტოს, როგორც ახალშობილს ხელით ამოიყვანდა და მოწიწებით დააბინავებდა. ერთ რამედ ღირდა ფოტოსახელოსნოდან...

ოსიმენი: ჩვენ ვართ როგორც მესი და სუარესი
ჩანაწერი

ოსიმენი: ჩვენ ვართ როგორც მესი და სუარესი

ვეტერან ნიგერიელ ფეხბურთელს ჯონ ობი მიკელს სამშობლოში ძალიან პოპულარული პოდკასტი აქვს. მის გადაცემას „ნაპოლის” ცენტრალური თავდამსხმელი, გასული სეზონის სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირი ვიქტორ ოსიმენი ესტუმრა და იხუმრა, ჯონი თავის ყოფილ გუნდში, „ჩელსიში” ტრანსფერს დამპირდაო. შემდეგ კი საუბარი სხვადასხვა საკითხებს შეეხო. „გულწრფელად უნდა გითხრათ, რომ „ნაპოლიდან” წასვლა არც მიფიქრია. საუდის არაბეთიდან მიღებულ წინადადებაზე უარის თქმა ძნელი...

დარჩა 6
ჩანაწერი

დარჩა 6

„კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ დასრულებამდე სამი ტური დარჩა. დაძაბულობა კი მატულობს. გამონაკლისი არც 33-ე ტური ყოფილა. „ბათუმმა“ უკვე დამატებულ წუთებზე წააგო სამტრედიაში „სამგურალთან“ (წყალტუბოელ ნიკა კალანდარიშვილს ლამაზი გამარჯვების გოლი გამოუვიდა). ბათუმელთაგან დუბლი მიითვალა პაატა ღუდუშაურმა და ბომბარდირთა მარაქაშიც გაერია. „დინამომ“ კი შინ „შუქურას“ 4:2 სძლია. თუმცა ანდრეს კარასკოს შეგირდებისთვის აუტსაიდერის ძლევა ადვილი არ ყიფილა. მეორე ნახევარში...

შავი ლომის შურისძიება
ჩანაწერი

შავი ლომის შურისძიება

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ხერხემლად მიჩნეულმა „შავმა ლომმა“ პორტუგალიის ნაკრების საბაზო ფრენჩაიზ „ლუზიტანუშს“ სასტიკად გაუსწორდა, მსოფლიო ჩემპიონატზე ფრედ დასრულებული მატჩის გამო ჯავრი იყარა და პორტუგალიაშივე, დედაქალაქ ლისაბონში მშრალი ანგარიშით – 22:0 დაამარცხა. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ფრენჩაიზის შესრულებით გაცილებით ხარისხიანი რაგბიც გვინახავს, ლევან მაისაშვილის რაზმის უპირატესობა ცხადი და ნათელი მთელი 80 წუთის განმავლობაში იყო. მართალია,...

ბათუმი – თითქმის ჩემპიონი
ჩანაწერი

ბათუმი – თითქმის ჩემპიონი

„კრისტალბეთ“ ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონის დასრულებამდე ოთხი ტური დარჩა. „ბათუმი“ ისევ 9 ქულით უსწრებს უშუალო მდევარ „დინამოს.“  32-ე ტურში ორივემ დიდი ანგარიშით გაიმარჯვა. „ბათუმმა“ „გაგრას“ 3:0, ხოლო „დინამომ“ „თელავს“ 4:0 მოუგო. დინამოელთაგან დუბლი მიითვალა ზორან მარუშიჩმა. ეს სერბი შემტევის მეორე ორგოლაა სეზონში. კიდევ ერთი დუბლი გორელმა გიორგი გაფრინდაშვილმა შეასრულა „შუქურა“ – „დილას“ მატჩში. თანაც ეს...

ორი დღის ერთი მედალი
ჩანაწერი

ორი დღის ერთი მედალი

საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში მიმდინარე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატი საქართველოსთვის არცთუ კარგად დაიწყო. ორი დღის შემდეგ ჩვენს ყულაბაში მხოლოდ ერთი მედალია. არადა, ტატამზე უკვე 9 ჩვენებური ვიხილეთ. მედალი ტატო გრიგალაშვილმა მოგვიტანა, რომელიც ფინალში თურქეთის სახელით მოჭიდავე ვედათ ალბაირაქს, იმავე გიორგი რევაზიშვილის დაეჭიდა. ტატომ თავიდან კი შეუტია და მეტოქეს ორი გაფრთხილება მიაღებინა, მაგრამ მერე პასიურ ჭიდაობაზე გადაერთო და...