მხოლოდ ფაქტები. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება ჩაატარა და საუკეთესოები გამოავლინა. საუკეთესოების გამოსავლენად ანკეტები ჟურნალისტებსაც დაუგზავნეს. შემდეგ ეს ჟურნალისტები ნახსენებ ღონისძიებაზე დაპატიჟეს. აქამდე ყველაფერი წესისა და ეთიკის ნორმების შესაბამისადაა. მთავარი კი ამის მერე იწყება. ადგილზე მისულ ჟურნალისტებს გამოუცხადეს, თქვენ ფოიეში დაგველოდეთ და ჭამა-სმას რომ მოვრჩებით, დაგიძახებთო. და თან იმ ფოიეში მონიტორი დაუდგეს, შეგიძლიათ, აქ...
კატეგორია: დავთარი
მაგარი კაცების მაგარი გამარჯვება
7:23 – ასე დასრულდა ჩელენჯ კაპის მეორე ტურის მატჩი „სკარლეტსსა“ და „შავ ლომს“ შორის. ქართველებმა უელსელი მასპინძლები პირწმინდად დაჩაგრეს და შეცდომების ფაქტობრივად სიურრეალისტური რაოდენობა რომ არა, ანგარიშში ეს სხვაობა გაცილებით, შეუდარებლად დიდი იქნებოდა. „შავმა ლომმა“ ქართული რაგბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საამაყო ფურცელი ოქროს ასოებით შეავსო! მოკლედ, საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ქართული რაგბის მთავარი წარმატებები...
შავი ლომი უელსს აჭაშნიკებს
15 დეკემბრის შუაღამე ქართული რაგბის მორიგი დიდი გამოცდის თარიღი და დროა. უელსის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ქალაქ ჰლანეჰლის სარაგბო სტადიონ „პარკ ი სკარლეტსზე“ ჩვენი „შავი ლომი“ ადგილობრივ ფრენჩაიზ „სკარლეტსს“ დაუპირისპირდება. ეს იქნება EPCR-ის (ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბის) ეგიდით მიმდინარე რანგით მეორე ევროტურნირის – ჩელენჯ კაპის მეორე ტურის მატჩი. პირველ ტურში ორივე დამარცხდა – ქართველებმა შინ ინგლისურ „გლოსტერთან“...
ქართველების ევროპული ამბები
როგორც იქნა, ის დროც მოვიდა, როცა სარაგბო ევროთასების მორიგი ტურის მიმოხილვისას საუბარი ქართულ გუნდზეც გვიწევს ევროპულ კლუბებში მიმოფანტულ ლეგიონერთა გარდა. „შავ ლომს“ ჩელენჯ კაპზე დებიუტი მარცხიანი კი გამოუვიდა, მაგრამ ავტორიტეტიანი სარაგბო გამოცემები ერთხმად აღიარებენ ქართული ფრენჩაიზის კონკურენტუნარიანობას და ამბობენ, რომ მართალია, ცუდ ფორმაში მყოფ, მაგრამ მაინც ძალიან მაგარ „გლოსტერს“ გაუართლა, რომ თბილისიდან 4 ქულა წამოიღო....
მატკავა – ბარტონი 10:15
მართალია, შაბათს თბილისში წვიმდა და სტადიონი ნახევრად ცარიელი იყო, ან ნახევრად სავსე (ვის როგორ მოსწონს), მაგრამ ევროპულმა სარაგბო სულისკვეთებამ „მიხეილ მესხზე“ მალევე დაისადგურა. ჯერ ერთი იმიტომ, რომ „გლოსტერს“ ინგლისიდან გულშემატკივრები ბლომად ჩამოყვნენ და თავის გუნდს პირველიდან ბოლო წამამდე გულმხურვალედ ქომაგობდნენ. უნდა ითქვას, რომ ტრიბუნებზე შეკრებილმა ინგლისურ-ქართულმა პუბლიკამ კარგი სანახაობა იხილა. რაგბი მაინცდამაინც უმაღლესი დონისა არ...
შავი ლომი ისტორიას წერს
შაბათს, 9 დეკემბერს მოხდება ის, რაზედაც ქართველ მორაგბეთა ყველა თაობა ოცნებობდა – ქართულ გუნდს ევროპულ საკლუბო ტურნირში დებიუტი ექნება. პირველი ქართული პროფესიული ფრენჩაიზი „შავი ლომი“ EPCR-ის ეგიდით რანგით მეორე ევროთასის ჯგუფური ეტაპის სტარტზე საკმაოდ სახელოვან ინგლისურ კლუბ „გლოსტერს“ დაუპირისპირდება! რაგბის თემში საზეიმო განწყობაა – სულ რამდენიმე წლის წინათ ამაზე ოცნებაც არ გვიწევდა, მაგრამ საქართველოს რაგბის...
ჰაჯი ლათინური სამყაროს ცენტრში, სადაც ფეხბურთის სული ბინადრობს
არასდროს აგხელიათ თვალი იმაზე, რაც იცოდით? მე ასეთი რაღაც მადრიდის ცენტრში, პლასა დელ სოლზე ანუ მზის მოედანზე დამემართა, საიდანაც სხივებივით გადის ქუჩები. რას ნიშნავს მადრიდისთვის ფეხბურთი და ფეხბურთისთვის მადრიდი ბავშვობიდან კარგად მომეხსენება. „რეალს“ ჩემპიონთა ლიგა, იგივე ჩემპიონთა თასი თოთხმეტჯერ რომ აქვს მოგებული ვიცი. დი სტეფანო, ხენტო, სანტილიანა, ბუტრაგენიო, რაული, ზიდანი და სხვა დიადნი ნებით თუ...
დასრულდა, ოღონდ გასარკვევია…
35-ე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატიც ისტორიის კუთვნილება გახდა. ახლა ფლეი აუტის და ერთი ევროსაგზურის ამბები დარჩა გასარკვევი. ფლეი აუტში „თელავი“ – „სპაერს,“ „სამტრედია“ კი „გარეჯს“ დაუპირისპირდება. ჩემპიონი „ბათუმი“ გახდა და გაისად ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ღირსებას სწორედ ის დაიცავს. „დინამო“ და „ტორპედო“ კონფერენს ლიგაზე ითამაშებენ. მესამე გუნდის ვინაობა კი ქვეყნის თასის ფინალის შემდეგ გაირკვევა. თუ...
მხიარული ტური
უცნაური და უხვგოლიანი გამოდგა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 35-ე ტური. ზოგმა საქმე უკვე მოგვარებულად ჩათვალა, ზოგი კი სამკვდრო-სასიცოცხლოდ იბძვის. ჩემპიონის ვინაობა წინა ტურში გაირკვა – „ბათუმს“ ვეღარავინ დაეწევა. ასევე „დინამოს“ მეორე ადგილს ვერავინ შეეცილება. მესამე საფეხურზე „ტორპედო“ დგას და ბოლო ტურში „ბათუმს“ სტუმრობს, თუ არ წააგებს მესამე, ანუ ევროადგილი გარანტირებული აქვს, რადგან თანაბარი ქულების შემთხვევაში უშუალო...
ფეხბურთის ფედერაციის ბოიკოტი… ფეხბურთს
„სარბიელის“ ტრადიციულ დაჯილდოებაზე (1993 წლიდან), რომელზეც სეზონის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი და ნაკრების საუკეთესო დებიუტანტი დაჯილდოვდნენ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის არც ერთი ხელმძღვანელი არ მოვიდა. დაჯილდოებას ამით არაფერი დაჰკლებია. უბრალოდ უცნაურია ასეთი არყოფნა. სხვათა შორის, ფედერაციის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი „სარბიელის“ ჯილდოს ორ-ორგზის მფლობელები არიან. სხვა თუ არაფერი, დაჯილდოებაზე მოვიდნენ ალექსანდრე ჩივაძე, ვლადიმერ გუცაევი, ოთარ გაბელია, თემურ ქეცბაია,...









