სამჯერ ერთი არის სამი. სამჯერ ორი არის ექვსი. სამჯერ სამი არის ცხრა. გაუგებარია, როდესაც საქმე ფეხბურთს ეხება რატომ სჭირდება ყველაფრის მეორე კლასის მასალამდე გამარტივება. მედიის არაერთი საშუალება მთელი ოთხი კვირის განმავლობაში სიურეალისტურად მსჯელობდა ოსიმენის მომავალზე. არადა, ესკიმოსისთვისაც გასაგები იყო, რომ ნიგერიელის ახალი კონტრაქტი და გამოსასყიდ თანხად 120 მილიონი ევროს დათქმა მისი „ნაპოლიდან” გაშვების სამზადისი იყო...
კატეგორია: დავთარი
ლეგიონი: 4 ლელო და 28 ქულა!
გასული უქმეები იშვიათად ბარაქიანი გამოდგა ევროპულ კლუბებში მოასპარეზე ქართველი მორაგბეებისთვის. ჩემპიონთა თასის მატჩებში 2 ქართული ლელო გავიდა, ჩელენჯ კაპზე – ერთი, ხოლო საფრანგეთის პრო დ2-ში ჩვენებურის ასევე ერთი ლელო დაფიქსირდა, პლუს ამას თედო აბჯანდაძემ ტრავმის მერე დაბრუნება შედეგიანი დარტმებით აღნიშნა. ჩემპიონთა თასი დავით ნინიაშვილს ჩელენჯ კაპზე უამრავი მატჩია აქვს ჩაატარებული, არაერთი ლელოც დაუდია და ეს...
ვინ მისცა და ვინ არ მისცა ხმა ხვიჩა კვარაცხელიას?
ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოებაზე, რომელიც მესიმ მოიგო, ხვიჩა კვარაცხელიამ მეათე ადგილი დაიკავა. ხმების ანალიზი თვალნათლივ გვიჩვენებს, რომ კვარაცხელია მედიაში ბევრად უფრო პოპულარულია, ვიდრე ფეხბურთელებსა და მწვრთნელებში. ინებეთ ფაქტები: ნაკრებების მხოლოდ ოთხმა კაპიტანმა მისცა ხვიჩას ხმა. ბარემ ჩამოვთვალოთ. ხვიჩა პირველ ნომრად ჩაწერა რუსეთის ნაკრების კაპიტანმა გიორგი ჯიქიამ, მეორე ნომრად ჩაწერა კოსოვოს ნაკრების კაპიტანმა ამირ რაჰმანიმ...
შავი ლომი vs დიდი კლუბი
შაბათს, 17 საათზე, „მიხეილ მესხზე“ სარაგბო ევროტურნირის, კერძოდ კი, ჩელენჯ კაპის მატჩი დაიწყება – ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ქართული „შავი ლომი“ ფრანგულ „კლერმონს“ უმასპინძლებს. ის, რომ ასეთი ბობოლა კლუბი საქართველოს პირველად ეწვევა – თავისთავად დიდი ამბავია. „კლერმონი“ არათუ საფრანგეთის მასშტაბით, არამედ ევროპული საზომითაც დიადი კლუბია. მართალია, დღესდღეობით „ყვითელი წყალქვეშა ნავი“ (ეს ყვითელკვართიანი „კლერმონის“ თიკუნია) ვერაა...
…დანარჩენები იბრძვიან
გასულ უქმეებზე სარაგბო ევროთასების მორიგი ტური გაიმართა, ხოლო საფრანგეთის პრო დ2-ში მეორე წრე დაიწყო. ხსენებულ ტურნირებში სამ ათეულამდე ქართველმა ლეგიონერმა მიიღო მონაწილეობა, ხოლო ჩელენჯ კაპის მონაწილე „შავი ლომის“ შემადგენლობაში ზუსტად 23-მა ქართველმა ითამაშა. ინდივიდუალურად თავი მხოლოდ პრო დ2-ის მოულოდნელი მაჩანჩალა „ბიარიცისა“ და საქართველოს ნაკრების 8 ნომერმა თორნიკე ჯალაღონიამ გამოიჩინა, რომელმაც, როგორც იქნა, სეზონში ლელოთა პირადი...
შავი ლომი კასტრისთვის მზადაა
შაბათს, 13 იანვარს „შავ ლომს“ მორიგი გამოცდის ჩაბარება მოუწევს. პირველი ქართული პროფესიული სარაგბო ფრენჩაიზი თავისი არსებობის ისტორიაში ალბათ ყველაზე ძლიერ მეტოქეს „ჩელენჯ კაპის“ ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში დაუპირისპირდება – საფრანგეთის ტოპ 14-ის ბინადარი „კასტრი“ ქვეყნის 5-გზის ჩემპიონია და ბოლოს ამ ტიტულს კლუბი ათიოდე წლის წინ ფლობდა. „კასტრის“ შემადგენლობაში თავის მესამე სეზონს ვეტერანი ბორჯღალოსანი ლევან ჩილაჩავა...
აბზაცი გულზე…
დიღმელი ბავშვები ბედნიერები იყვნენ, დინამოს ბაზა უბანში ჰქონდათ და ღობიდან როცა მოეპრიანებოდათ მაშინ იხედებოდნენ. აძვრებოდნენ, კისერს წაიგრძელებდნენ და უყურებდნენ ყიფიანს, გუცაევს, შენგელიას, ჩივაძეს, დარასელიას… რასაკვირველია, პატარა არც დიღომია და ბაზასთან რომ მოხვდე დიდი ქუჩა უნდა გადაირბინო — გააჩნია სად ცხოვრობ — მაგრამ სად ქუჩის გადარბენა და სად მილიონიანი ქალაქის ერთი რაიონიდან მეორეში წასვლა. თან მაშინ...
რასინგ 92 – სრული სვლით
ნაახალწლევს ევროპაში სარაგბო ტოპ-ლიგებში მორიგი ტური შედგა, ხოლო საფრანგეთის პრო დ2-ში პირველი წრე დასრულდა. ტოპ 14 საფრანგეთისა და ევროპის უძლიერეს ლიგაში ლიდერი არ შეცვლილა: „რასინგ-92“-მა „კასტრს“ უმასპინძლა, რთულ ბრძოლაში 34:30 იმარჯვა, „შავი ლომის“ მომავალ მეტოქეს დაცვითი ბონუსი გაატანა, თუმცა ლელოები იმდენი გაიტანა, რომ პრემიალური ქულა თავადაც გამოიმუშავა, რამაც პარიზელთა სეზონური მონაგარი 12 ტურში 40 ქულას...
ისტორიული ევროს მოლოდინში
10 იანვარს ხელბურთში ევროპის ჩემპიონატი იწყება, რომელიც საქართველოს ნაკრებისთვის ისტორიული იქნება. ტიტე კალანდაძის გუნდი კონტინენტის უმთავრეს ფორუმზე პირველად ითამაშებს… გუნდმა რამდენიმე შეკრება უკვე გაიარა და გეზი გერმანიისკენ აიღო. გუნდმა რუმინეთი და სლოვენია მოიარა, სადაც ოთხი მატჩი გამართა და სამი მოიგო. ჩვენებმა რუმინეთში, „კარპატის თასზე“ ნახევარფინალში სლოვაკეთი დაამარცხეს და ფინალში მასპინძლებთან წააგეს, შემდეგ კი სლოვენიაში საუდის...
ქართველებმა წელი ლელოებით გააცილეს
საფრანგეთსა და ინგლისში ზედ ახალი წლის დადგომამდე სარაგბო ჩემპიონატების მორიგი ტური გაიმართა. რას იზამ, კალენდარი სულ უფრო და უფრო ვიწროვდება სანაკრებო და საევროთასო ფანჯრების გამო, ჰოდა ევროპის მოწინავე სარაგბო ქვეყნებს პაუზების გარეშე უწევთ არსებობა. ჰოდა, ამ საზეიმო განწყობამ ჩვენი ბიჭების გაბრწყინება მოიტანა – ტოპ 14-ის ტურში ერთბაშად სამი ქართული ლელო გავიდა, თან ერთი მეორეზე ლამაზი....









