„იუვენტუსისა” და „ნაპოლის” შაბათის თამაში (0:0) მრავალმხრივ საინტერესო გამოდგა. ერთი მხრივ ტურინში მოპოვებულმა ქულამ ნეაპოლელთა ბანაკი და გუნდის მწვრთნელი ანტონიო კონტე გაახარა. მეორე მხრივ კი „პარტენოპეელებმა” შეტევაში ვერ გამოიჩინეს თავი. რომელუ ლუკაკუს და ხვიჩა კვარაცხელიას თამაში ჩაუვარდათ, რაც ბევრი მიმომხილველის აზრით იმის ბრალია, რომ კონტემ ტაქტიკა შეცვალა. იმისთვის, რომ სკოტ მაკტომინეი ეთამაშებინა, დაცვა ოთხ მცველზე...
კატეგორია: აქეთურ-იქითური
რექტორმა ხვიჩა დაიწუნა
areanapoli წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ „იუვენტუსისა” და „ნაპოლის” შეხვედრაში ვერ გაიბრწყინა, არადა ეს მატჩი „აძურისთვის” ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. მეორე ტაიმის შუაში, როდესაც ქართველი შეცვალეს, კამერებმა დააფიქსირეს, რომ ის უკმაყოფილო იყო. მართალია, ახალი სეზონი ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით „ნაპოლის” 77-მა ნომერმა კარგად დაიწყო, მაგრამ მას ტურინულ შეხვედრაში თავის გამოჩენა უნდოდა. გადაცემა Canale 21-ში მიწვეული ჰყავდათ „ნაპოლის”...
პელე: ან ისიც ავტობუსში ამოვიდეს ან მე წავალ
1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა იტალიელმა მარკო ტარდელიმ ფეხბურთის ისტორიაში ორი უდიდესი ფუიგურის პელესა და მარადონას ცხოვრებიდან სასეირო ეპიზოდი გაიხსენა. ეს ამბავი კიდევ ერთი გამორჩეული ვარსკვლავის მიშელ პლატინის გამოსათხოვარი მატჩის დღეს მოხდარა. როდესაც შეხვედრის მონაწილენი სტადიონზე წასასვლელად ავტობუსში ავიდნენ, გვერდით ლიმუზინი გაჩერდა რომელშიც დიეგო მარადონა იჯდა. არგენტინელი სარბიელზე წასვლას სხვებთან ერთად კი არა, ცალკე, მდიდრული ავტომობილით...
სარი: სიყვარულის გამო ნაპოლის ვირჩევ
მაურიციო სარიზე ამბობენ, რომ ის შეიძლება „მილანის” შემდეგი მწვრთნელი გახდეს. მანამდე კი „ლაციოს”, „იუვენტუსის”, „ჩელსის”, „ნაპოლისა” და „ემპოლის” ყიფილმა თავკაცმა ალფრედო პედულას YouTube არხს მისცა ინტერვიუ, სადაც „იუვენტუსისა” და „ნაპოლის” დღევანდელ შეხვედრაზეც ილაპარაკა. გთავაზობთ ამონარიდებს: …გუნდები ახლა ეცნობიან ერთმანეთს. ზაფხულში ისინი ერთმანეთთან სატრანსფერი თამაშებში იყვნენ ჩართულები. როგორც „იუვეზე” ასევე „ნაპოლიზე” მკაფიო შეხედულების შექმნა ჯერ ადრეა,...
კვარაზე რივერა გაახსენდათ
„კალიარის” მცველ გაბრიელე ძაპას ოცი წამი დასჭირდა ხვიჩა კვარაცხელიასთვის კოჭში რომ ჩაერტყა. „ნაპოლის” თავკაცმა ანტონიო კონტემ ამ ეპიზოდს შემაშფოთებელი უწოდა და მსაჯებს უხეში ფეხბურთელების წინააღმდეგ მეტი სიმკაცრისკენ მოუწოდა. ოცდათექვსმეტი წლის წინ მარკო ტარდელიმ ჯანი რივერას თამაშის დაწყებიდან სამ წამში ჩასცხო. ეს იყო იტალიური ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი უხეშობა. 1978-79 წლების სეზონში „იუვენტუსი” „მილანს” მასპინძლობდა....
კარგი მოსწავლე ალესანდრო ბონჯორნო
„ნაპოლის” ახალწვეულთა შორის ერთ-ერთი გამორჩეული გახლავთ 25 წლის იტალიელი მცველი ალესანდრო ბონჯორნო, რომელიც გასულ სეზონში „ტორინოში” საბა საზონოვის თანაგუნდელი იყო, ახლა კი ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთადაა. მან ბოლო ტურში სარდინიაზე „კალიარის” გოლიც გაუტანა. ბონჯორნოს უკეთ გასაცნობად „პარტენოპეელთა” YouTube არხმა მასთან ინტერვიუ ჩაწერა, რომლის ამონარიდებსაც ქვემოთ გთავაზობთ: …მე ვარ ალესანდრო ბონჯორნო, დაბადებული 1999 წელს. ბავშვობაში ცურვაზე დავდიოდი,...
ტოტო სკილაჩის ბიძაშვილი თამაშგარე მდგომარეობაში
მსოფლიო ფეხბურთი ტოტო სკილაჩის გლოვობს. 59 წლის იტალიელი მსხვილი ნაწლავის სიმსივნეს ებრძოდა. ბოლო დროს, დაავადებამ შემოუტია და ის პალერმოს საავადმყოფო ჩივიკოში (სამოქალაქო საავადმყოფო) დააწვინეს, სადაც გრდაიცვალა. „სკუადრა აძურას” კოლორიტული ვარსკვლავის სიკვდილმა კი საზოგადოებას მისი ბიძაშვილი, ასევე ყოფილი ფეხბურთელი მაურიციო სკილაჩი გაახსენა. მაურიციო სკილაჩი გულშემატკივრებმა „პალერმოდან” გაიცნეს. ჩვიდმეტი წლის იყო, როდესაც მშობლიურ კლუბში ჰქონდა დებიუტი. შემდეგ...
კასანოს კონტეს ფეხბურთი ეზიზღება
„ნაპოლიმ” „კალიარის” სტუმრად 4:0 მოუგო. გაიხარეს კამპანიური გუნდის გულშემატკივრებმა. პრესა სავსეა ოპტიმისტური წერილებით. ამბობენ, რომ რომელუ ლუკაუსა და ხვიჩა კვარაცხელიას წყვილი უკვე ჩინებულად თამაშობს და მალე შესაძლოა კვარა-ოსიმენის წყვილსაც აჯობოს, მაგრამ ბევრი „აძურის” მიერ სარდინიაზე ნაჩვენები ფეხბურთით აღფრთოვანებული არ დარჩა. ერთ-ერთი მათგანია წარსულში ცნობილი თავდამსხმელი ანტონიო კასანო, რომელმაც დაწერა: „მე-60 წუთამდე „ნაპოლის” ფეხბურთს არ შეეხედებოდა....
სარდინიელთა აგრესია: ნეაპოლელები ნაგავი და კამორისტები ხართ!
სარდინიაში გამომავალი რეგიონული გაზეთის „ლ’უნიონე სარდას” თანამშრომელმა სტეფანია ლა პენიამ თავის X პლატფორმაზე „ნაპოლისა” და ნეაპოლელებს შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც სკანდალში გაეხვა. ამბობენ, რომ სარდინიელი ქალბატონის გაწიწმატება კალიარიში სტუმარი გუნდის გულშემატკივართა მიერ გამოფენილმა პროვოკაციულმა პლაკატმა გამოიწვია. პლაკატზე ეწერა: „ცხვრებზე ნადირობა”. ამ ბანერს ლა პენიას განრისხება მოჰყვა მის პოსტს კი უკვე სხვა სარდინიელებიც გამოეხმაურნენ. ჟურნალისტმა დაწერა:...
რასპადორი – ნაკრებში ბრწყინვალე და ნაპოლიში დაკარგული
ძლიერად დაიწყო ერთა ლიგის გათამაშება იტალიის ნაკრებმა ლუჩანო სპალეტის ხელმძღვანელობით. პირველ შეხვედრაში მან პარიზში „საფრანგეთს” მოუგო (3:1), წუხელ კი ისრაელს აჯობა ბუდაპეშტში (ნეიტრალურ მოედანზე) 2:1. სპალეტიმ ორივე შეხვედრაში ათამაშა ქართველი გულშემატკივრისთვის კარგად ნაცნობი ჯაკომო რასპადორი, რომელიც საფრანგეთთან შესვენების შემდეგ შეიყვანა მოედანზე, ხოლო ისრაელთან 63 წუთის შემდეგ შეცვალა. „ნაპოლის” თავდამსხმელმა საფრანგეთს გოლი გაუტანა, ისრაელის მეკარემ კი...









