areanapoli წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ „იუვენტუსისა” და „ნაპოლის” შეხვედრაში ვერ გაიბრწყინა, არადა ეს მატჩი „აძურისთვის” ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. მეორე ტაიმის შუაში, როდესაც ქართველი შეცვალეს, კამერებმა დააფიქსირეს, რომ ის უკმაყოფილო იყო. მართალია, ახალი სეზონი ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით „ნაპოლის” 77-მა ნომერმა კარგად დაიწყო, მაგრამ მას ტურინულ შეხვედრაში თავის გამოჩენა უნდოდა.
გადაცემა Canale 21-ში მიწვეული ჰყავდათ „ნაპოლის” ძირძველი გულშემატკივარი, ქალაქის ცნობილი პიროვნება, ნეაპოლის ფედერიკო მეორის სახელობის უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი გვიდო ტრომბეტი, რომელმაც თქვა: „როდესაც კვარა ფრთაზე თამაშობს, მას უკვე ყველა „კეტავს”. ის გასულ სეზონშივე გადამწვარი იყო. მის გაუვნებელყოფას ორი მეურვით ნებისმიერი მწვრთნელი ახერხებდა. ასპისტოიანი შეკითხვა კი ასეთია: ვითომ ყოფნის კვარაცხელიას ოსტატობა დიდ გუნდებთან ძლიერად რომ ითამაშოს? ქართველი რიგ პრინციპულ შეხვედრებში იმედგაცრუებას იწვევს”.
გვიდო ტრომბეტის მისაზრება იმიტომ მოვიყვანეთ, რომ კიდევ ერთხელ დავრწმუნდეთ: აზრი მართლაც ნაირგვარი არსებობს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური25/05/2026 | 10:33კონტემ მავნებლები ახსენა და გადადგა
მთავარი ამბავი25/05/2026 | 08:55არადა სამი წლის წინ კონფერენციის ლიგა მოიგო
სიახლეები25/05/2026 | 07:24…მთელს თამაშად ღირდა
სიახლეები21/05/2026 | 13:16შვიდიდან შვიდი
