ედენ აზარმა, რომელიც 7 იანვარს 27 წლისა ხდება, “ჩელსის” ოფიციალურ არხთან საუბრისას განაცხადა, რომ ქედს იხრის ბოლო ეპოქის “ბარსელონასა” და მისი ლიდერის, ლეო მესის წინაშე. მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის კენჭისყრამ ლონდონელები და ბარსელონელები ერთმანეთს გადაჰყარა და, შესაბამისად, ბელგიელი სწორედ ის ფეხბურთელია, რომელსაც “ბლაუგრანა” ყველაზე მეტად უნდა უფრთხოდეს. პირველი შეხვედრა “სტემფორდ ბრიჯზე” 20 თებერვალს გაიმართება. “ბოლო...
კატეგორია: აქეთურ-იქითური
თილისმა გარდაიცვალა
ვინ იცის, საფეხბურთო რეპორტაჟის ცქერისას რამდენჯერ გაგვჩენია კითხვა: ვინ არის ის ადამიანი კლუბის (ან შეჯიბრების) თილისმად რომ გამოწყობილა? ვინ არის ეს ხალხი, ხან სასაცილო ცხოველებად რომ იკაზმება, ზან ფრინველებად და ხანაც რობოტებად? ბავშვები არიან თუ დიდები? მაგრამ, შემდეგ თამაში დაწყებულა და გონება სხვაზე გადართულა. ალბათ, ყველგან სხვადასხვანაირადაა. ვესტ ბრომვიჩიდან კი სამწუხარო ცნობა მოედო ქვეყანას —...
ყოფილი მილიონერი ხელით რეცხავს
საშინელებები ილაპარაკა ემანუელ ებუმ „მირორთან“ ინტერვიუში. „არსენალის“ ყოფილ ფეხბურთელს ცოლთან გაყრის შემდეგ გახვრეტილი გროშიც აღარ აბადია და თურმე მეგობრის სახლში იატაკზე სძინავს. ხელით რეცხავს სარეცხს და ზოგჯერ თვითმკვლელობაზეც ფიქრობს. 2006 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი „არსენალიდან“ „გალათასარაიში“ 2011 წელს გადავიდა, 4 სეზონი გაატარა და 8 მილიონი ევრო მიუთვალეს, რომელიც თითქმის სრულად ცოლ-შვილისთვის გაუგზავნია. „საბანკო საქმეებისა არაფერი...
“ბარსელონა” — 21 ტურით ადრე ჩემპიონი
წინ კიდევ გრძელი გზაა — “ბარსელონას” გასახდელიდან დღეს ყველაზე ხშირად ეს წინადადება ისმის, მაგრამ ფაქტია, რომ მას ლა ლიგას ლიდერები უფრო მოტივაციის შესანარჩუნებლად იმეორებენ, წერს კატალონიური სპორტული გაზეთი “მუნდო დეპორტივო”. “ბარსა” მდევარ “ატლეტიკოს” 9 ქულით უსწრებს, მესამეზე მყოფ “ვალენსიას” თერთმეტით, “რეალი” კი “ბლაუგრანას” 14 ქულით ჩამორჩება. ერნესტო ვალვერდეს გუნდი ძლიერია და შესაბამისი პოზიციაც უკავია, მაგრამ...
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა კარში დარტყმა არ იცოდა
ფაბიო კაპელომ თქვა, რომ როდესაც ზლატან იბრაჰიმოვიჩი “იუვენტუსში” მივიდა, მან კარში დარტყმა არ იცოდა. ეს 2004 წლის ამბავია. იბრა “იუვეში” “აიაქსიდან” გადავიდა. “იუვენტუსში” შვედმა ზედიზედ ორჯერ მოიგო იტალიის ჩემპიონის ტიტული, თუმცა “კალჩოპოლის” სკანდალის გამო ტურინის კლუბს ეს ორი “სკუდეტო” ჩამოართვეს. შემდეგ ათ წელიწადში კი იბრაჰიმოვიჩი ცხრაჯერ გახდა სხვადასხვა ქვეყნის ჩემპიონი “ინტერის”, “მილანის”, “ბარსელონასა” და “პარი...
ავტოსამწვადე შემთხვევა
„ვალენსიას” მწვრთნელი მარსელინო გარსია ტორალი ავტომობილით გარეულ ღორს დაეჯახა. დედასთან და მეუღლესთან ერთად ხიხონში საშობაოდ მიმავალ ტორალს ლოგრონიო-ბილბაოს ავტობანზე გზააბნეულმა ტახმა გადაურბინა. დამუხრუჭება კი მოასწრო, მაგრამ შეჯახება ვერ აიცილა და შედეგად, მწვრთნელი და მისი ცოლი მსუბუქი ტრავმებით გადარჩნენ, 81 წლის დედა კი უფრო მეტად დაშავდა. ყველანი ახლო ჰოსპიტალში გადაიყვანეს და პირველადი დახმარების შემდეგ გაუშვეს.
ელ კლასიკოს ლოთები, დაალაგეს ბოთლები
„რეალთან“ მადრიდში 3:0 მოგება საკმარისზე მეტი მიზეზია 5 300 ევროს ღირებულების ღვინის ჩასაცეცხლად, რაც ჩაიდინა კიდეც შაკირას ქმარმა ჟერარ პიკემ ნამატჩევს და გამოლოკილი ბოთლების ფოტო ინსტაგრამში გამოფინა. ღვინის მცოდნეებმა არ დაიზარეს და პიკეს ღვინოების ფასები დაადგინეს. მაშ ასე, სურათზე მარცხნიდან მარჯვნივ დგანან: „შატო ლატური“ – 1495 ევრო „ლა რომანე“ – 3360 „ვეგა სიცილია“ – 479,34...
ზიდან, ჩამოეცალე გზიდან!
“სანი” წერს, რომ “ჩელსის” იტალიელ თავკაც ანტონიო კონტეს “რეალის” მწვრთნელობა უნდა. 10 მილიონ გირვანქად ღირებული კონტრაქტის თანახმად კონტეს “ლურჯებთან” კიდევ აკავშირებს წელიწადნახევარი, მაგრამ პირველივე სეზონში პრემიერლიგის მოგების შემდეგ მას “სტემფორდ ბრიჯზე” რთულად მისდის საქმე — 19 ტურის შემდეგ ლიდერ “მანჩესტერ სიტის” 16 ქულით ჩამორჩება. კვირას, ლონდონელებმა, “ევერტონთან” სტუმრად უსახური ფრე 0:0 ითამაშეს, “რეალმა” კი შინ...
ნეიმარმა, ტელევიზორსაც კი არ ჩავრთავო
ეს მართლა “რეალში” ხომ არ აპირებს გადასვლას?. “ბარსელონას” ყოფილმა ვარსკვლავმა, “ელ კლასიკოების” ერთ-ერთმა მთავარმა გმირმა ნეიმარმა გამოაცხადა, რომ “რეალისა” და “ბარსელონას” დაპირისპირების ნახვა ტელევიზორშიც კი არ უნდა — არდადეგები დაეწყო და მსოფლიოს ყველაზე ამაღელვებელი საკლუბო შეხვედრა არ აინტერესებს. უფრო სწორად, ნეიმარი “პარი სენ ჟერმენის” სხვა ფეხბურთელებთან ერთად დოჰას ერთ-ერთ პორტში გემზე ავიდა და პარიზული კლუბისთვის...
ბურთის ფლობა გამარჯვებას ნიშნავს?
სადაც “ბარსელონაა” ბურთის ფლობაზეც იქ მსჯელობენ. ტიკი-ტაკამდე ვინ ითვლიდა ასეთი მონდომებით რომელი გუნდი სათამაშო დროის რამდენი პროცენტის განმავლობაში აკონტროლებდა ბურთს. ხვალინდელი “ელ კლასიკოს” წინ “ბარსას” თავკაც ერნესტო ვალვერდეს კვლავ ამ თემაზე ჩამოუგდეს სიტყვა. ვალვერდემ ასე უპასუხა: “ბურთის ფლობა გამარჯვების გარანტიას ვერ მოგცემს. ის მხოლოდ იმისთვის არსებობს, რომ გუნდმა საგოლე მომენტები შექმნას; საშუალებაა და მეტი არაფერი....









