აი, გაზაფხულიც მოვიდა. რას გამოელი აქედან? ბევრს არაფერს, ახალი არაფერი ხდება. აი, გიგზიც დაიმტვრა. ახალი არაფერია. გიგზი თუ დაიმტვრა. როგორღა არ არის ახალი ამბავი? კარგი ერთი. გიგზი შარშანაც დაიმტვრადა შარშანწინაც, საერთოდ, უცნაური ბიჭია, უელსელი და არც არის უელსელი, მაგარია და არც არის მაგარი, დამტვრეულია და არც არის დამტვრეული. საერთოდ, ზამთარში უყვარს თამაში. დანარჩენ დროს? დანარჩენ...
კატეგორია: საჭირბოროტო კითხვა-პასუხი
საჭირბოროტო კითხვა-პასუხი
რატომ წააგო ინგლისის ნაკრებმა 0:2 ჩილელებთან? იმიტომ, რომ ჰოდლმა სტიუარტ პირსი და მეტ ლეტისიე არ ათამაშა. ამათ რომ ეთამაშათ, რა მოხდებოდა? მაშინ 0:4-ს წააგებდა. ჰო, მაგრამ, დიონ დაბლინის თამაში ხომ ექსპერიმენტი იყო? ერთმა ძველმა მეცნიერმა სახურავზე რკინის ჯოხი დააყენა და ჯოხს რომ მეხი დაეცა, ხელი მოკიდა, აბა, რა მოხდებაო. ესეც ექსპერიმენტი იყო. რა მოუვიდა იმ...
საჭირბოროტო კითხვა-პასუხი
ინგლისში რეფორმა მზადდებაო, არ გაგიგია? არ გამიგია. მთელი მაგათი რეფორმა იმაში, რომ ვიღაც ტყიურები მიჰყავთ და მერე ვარსკვლავებს ეძახიან. და რა ეშველება ინგლისურ ფეხბურთს? რა უნდა ეშველოს. სანამ მოკლე შვებულებას არ გააუქმებენ, არაფერი გამოვა. ეგ მოკლე შვებულება რაღაა? რაღაა და ისაა, რომ რომელიმე გამორჩეული თამაშის წინ მთელ გუნდს სხვა ქალაქში წაიყვანენ. რატომ? რომ დათვრნენ და...
საჭირბოროტო კითხვა-პასუხი
დედა, რა მაგარია ეს რონალდო, ნეტავ როგორი იქნება თუნდაც ხუთი წლის შემდეგ? ხუთი წლის შემდეგ სულ არ იქნება. რატომ? არ, რატომ: „ინტერი“ წელს ვერაფერს მოიგებს. რონალდოს მილიონით მეტს შესთავაზებს „რეალი“ და ესაც იქ გადავა. გაისად პირველი წრის შემდეგ „რეალი“ ვერაფერს მოიგებს და ამ დროს „ფიორენტინა“ შესთავაზებს მილიონით მეტს. რონალდოც იქ გადავა. „ფიორე“ რაღა ხვითოა? იქაც...
საჭირბოროტო კითხვა-პასუხი
ძლივს არ დავისვენეთ ამ ფეხბურთისგან? აი, ბითური. რა დროს დასვენებაა? აბა? რაღა აბა, „აბა“ არა, „ბონიემი“. დღეს საფრანგეთის პირველობა ხურდება. ვა? „ვა“ კი არა, იმ კვირაში პრემიერლიგა ხურდება და ასე შემდეგ. რაღა დავმალო და ჯორჯიან ჩემფიონშიფიც კი გაიხსნა. ეგ რა არის? აი, თამაშია, ფეხბურთივით. არ გამიგია. ჯერჯერობით, მხოლოდ ერთ ქვეყანაში თამაშობენ, მაგრამ გავრცელებაც უნდათო. რასა...
საჭირბოროტო კითხვა-პასუხი
აბა, უყურე, აბა, უყურე… რა ხდება? ეს ქვეყანა ჩალით გადაუხურავთ. ლარზე ამბობ? არა, „იუვენტუსზე“. ეგ თითქმის ერთი და იგივეა. რატომ? ორივე დაეცა. ორივე ნიჩიაშია. არა, ლარი უფრო წამხდარია. ეგ ვისთვის როგორ. როგორ და როგორ. „იუვენტუსს“ ჯერ კიდევ შერჩენია შანსი, ლარს კი არანაირი შანსი არა აქვს. ეგრე, „ბარსელონა“ უფრო დაცემულია, ვიდრე ლარი. შეუძლებელია. შეუძლებელი სულაც არ...
საჭირბოროტო კითხვა-პასუხი
აი, ფინალიც მოვიდა. კიდევ არ უყურებ მსოფლიოს ჩემპიონატს? ეჰ, ახლა კი მომინდა ყურება, მაგრამ პარიზში მე ვერ წავალ და… პარიზში რა გინდა? ტელევიზორშიც აჩვენებენ. ეჰ… რა ეჰ… ეჰ, ტელევიზორში ვინ გაჩვენებს ფეხბურთს? რატომ? ბრაზილია ხომ თამაშობს დღეს? აბა როგორ. ჰოდა ტელევიზორში სულ ტრიბუნაზე დასკუპებული სუზანა ვერნერს გვაჩვენებენ. ეგ ვინ არის? აბა შენა ხარ. ეგ არის...
საჭირბოროტო კითხვა-პასუხი
გამარჯობა. დღეს რაზე ვილაპარაკოთ? რაღაა სალაპარაკო? რატომ? სიზმარი ვნახე და ყველაფერი გავარკვიე. რა სიზმარი? ვითომ ბრაზილია ჩემპიონი გამხდარიყოს, ბლატერი კი ფიფას პრეზიდენტი. უჰ, რა კოშმარული სიზმარი გინახავს. როგორ მეცოდები. მე რას გეცოდები, ფეხბურთი შეიცოდე. კიდევ ვნახე, რომ მარადონა ნაკრებში დააბრუნეს. აუჰ, კიდევ უფრო დიდი… კიდევ, ფრანგებს მაიკები აერიათ ინგლისელებთან თამაშის წინ და რახან ინგლისელებმა მოუგეს,...
საჭირბოროტო კითხვა-პასუხი
ესე იგი, ჩაახუტეს ზიდანს? უკეთესს ვის ჩაახუტებდნენ? მე მაინც იმის მხარეს ვარ, ბიჭის. ბიჭისთვის ჯერ ადრეა. ბიჭის დრო მოვა. რაღა ადრეა, ორჯერ ხომ იყო. მოიცა, შენ რომელ ბიჭზე ამბობ? ბიჭი ერთია, რონალდო. ჰმ… რა, ჰმ? რონალდო რაღა ბიჭია? ბიზონია, ბიჭი კი არა. ბიზონი კარსტენ იანკერია, რონალდო როგორაა ბიზონი? ყოველ შემთხვევაში ბიჭიც არ არის. აბა ვინ...
საჭირბოროტო კითხვა-პასუხი
ხო, ხო, ხო, რა თამაშები, რა გუნდები, რა სტადიონები… არა, ძმაო, ჩვენ მაგთთან რას მივალთ? ვისთან? ემაგათთან, გიგზრივალდოებთან. რათა? ჩვენთანაც შეინიშნება. რა? სწრაფვა მომავლისკენ. შენ რა, პარტიის კრებაზე იყავი? პარტიის კრებაზე კი არა, ბორჯომში ვიყავი. აბა, რა სწრაფვა შეინიშნება? რო უკეთესობა იყოს. კაცო, მე ფეხბურთზე გელაპარაკები, ნავთობზე კი არა. მეც ნავთობზე გელაპარაკები. არა, არა, მე...








