საჭირბოროტო კითხვა-პასუხი
ჩანაწერი

საჭირბოროტო კითხვა-პასუხი

ერთი კარგად ამიხსენი, “ბარსელონას” ამბავი როგორ იქნება ტუზი დაეცა. განა ის კაცი ტუზია? ფაბიო კაპელო? რაღაც არ მესმის მაგის ტუზობა. მართლა არ გესმის. ეგ როგორი ტუზია იცი? ტუზი, ტუზი უნდა იყოს. “როგორი ტუზი” რა გამოთქმაა? აი, აგიხსნი. იცი, როგორი ტუზია? აი, კალოდაში რო დაიკარგა და ბოლოს მაინც კოზირად გამოვა. ვა? რა ქურდულადა თქვი. ეგრეა, კაპელო...

საჭირბოროტო კითხვა-პასუხი
ჩანაწერი

საჭირბოროტო კითხვა-პასუხი

ბიჭები სად არიან? რავი, ზოგი სად, ზოგი სად. აბა, ყველანი იქ არიანო? მოიცა, შენ ვისზე მეკითხები? ჩვენებზე რა, ფარიასზე, ჯანფრანკოზე, მარიოზე… ჰოო, ეგენი დაიმტვრნენ და ლუდნახებში მკურნალობენ. ვინც არ დაიმტვრა და კონდიციებს ვერ აკმაყოფილებს. მერე სად არიან ეგ კონდიცია დაუკმაყოფილებლები? რა ვიცი. ალბათ ბაჰამის კუნძულებზე… ვერ ყოფილან კარგი ბიჭები. მათი ძმაკაცები ოფლს ღვრიან, ეგენი კი...

საჭირბოროტო კითხვა-პასუხი
ჩანაწერი

საჭირბოროტო კითხვა-პასუხი

გავიგე, ამხანაგურებისთვის გიყურებია. კაი ამხანაგურიც ეგ იყო. თუ თამაში ამხანაგურია, ფრედ უნდა დამთავრდეს. რატომ? აბა, რა ამხანაგობაა, თუ მე მოგიგე… ამხანაგური იმიტომ ჰქვია, რომ იმის მოგებით ვერაფერს მოიგებ. აბა კანუ და მიოლერი ამხანაგები არიან? ეგ რა შუაშია? თუ ამხანაგები არ არიან, როგორ ითამაშებენ ამხანაგურად? ეგრე არ შეიძლება. შეკითხვები მე უნდა დაგისვა. დამისვი, ძმაო, შენ რაღაცეებს...

საჭირბოროტო კითხვა-პასუხი
ჩანაწერი

საჭირბოროტო კითხვა-პასუხი

ხედავ? ვხედავ. მერე რას იტყვი? რა უნდა ვთქვა? მოიცა… შენ რას ხედავ? მე ვხედავ, რომ ზაფხულის სიცხემ გადაიარა. აბა ერთი ესა ყოფილა. სხვას ვერაფერს ხედავ? სხვა რა უნდა დავინახო? როგორ, ქართულ ფეხბურთს რომ ეხაზება, ვერ ხედავ? მე ვხედავ მზეს. გუშინწინაც კიევში 0:4 წავაგეთ. მერე რა? როგორ თუ რა? 0:4 რა ამბავია? შენ რამდენი გინდოდა? 0:2...

საჭირბოროტო კითხვა-პასუხი
ჩანაწერი

საჭირბოროტო კითხვა-პასუხი

გამარჯობა შენი, რამდენი ხანია რა მინახიხარ? მხარზე ხელს ნუ მიტყაპუნებ! რა იყო, რა მოგივიდა? ჯარიმაა! რა არის ჯარიმა? მხარზე ხელის დატყაპუნება. ეე, ისევ ფიფას წინააღმდეგი ხარ? მე მხარზე ხელის დატყაპუნების წინააღმდეგი ვარ. ჩემპიონატი არ მოგწონს? რა არის მოსაწონი? მსაჯები დროს რომ არ ამატებდნენ გოლი არც გავიდოდა. რატომ? სულ 46-ე და 91-ე წუთებზე გააქვთ. და ჩემპიონი...

საჭირბოროტო კითხვა-პასუხი
ჩანაწერი

საჭირბოროტო კითხვა-პასუხი

რაღაც ფეხბურთის ჩამიჩუმი არ ისმის. მეტი რა გინდა? ევროთასები გახურდა. ეგ თუ გახურებაა და… შენ როგორ ფიქრობ, უეფას თასს ვინ მოიგებს? “ინტერი”. “ინტერი” ლიგაზე არ თამაშობს? მაშინ ის, ვინც “ინტერს” გავს. და ლიგას? ლიგასაც “ინტერი”. თასების თასსაც “ინტერი”? ეგ რომელი თასია? აი, პატარა… ოო, აბა, ეგ რა თასია? მაგას ლაითურის “გიგანტიც” კი მოიგებს. ტყუილი არ...

საჭირბოროტო კითხვა-პასუხი
ჩანაწერი

საჭირბოროტო კითხვა-პასუხი

ნახე, “ჩელსიმ”? ვნახე, ვნახე და ახალი სადარდებელი გამიჩნდა. რა? რა და მალე ევროპის ჩემპიონატს გააუქმებენ. რატომ? რაღა რატომ, “არსენალი”რომ “ჩელსის” შეხვდება, საფრანგეთი და იტალია არ არის? რაღად უნდა ევროპის ჩემპიონატი? მარტო იტალია და საფრანგეთი რას ეყოფა? იქედან “ბლექბერნი” და “მანჩესტერი” წამოეშველება თავისი ნორვეგიელებით, იქედან “ვესტ ჰემი” და ვინმეები ხორვატებით და სხვა ვინ თამაშობს ევროპაში ფეხბურთს?...

საჭირბოროტო კითხვა-პასუხი
ჩანაწერი

საჭირბოროტო კითხვა-პასუხი

უტატატაა, ხედავ რა ამბავია? “არსენალი” ჩემპიონი ხდება. ეგ რა “არსენალია”? ეგ “არსენალი” კი არა, იტალიური მოდის მაღაზია “არსიანია”. რაო, “არსიანიო”? ჰო, “არსიანი”, რომელმაც ჩვენს ჩაცმულობაზე იზრუნა. შეგეშალა. იქ არც ერთი იტალიელი არ თამაშობს. მართალი ხარ. იტალიური მოდის მაღაზია “არსიანი” უფრო “ჩელსია”. თავად იტალიური მოდა რაღა ბედენაა? ფეხბურთელებს რომ თამაში მობეზრდებათ ან დაბერდებიან, ინგლისში მიდიან. აი...

საჭირბოროტო კითხვა-პასუხი
ჩანაწერი

საჭირბოროტო კითხვა-პასუხი

გაიგე? რა? გაზა გამოწერილა. საიდან? ლოთობის გადამჩვევი ცენტრიდან. იქ რა უნდოდა? ლუდის სმას გადააჩვიეს. ლუდის სმას რა გადაჩვევა უნდა? ნდომებია, ხომ ხედავ? მაშინ, მთელი ჩვენი ქვეყანა იქ უნდა მოგვათავსონ. ეჰ, იტყვი რაღა. სად ჩვენ და სად ისინი. რა ამბავში? კაი ბიჭობის ამბავში. ჰო, მართალი ხარ, ჩვენი კაცობის უროვენი სხვაა. იმათ მარტო თამაში იციან. ჩვენ კიდევ...

საჭირბოროტო კითხვა-პასუხი
ჩანაწერი

საჭირბოროტო კითხვა-პასუხი

ახლა კი გაბრწყინდება ბრაზილია… ვა? რა „ვა“? არ იცი, რომ ახალი მწვრთნელი დაუნიშნეს? რად უნდა ბრაზილიას მწვრთნელი? როგორ არაო. მწვრთნელი ყველას უნდაო. ჰოდა, ვანდერლეიც დაუნიშნეს. ვინ? ვანდერლეი. ეგ სახელია, თუ გვარი? ჯერ არ ვიცი, კიდევ მეორე აქვს, ქვეყნის სახელს ჰგავს. მოზამბიკი? არა, არა, უფრო ჩვენებური ქვეყანაა. იტალია? არა, არა, ჩემით გავიხსენებ… პატარა ქვეყანაა. და ვანდერლეი...