მიუნხენის „ბაიერნის“ ვარსკვლავურმა ახალწვეულმა, ჰარი კეინმა, გერმანულ გრანდში გადასვლის თაობაზე ისაუბრა „მთელი ცხოვრება ინგლისში, პრემიერლიგაში გავატარე. ახლა ახალი გამოწვევის ჯერია. ბუნდესლიგაში რამდენიმე შესანიშნავი გუნდია. „ბაიერნისგან“ ყველა ჩემპიონობას ელის, მაგრამ მეტოქეებიც უმჯობესდებიან, თუნდაც „ლაიფციგთან“ თამაში გავიხსენოთ (გასულ შაბათს „ლაიფციგმა“ გერმანიის სუპერთასის მატჩში „ბაიერნს“ 3:0 მოუგო). გადასვლის გადაწყვეტილება რთული იყო. 19 წელი გავატარე „ტოტენჰემში“, ეს კლუბი ჩემი...
კატეგორია: აქეთურ-იქითური
სპალეტი, იტალიის ნაკრები და 3 მილიონი
ლუჩანო სპალეტი იტალიის ნაკრების მწვრთნელად? იტალიურ მედიაში წერენ, რომ ეს ცუდი ვარიანტი არ არის, მაგრამ ერთი კონკრეტული მიზეზის გამო ტექნიკურად რთულია. როდესაც სპალეტიმ „ნაპოლის” სკუდეტო მოაგებინა და გადაწყვიტა გუნდიდან გამარჯვებული წასულიყო, „აძურის” პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ხელი მოაწერინა, რომ თუ რომელიმე სხვა გუნდს ჩაუდგებოდა სათავეში, 3 მილიონი ევროთი დაჯარიმდებოდა. რა მოხდება თუ იტალიის ფეხბურთის ფედერაცია...
პარიზიდან მიდიან…
ნეიმარმა და ვერატიმ პსჟ-ის ვარჯიში გამოტოვეს და შესაძლოა, კლუბი ორივემ დატოვოს. პარი სენ-ჟერმენის თავდამსხმელმა და ნახევარმცველმა, ნეიმარმა და მარკო ვერატიმ გუნდის 8 აგვისტოს ვარჯიში გამოტოვეს. წინა ვარჯიშზე ნეიმარმა მტკივნეული დარტყმა მიიღო კუნთის მიდამოში. ვერატის არყოფნის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ კლუბის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ ნახევარმცველს ვირუსული ინფექცია ჰქონდა. ორივე მოთამაშემ, შესაძლოა, პარიზული კლუბი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას...
პოჩეტინო ნეიმარს ვერ ხედავს
პსჟ-ის თავდამსხმელი, ნეიმარი, ამ ზაფხულს „ჩელსის“ არ შეუერთდება, – წერენ ჩვენი ინგლისელი კოლეგები. ბრაზილიელი თავდამსხმელი არ შედის „ჩელსის“ მწვრთნელის მაურისიო პოჩეტინოს გეგმებში, ამიტომ ფეხბურთელი ნაკლებად სავარაუდოა, ლონდონურ კლუბში გადავიდეს. ნეიმარი „ბარსელონადან“ პსჟ-ში 2017 წელს 222 მილიონ ევროდ გადავიდა. მას შემდეგ მან 173 მატჩი ჩაატარა, 118 ბურთი გაიტანა და 77 საგოლე პასი გააკეთა.
ტრამპი ქალების წინააღმდეგ
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, მსოფლიო ჩემპიონატიდან ქალთა ეროვნული ნაკრების ნაადრევი გავარდნის შესახებ გამოთქვა აზრი. „შემაძრწუნებელი და სრულიად მოულოდნელი მარცხი აშშ-ს ქალთა ფეხბურთის გუნდისა შვედეთთან არის სიმბოლო იმისა, რაც ხდება ჩვენს ოდესღაც დიდებულ ქვეყანაში, თაღლითი ჯო ბაიდენის ხელმძღვანელობით,“ – დაწერა ტრამპმა ტვიტერზე. 2023 წლის ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალის მატჩის ძირითადი დრო აშშ-სა და შვედეთის...
ნაპოლის ტრავმები ფრანჩესკო სინატის ბრალია?
„ნაპოლის” ახალი სეზონისთვის მზადების პერიოდში ტრავმათა ქარიშხალი დაატყდა — დაშავდა რამდენიმე ფეხბურთელი. ნეაპოლური პრესა წერს, რომ დიდი შანსია ეს ფიზიკური მომზადების მწვრთნელის ფრანჩესკო სინატის წასვლით იყოს განპირობებული. საგულისხმოა, რომ სინატის კაპიტანმა ჯოვანი დი ლორენცომ საჯაროდ სთხოვა გუნდი არ დაეტოვებინა. დაშავებათა ჯაჭვში ბოლო რგოლი ხვიჩა კვარაცხელიაა. მან „ჟირონასთან” ამხანაგური შეხვედრის მიწურულს იტკინა ფეხი. მას მარცხენა მუხლზე...
ჯერჯერობით უგუნდონი
პირველი აგვისტოსთვის ჯერ კიდევ ბევრი ცნობილი ფეხბურთელია უგუნდოდ. superdeporte წერს, რომ ესპანურ ფეხბურთში შექმნილი დელიკატური ფინანსური მდგომარეობის გამო ლა ლიგის ბევრი გუნდი შეეცდება თავისუფალი აგენტების აყვანით გავიდეს ფონს. ქვემოთ გთავაზობთ იმ ფეხბურთელების სიას, რომლებიც წამყვან ევროპულ ლიგებში წარმატებით თამაშის შემდეგ, ცდილობენ კვლავ მაღალ დონეზე შეინარჩუნონ ადგილი. დაიჩი კამადა — 26 წლის; იაპონელმა შემტევმა ნახევარმცველმა გასულ სეზონში...
ლოსანოს ბოლო დღეობა ნეაპოლში
გუშინ „ნაპოლის” მექსიკელი გარემარბი ირვინგ ლოსანო 28 წლის გახდა. როგორც „ილ მატინო” წერს, შემდეგ დაბადების დღეს ის ალბათ სხვაგან, ყველაზე დიდი ალბათობით კი ამერიკაში აღნიშნავს. „პერტენოპეელებთან” ლოსანოს კონტრაქტს ვადა ერთ წელიწადში გაუდის. შაბათს, „ჰათაისფორთან” (4:0) შეხვედრაში ის იყო „აძურის” ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც რუდი გარსიამ მოედანზე არ შეუშვა. იტალიურ პრესაში ამბობენ, რომ მართალია ლოსანომ გაზაფხულზე მიღებული...
ვინც ეხლა არ იხტუნაოს…
Chi non salta juventino è! — ეს გახლავთ „ნაპოლის” გულშემატკივართა ცნობილი შეძახილი, რომელიც ჩვენებურად რომ მოვთარგმნოთ გამოდის: ვინც ეხლა არ იხტუნაოს, ის იყოს „იუვენტუსი”. კვირა დილას კასტელ დი სანგროში სავარჯიშოდ გასულ „აძურის” ფეხბურთელებს გულშემატკივარი, რომელიც არა და არ ამთავრებს საჩემპიონო ზეიმს, ამ სიმღერით შეეგება. ამ დროს ნეაპოლელთა პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი მოედანთან ხელის გაწვდენაზე იდგა...
ქართველი ილუზიონისტი კასტელ დი სანგროში
„ნაპოლი” სეზონისწინა შეკრებას კასტელ დი სანგროში აგრძელებს. სხვადასხვა ნეაპოლურმა საიტებმა გუნდის აბრუცოს პროვინციაში ჩასვლის ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნეს, რომელთაგან ერთმა გამორჩეული ყურადღება მიიპყრო. ამ ფოტოზე „აძურის” ქართველი გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია დიდი, კლასიკური ჩემოდნით მოდის, რის გამოც მავანმა გულშემატკივარმა ის ილუზიონისტს შეადარა: „აი, ქართველი ილუზიონისტი დიდი ჩემოდნით, რომელშიც ასისტენტი უზის. ის თავის საოცარ ნომრებს ამ ასისტენტის დახმარებით...









