თავისებული ქვეყანაა იტალია, სადაც თავისებური ამბები ხდება. ჟურნალისტი ფაბრიციო დ’ესპოზიტო „ნაპოლში” ანტონიო კონტეს დანიშვნას ეხმაურება. მის წერილს თავიდან ბოლომდე არ ვთარგმნით, მაგრამ, რასაც ქვემოთ წაიკითხავთ, დ’ესპოზიტოს სიტყვებს ეყრდნობა. წერილის დასაწყისში ჟურნალისტი იგონებს Il Fatto-ში მუშაობის პერიოდს, როდესაც ანტონიო კონტე „ინტერის” თავკაცად დაინიშნა და მისმა კოლეგამ, რომელიც „ნერაძურის” გულშემატკივარი იყო გამოაცხადა, რომ დროებით თავისი საყვარელი გუნდის...
კატეგორია: აქეთურ-იქითური
ჰუმელსი, გორეცკა, ბრანდტი
გერმანიაში, ნაკრების გულშემატკივრებს შორის გამოკითხვა ჩატარდა, რის შედეგადაც დაასახელეს, რომლებიც ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრებს დააკლდებიან. გამოკითხვის შედეგების მიხედვით, სიაში პირველი ადგილი „დორტმუნდის“ მცველმა მატს ჰუმელსმა დაიკავა, რომელმაც ხმების 56,6% მიიღო. მეორე იყო ბაიერნის ნახევარმცველი ლეონ გორეცკა (34,1%), ხოლო მესამე – ასევე დორტმუნდის მოთამაშე იულიან ბრანდტი (26,7%). შეგახსენებთ, რომ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატი გერმანიაში გაიმართება....
კიეზამ შესაძლოა იუვენტუსი დატოვოს
გარემარბი ფედერიკო კიეზა არ შედის „იუვენტუსის“ ახალი მწვრთნელის ტიაგო მოტას გეგმებში. ტურინულმა კლუბმა შესაძლოა 26 წლის იტალიელის გაყიდვა განიხილოს. კიეზას სამსახურით „რომა“ დაინტერესდა, მაგრამ ფეხბურთელს ჯერ კიდევ შეუძლია „იუვენტუსის“ საწვრთნელ შეკრებაზე წავიდეს და ახალი მწვრთნელის დარწმუნება სცადოს. გასულ სეზონში კიეზამ 37 მატჩი ჩაატარა, 10 ბურთი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელი „იუვენტუსში“ „ფიერენტინა“ 2022 წლის...
N 9 – მბაპე
მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელმა კილიან მბაპემ ახალ გუნდში სათამაშო ნომერი შეარჩია. ფეხბურთელი მადრიდში მეცხრე ნომრით ითამაშებს. აღსანიშნავია, რომ მბაპეს არ მოუთხოვია მომავალი სეზონისთვის მისთვის ათი ნომრის მინიჭება. ის პატივს სცემს ნახევარმცველს და კლუბის ლეგენდას ლუკა მოდრიჩს, რომელმაც კონტრაქტი მომავალი სეზონისთვის გაახანგრძლივა. 2024 წლის 3 ივნისს მადრიდის „რეალმა“ ოფიციალურად გამოაცხადა კილიან მბაპეს გადაბირების შესახებ. ფეხბურთელს ახლა უკვე სამეფო...
არადა, ნაპოლი მეოთხეზეა
უკვე რამდენი სეზონია რაც napolipiu სერია A-ს ცხრილს ადგენს მსაჯთა შეცდომების გარეშე. ასეთი ანგარიშის დროს ფსიქოლოგიური გავლენების გათვალისწინება შეუძლებელია, მაგრამ ტექნიკურ-არითმეტიკული მხარე მკაფიოდ ჩანს. ნეაპოლური პორტალი წერს, რომ წლევანდელმა საბოლოო დათვლამ აჩვენა, რომ „ინტერი” დამსახურებულად გახდა იტალიის ჩემპიონი. არც გასავარდნთა ზონაში შეიცვლებოდა რამე, მაგრამ ბევრი გუნდი, მათ შორის „ნაპოლი” სხვა პოზიციაზე გავიდოდა. napolipiu ამტკიცებს, რომ...
კვარაცხელია, (მორიგი) ვითომ კარგი იდეა პარიზელთათვის
მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად წარმატებული სეზონი ჰქონდა, საფრანგეთის ჩემპიონიც გახდა, თასიც მოიგო და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშიც გავიდა, „პარი სენ ჟერმენი” იძულებულია შეტევა გააძლიეროს. მიზეზი? გუნდი დატოვა კილიან მბაპემ, რომელსაც წელიწადში 30 გოლი გაჰქონდა. და მართალია საფრანგეთის ნაკრების კაპიტანს თვეობით აკრიტიკებდნენ, ახლა გასარკვევია ვინ შეავსებს ამ დანაკლისს? დღეს, როდესაც საფრანგეთის დედაქალაქში მატვეი საფონოვის დონარუმას დუბლიორად ჩამოყვანაზე...
გზისგასაყარზე
კილიან მბაპე „პარი სენ ჟერმენიდან” მიდის. შვიდნომრიანი მაისურა თავისუფლდება. იტალიური „კორიერე დელო სპორტი” წერს, რომ ამ მძიმე მემკვიდროების გადასაცემად პარიზელებს მთავარ ფავორიტად ქართველი ხვიჩა კვარაცხელია ჰყავთ შეგულებული, რომელიც პურსა და კრიშტიანუ რონალდუს გულშემატკივრობაზეა გაზრდილი. შვიდნომრიანი მაისურის ჩაცმა კვარაცხელიას „ნაპოლიშიც” შეუძლია. ორი წლის წინ როდესაც ის ნეაპოლში ჩავიდა საყვარელი ნომერი დაკავებული დახვდა, ის ელიფ ელმასს ეცვა...
ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია?
დასრულდა ლა ლიგის სეზონი. მართალია, „ვალენსიამ” ბოლო ექვს ტურში ერთი თამაშიც ვერ მოიგო, მაგრამ ამ კლუბისთვის ის ცუდი არ ყოფილა. ახლა კი სატრანსფერო პერიოდი იწყება და თუკი „ღამურათაგან” ვინმე გაიყიდება, უპირველეს ყოვლისა ეს ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი იქნება. გიორგი „ვალენსიას” 2023-24 წლების ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელია. მან 37 შეხვედრაში 3285 წუთი ითამაშა, გაუშვა 41 გოლი, 13-ჯერ...
საშუალო სკოლის მასწავლებელი უნივერსიტეტში
ორი დღეა იტალიურ მედიაში აგენტი მარიო ჯიუფრედი გააქტიურდა. ამის მიზეზი გახლავთ „ნაპოლის” კაპიტანი ჯოვანი დი ლორენცო და მისი კონფლიქტი კლუბთან. Tele A-ს ეთერში ლაპარაკისას ჯიუფრედი „აძურის” თავკაცს ფრანჩესკო კალცონას გადასწვდა. მოგეხსენებათ, კალცონა „ნაპოლის” გარდა სლოვაკეთის ნაკრების მწვრთნელიც არის და გუნდი ევროპის ჩემპიონატზე მიყავს. სერია A-ს ბოლო შეხვედრაში, „ლეჩეს” წინააღმდეგ, კალცონამ დი ლორენცო შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე...
რას ურჩევს სპალეტი კონტეს?
„ნაპოლის” ყოფილი თავკაცი ლუჩანო სპალეტი სადაცაა იტალიის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე წაიყვანს. ამის მიუხედავად Sky Sport 24-თან ინტერვიუში მან გამოძებნა დრო და „პარტენოპეიზეც” ილაპარაკა. ქვემოთ გთავაზობთ ამონარიდებს ამ საუბრიდან: — „ნაპოლის” სეზონმა ალბათ გაგაკვირვათ. როგორ ფიქრობთ, ასეთი ცუდი ჩემპიონატის შემდეგ ახალი გუნდის ასაშენებლად ანტონიო კონტე სწორად შერჩეული კანდიდატურაა? — ეს მე არ ვიცი. რასაკვირველია კონტე იტალიაში...









