კატეგორია: აქეთურ-იქითური

Home აქეთურ-იქითური
ევრო 2024: იტალიელთა ძლიერი და სუსტი მხარეები
ჩანაწერი

ევრო 2024: იტალიელთა ძლიერი და სუსტი მხარეები

იტალიის ნაკრებისთვის ევრო 2024 შაბათს ალბანეთთან თამაშით იწყება. იტალიელებთან და ალბანელებთან ერთად B ჯგუფში არიან ესპანეთი და ხორვატია. The Athletic-მა, რომელიც „ნიუ იორკ თაიმსის” დამატებაა, ლუჩანო სპალეტის გუნდი დაახასიათა. პირველი, რაზეც გამოცემამ ყურადღება გაამახვილა, „სკუადრა აძურას” დაცვა გახლავთ. მისი აზრით, მარტამდე სპალეტი ითხკაციანი უკანა ხაზის დალაგებას აპირებდა, მაგრამ მერე გამოაცხადა, რომ რაღაც თანამედროვეს გაკეთება უნდოდა...

გრაციანი: ხვიჩასთან დაკავშირებით კონტეს დავურეკავ და ვეტყვი სისულელე არ ჩაიდინოს
ჩანაწერი

გრაციანი: ხვიჩასთან დაკავშირებით კონტეს დავურეკავ და ვეტყვი სისულელე არ ჩაიდინოს

ფრანჩესკო გრაციანი 1982 წლის იტალიელი მსოფლიოს ჩემპიონია, რომელიც ყველაზე მეტად „ტორინოში” თამაშით არის ცნობილი, მაგრამ 80-იან წლებში „ფიორენტინას”, „რომასა” და „უდინეზეს” თავდამსხმელიც იყო. 71 წლის გრაციანიმ რადიო Kiss Kiss-თან ინტერვიუში „ნაპოლის” შესახებ ილაპარაკა და კერძოდ ხვიჩა კვარაცხელიას შეეხო. „კვარაცხელია? თუ ანტონიო კონტეს ის თავისი პროექტის ნაწილად მიაჩნია, მაგრამ თავდამსხმელის უკან უპირებს გადაყვანას, მე მას დავურეკავ...

კონტემ დი ლორენცოს პირადად დაურეკა, მაგრამ…
ჩანაწერი

კონტემ დი ლორენცოს პირადად დაურეკა, მაგრამ…

„ნაპოლის” კაპიტნისთვის ჯოვანი დი ლორენცოსთვის მნიშვნელოვანი დღეები დგას, წერს spazionapoli და ადასტურებს, რომ მარჯვენა მცველმა კლუბს ტრანსფერი მოსთხოვა. ფეხბურთელმა განაცხადა, რომ მისი თავგადასავალი „დიეგო მარადონაზე” დასრულებულია და ამიერიდან ახალ გუნდში აპირებს თამაშს. ეს ახალი გუნდი კი „იუვენტუსია”. ცნობილი გახდა, რომ დი ლორენცო ტურინულ კლუბს უკვე ელაპარაკა. ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან „იუვეს” სპორტული დირექტორი კრისტიან ჯიუნტოლი...

საქართველო დაინომრა და პოდგორიცაშია…
ჩანაწერი

საქართველო დაინომრა და პოდგორიცაშია…

უეფა-ს ოფიციალურ ვებგვერდზე ევროპის ჩემპიონატისთის საქართველოს ნაკრების საბოლოო განაცხადი გამოქვეყნდა და ცნობილი გახდა, მომავალ ჩემპიონატზე ვინ რა ნომრიანი მაისურით ითამაშებს. გიორგი ლორია ოთარ კაკაბაძე ლაშა დვალი გურამ კაშია სოლომონ კვერკველია გიორგი ქოჩორაშვილი ხვიჩა კვარაცხელია ბუდუ ზივზივაძე ზურიკო დავითაშვილი გიორგი ჩაკვეტაძე გიორგი ქვილითაია ლუკა გუგეშაშვილი გიორგი გოჩოლეიშვილი ლუკა ლოჩოშვილი გიორგი გველესიანი ნიკა კვეკვესკირი ოთარ კიტეიშვილი სანდრო...

კვარაცხელიას სხვა ფუნქცია ნაკრებში
ჩანაწერი

კვარაცხელიას სხვა ფუნქცია ნაკრებში

საქართველოს ნაკრები და ხვიჩა კვარაცხელია თავიანთი პირველი ევროსთვის ემზადებიან. იტალიურ მედიაში წერენ, რომ „ნაპოლის” ვარსკვლავი ეროვნული გუნდის ლიდერია და შეეცდება ჯგუფური ეტაპი წარმატებით დაძლიოს. ამ ეტაპზე კი ქართველების მეტოქეები არიან თურქეთი, ჩეხეთი და პორტუგალია. The Athletic-მა შეჯიბრების დაწყების წინ საქართველოს ნაკრები გააანალიზა, უფრო სწორედ კი ყურადღება კვარაცხელიაზე გაამახვილა. მედია საშუალება წერს, რომ საქართველო 5-3-2 განლაგებით...

ლუკაკუ მხოლოდ იყიდება
ჩანაწერი

ლუკაკუ მხოლოდ იყიდება

მას მერე, რაც „ნაპოლის” თავკაცად ანტონიო კონტე დაინიშნა, გახშირდა ლაპარაკი რომელუ ლუკაკუს შესახებ. ამბობენ, რომ ახალ მწვრთნელს 31 წლის ბელგიელი, რომელმაც წუხელ ამხანაგურ შეხვედრაში ლუქსემბურგის კარში ორი გოლი გაიტანა (ბელგიამ მოიგო 3:0), ვიქტორ ოსიმენის წასვლის შემდეგ ცენტრალურ თავდამსხმელად სჭირდება. ლუკაკუ მართალია ბოლოს „რომაში” თამაშობდა, მაგრამ „ჩელსის” საკუთრებაა, დასავლეთ ლონდონის კლუბი კი მისი გაყიდვით არის დაინტერესებული....

ჯვაროსნები და სხვა მეტსახელები
ჩანაწერი

ჯვაროსნები და სხვა მეტსახელები

ახლოვდება ევრო 2024, საქართველოსთვის ისტორიული ჩემპიონატი, რომელსაც ცხადია თავისი ოფიციალური საიტიც აქვს. ამ ინტერნეტ-გვერდზე გამოქვეყნდა შეჯიბრების მონაწილე ნაკრებების მეტსახელთა ჩამონათვალი თავიანთი განმარტებებით. არ არის გამორიცხული, რომ ზოგი ქვეყნის ნაკრებს მეტსახელით აქტიურად არავინ მოიხსენიებს, ხოლო ზოგისთვის მეტსახელი მეორე სახელიც კი არის, მაგალითად, როგორც „ტარტანთა არმიაა” შოტლანდიისთვის. გთავაზობთ ჩვენი F ჯგუფის გუნდების მეტსახელებს და მათ განმარტებებს: თურქეთი...

ლობოტკა: ჩვენს ხელში გვარდიოლაც საშუალო მწვრთნელი გამოჩნდებოდა
ჩანაწერი

ლობოტკა: ჩვენს ხელში გვარდიოლაც საშუალო მწვრთნელი გამოჩნდებოდა

„ნაპოლის” ნახევარმცველი სტანისლავ ლობოტკა სლოვაკეთის ნაკრებთან ერთად ევრო 2024-ისთვის ემზადება და რამდენიმე დღეში შეჯიბრებაში ჩართვება. სწორედ იქ, ნაკრების საწვრთნელ ცენტრში ისაუბრა „აძურის” 2022-23 წლების ერთ-ერთმა საუკეთესო მოთამაშემ კლუბსა და მის პრობლემებზე. „ახლა თავს უკეთ ვგრძნობ. სეზონის შედეგებზე რა გითხრათ, რაც იყო ის იყო. გონებით მეტი გვინდოდა, მაგრამ ფიზიკურად ვერ შევძელით. რას იზამ, ასეთია ფეხბურთი. ახლა,...

კუნთების ჯადოქარი კონტეს მეთოდის შესახებ
ჩანაწერი

კუნთების ჯადოქარი კონტეს მეთოდის შესახებ

პაოლო ბერტელი იტალიაში კუნთების ჯადოქრის სახელით არის ცნობილი. ფიზიკური მომზადების მწვრთნელს ფეხბურთში მრავალი წელი უმუშავია და სახელიც გაუთქვამს, როგორც მაღალი დონის სპეციალისტს. დღეს ის „სამპდორიაში” ანდრეა პირლოს ეხმარება. ბერტელის უმუშავია ისეთ მწვრთნელებთან, როგორებიც არიან ლუჩანო სპალეტი, კლაუდიო რანიერი, რობერტო მანჩინი და ანტონიო კონტე, რომელიც როგორც „ნაპოლის” ახალი თავკაცი ჩვენი ინტერესის საგანს წარმოადგენს. კონტემ და ბერტელიმ...

ბოთლების სროლა გასახდელში
ჩანაწერი

ბოთლების სროლა გასახდელში

„ნაპოლის” ახალი მწვრთნელი ჰყავს. როგორი კაცია ანტონიო კონტე? რა თვისეებით გამოირჩევა? ანდრეა პირლო იგონებს, რომ გაცეცხლებულ ანტონიო კონტეს შესვენებების დროს ბოთლების სროლა უყვარდა. „იუვენტუსის” ყოფილი ნახევარმცველი სიცილით ჰყვებოდა, რომ „მილანიდან” „იუვენტუსში” ახალგადასულმა, არ იცოდა, რომ გასახდელში სახიფათო ადგილებიც არსებობდა. ეს ის ადგილები იყო, სადაც მწვრთნელის მიერ ნასროლი ბოთლები ახდენდა ზღართანს. სახიფათო კუთხეებში მსხდომ ფეხბურთელებს მოქნილობის...