დაირხა ხმა, რომ „პარი სენ ჟერმენის“ ბრაზილიელი ვარსკვლავის, ნეიმარის მამა ნეიმარი-უფროსი მადრიდში ჩავიდა, სადაც „რეალის“ პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს შეხვდა და მისი ვაჟის „რეალში“ გადასვლის პერსპექტივაზე ელაპარაკა. მოგეხსენებათ, ნეიმარი ესპანეთიდან საფრანგეთში სულ რამდენიმე თვის წინ გადაბარგდა. მანამდე ის „ბარსელონას“ ფეხბურთელი იყო, რომლისგანაც პარიზელებმა არნახულ თანხად, 222 მილიონ ევროდ იყიდეს. პსჟ-ში გადასვლის შემდეგ ნეიმარმა 12 შეხვედრაში 11...
კატეგორია: აქეთურ-იქითური
კუბალას ქუჩა ბარსელონაში
ორშაბათს, ჩატარდა „ბარსელონას“ დირექტორატის მორიგი კრება, რომელიც წინა კრებებისგან სიმშვიდით გამოირჩეოდა. განიხილეს სამი საკითხი, რომელთაგან ორი სამეურნეოა და ფართო საზოგადოების ინტერესს არ წარმოადგენს, მესამეზე კი ღირს შეჩერება. საქმე ის არის, რომ ბარსელონაში უნგრეთის წარმომადგენლობამ კლუბს მიმართა წერილით, რომელშიც მას ქალაქის მუნიციპალიტეტთან შუამდგომლობა სთხოვა. უნგრელებს სურთ, რომ კატალონიის მთავარ ქალაქში ერთ-ერთ ქუჩას ლეგენდარული ფეხბურთელის ლადისლაო კუბალას...
ბერნაბეუ, რომელიც თბილისის “დინამოსთან” დამარცხდა
ათ ნოემბერს ესპანეთის კინოთეატრებში შედგება დოკუმენტური ფილმის „ბერნაბეუს“ პრემიერა. სახელწოდება მეტყველია: ფილმი იმ ადამიანის შესახებაა, რომელმაც მთელი ცხოვრება მადრიდის „რეალს“ მიუძღვნა. ის გახლდათ „თეთრების“ ფეხბურთელი და კაპიტანი, ხოლო სპორტსმენის კარიერის დასრულების შემდეგ სიკვდილამდე კლუბის პრეზიდენტი იყო. „ბერნაბეუ“ ცნობილი პროდიუსერის, იგნასიო სალასარ-სიმპსონის სარეჟისორო დებიუტია. მანამდე სალასარ სიმპსონს, როგორც პროდიუსერს, გადაღებული აქვს ესპანეთში ისეთი ცნობილი ფილმები, როგორებიცაა...
თეო, ძმა ხარ !
„ატლეტიკოს“ თავდამსხმელის ანტუან გრიზმანის ძმას დიეგო სიმეონეს ტაქტიკა უკვირს. „დეპორტივოსთან“ მატჩისას თეო გრიზმანის კომენტარები ასეთი იყო: „40 მეტრით აიწევს გუნდი, 80 მეტრით უკან ბრუნდება. ასე მეორდება ერთი და იგივე, არ მესმის რატომ. ანტუანი 6 ნომრად თამაშობს. ასე მგონია, რომ ყოველთვის ერთიდაიგივე მატჩს ვუყურებ და „ატლეტიკოს“ ტაქტიკაში არაფერი იცვლება. ანტუანი უბურთოდ მომენტს ვერ ქმნის და იქნებ...
ქარიმის შეტევა ქარმა წაიღო 🎥
ლა ლიგაში “ჟირონასთან” და ჩემპიონთა ლიგაში “ტოტენჰემ ჰოთსპურთან” დამარცხების შემდეგ, “რეალმა” მოიგო. მადრიდელებმა შინ, “სანტიაგო ბერნაბეუზე”, 3:0 აჯობეს “ლას პალმასს”. გოლები გაიტანეს კაზემირომ, მარკო ასენსიომ და ისკომ. განსაკუთრებით ლამაზი ასენსიოს გოლი გამოვიდა, მაგრამ გამარჯვებასთან ერთად ყურადღება მიიპყრო იმ ფაქტმა, რომ ზინედინ ზიდანის გუნდის თავდამსხმელებმა, კრიშტიანო რონალდუმ და ქარიმ ბენზემამ კვლავ ვერ შეაგდეს. თუმცა, რონალდუს საყვედური...
ბურთმა დასცინა, ხალხი – აცინა 🎥
სახორხოცო ამბავი დაემართა „გლადბახთან“ მატჩში ( 1:1 ) რობინ ცენტნერს – „მაინცის“ მეკარეს. პენალტის ნიშნულთან ბურთი ერთი შეხებით ეგონა რომ გააჩერა, მაგრამ გაეპარა და ჰაერში ამაოდ უქნევდა ფეხს საპენალტე თეთრ ლაქას. მერე კი დაეწია გაპარულს და მცველებიც წამოეშველნენ გაეშმაკებული ბურთის საჯარიმოდან გაძევებაში. ნამატჩევს თქვა, თვალის კუთხით თეთრ წერტილს ვხედავდი ქვემოთ და ბურთი მეგონაო.
ჩაიწერეთ: ნული, ნული, ნული
ისტორიაში ჩასაწერი ნულები შეგროვდა პრიმერა დივიზიონში მე -11 ტურის შემდეგ. „ბარსელონა“, „ატლეტიკო“, „ვალენსია“ – სამი წაუგებელი გუნდი 11 ტურის მერე 1996 წლის აქეთ არ ყოფილა. 10 მოგებით და ერთი ფრით „ბარსამ“ ძველი შედეგი გაიმეორა , „ვალენსიამ“ კი 8 მოგებით და 3 ფრით ახალი ფურცელი ჩააკერა კლუბის დავთარში. მადრიდის „ატლეტიკომ“ მესამედ მოახერხა, რომ 11 ტურმოლეულს წაგება...
მახინჯები
ვინ მოსთვლის რამდენჯერ გვსმენია ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ დაიწუნა მავანმა მწვრთნელმა ახალგაზრდა ფეხბურთელი ფიზიკური მონაცემების გამო და მწარედ შეცდა. გასულა დრო და ყმაწვილისგან ვარსკვლავი დამდგარა, მისი დაწუნების ისტორია კი ანეკდოტად ქცეულა. ასეთი რამ ყველგან ხდება. ქართული ფეხბურთის ლეგენდას, დავით ყიფიანს, მაგალითად, ჭაბუკობისას უთხრეს, წადი “სკრიპკაზე” დაუკარი, ძვლებით სავსე ტომარა ხარო… დაახლოებით, ასეთივე რამ გადახდენიათ...
შეყვარებული მორატა 🎥
კვირას, 5 ნოემბერს, “ჩელსის” “მანჩესტერ იუნაიტედთან” დიდი ჯახი ელის. ეს მატჩი ლონდონში, “სტემფორდ ბრიჯზე”, საქართველოს დროით 20 საათსა და 30 წუთზე დაიწყება. მანამდე კი, “ლურჯების” ესპანელი ფორვარდი ალვარო მორატა შინ, ცოლს შესციცინებს. აბა, მხოლოდ ფეხბურთზე მტერმა იფიქროს! ფოტო, სადაც ალვაროს ალის კამპელო ჰყავს ატაცებული, ხოლო მათი მდიდრული ბინის აივნიდან თემზის ხედი ჩანს, ფეხბურთელმა თავად გამოფინა ინსტაგრამზე....
“რეალს” უჭირს!
მადრიდის “რეალს” მიმდინარე სეზონში გოლების გატანა უჭირს: 18 შეხვედრაში მხოლოდ 36-ჯერ შეაგდო. საშუალოდ, თამაშში ორი გოლი გამოდის. შარშან, ამ დროისთვის, “ლოს ბლანკოსს” 11-ით მეტი, 47 ჰქონდა გატანილი; თანაც სამი შეხვედრით ნაკლები ჩატარებული. ანუ, ერთი წლის წინ საშუალო მაჩვენებელი იყო 3,13. ბოლო შეხვედრაში, “ტოტენჰემთან”, რომელიც მადრიდელებმა 1:3 წააგეს, მათ ცხრაჯერ დაარტყეს კარში და მხოლოდ ერთხელ შეაგდეს,...









