საფრანგეთის ტოპ 14-ის მე-5 ტურში ბორჯღალოსანმა გიორგი ახალაძემ მორიგი ლელო გაიტანა, ხოლო პრო დ2-ის მე-6 ტურში ქართული ღირსშესანიშნაობების მთელი კასკადი დაფიქსირდა. სასიამოვნო ცნობა ინგლისიდანაც მოვიდა, სადაც ლუკა ივანიშვილს პრემიერშიპში დებიუტი ჰქონდა. ტოპ 14 „კლერმონმა“ ლიგაში დიდი პაუზის შემდეგ დაბრუნებულ „მონტობანს“ უმასპინძლა და ანომალიური ანგარიშით დაამარცხა – 84:31. „ვულკანების“ ლელოთა ორნიშნა რიცხვში თავისი წვლილი გიორგი ახალაძემაც...
Author: სლავა გასპაროვი
კვაჭთა უქმეები
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ტოპ 14-ის მე-4 ტურში ქართველთა სოლიდური წარმომადგენლობა იყო – 7 მატჩში 17-მა ჩვენებურმა მიიღო მონაწილეობა, ხოლო პრო დ2-ში ქართველთა რიცხვი თითქმის რეკორდული იყო – 25! გარდა ამისა, ინგლისში სტარტი პრემიერშიპმა აიღო და ბაჩუკი ჭუმბაძის ინგლისური დებიუტიც შედგა. ტოპ 14 ქართველთაგან ამ ტურში ქულების დაგროვება მხოლოდ გელა აფრასიძემ მოახერხა: „პერპინიანის“ ბორჯღალოსანმა 9 ნომერმა...
შეუჩერებელი ახალაძე და დაჩის მე-4
საფრანგეთის ელიტურ დივიზიონებში მოასპარეზე ქართველები არ ცხრებიან და გასულ უქმეებზე საზოგადოებამ მათ მიერ გატანილი კიდევ 5 ლელო იხილა. იყო ქართული ჯარიმებიც, გარდასახვებიც, ამასთან, ტოპ 14-ის ქართველთა რიცხვს ახალგაზრდა ბურჯი ნუგზარ სომხიშვილიც დაემატა… ტოპ 14 „კლერმონმა“ სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმა – ყოფილ ლიდერ „პოს“ საკუთარ მოედანზე 50 ქულა გაუტანა, 27 გაუშვა და ბონუსიც მიიღო. „ყვითელი წყალქვეშა...
პაპუნაშვილი მთავარმექულეა
გასულ უქმეებზე სარაგბო საფრანგეთი ქართული საოცრებების მოწმე გახდა. ტოპ 14-ის მე-2 ტურში შედგა დავით ნინიაშვილის დებიუტი „ლა როშელში“ რომელიც ქართველმა ვარსკვლავმა, ცხადია, ლელოთი აღნიშნა. ამასთან, ტულონელი ბექა გიგაშვილი ამ ლიგის ტურის სიმბოლურში მოხვდა. პრო დ2-ში ჩვენებურთა წარმატებებს კი შესამჩნევად უფრო მასშტაბური ხასიათი ჰქონდა და აქ უმთავრესად კვლავ დაჩი პაპუნაშვილი იგულისხმება. ტოპ 14 დავით ნინიაშვილი „ლა...
დაჩის ზღაპარი
საფრანგეთში სტარტი რაგბის ჩემპიონატის მთავარმა ლიგა ტოპ 14-მა აიღო. მოგეხსენებათ, მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი სარაგბო ლიგის კლუბებში 50-მდე ქართველი ირიცხება და ცხადია, ჩვენი ყურადღების ცენტრშიც ისინი იქნებიან. პარალელურად, უფრო მრავალქართველიან პრო დ2-ში უწარმატებულესი პირველი ტურის შემდეგ მეორე ტურიც შედგა. ტოპ 14 სეზონის სტარტი ინდივიდუალური თვალსაზრისით ყველაზე წარმატებული ბორჯღალოსან ბურჯ გიორგი ახალაძეს გამოუვიდა. მისმა „კლერმონმა“ შინ „ტულუზს“...
ტოპ 14 და უპრეცედენტო ქართველობა
შაბათს, 6 სექტემბერს, სტარტს აიღებს ევროპისა და მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი შიდა სარაგბო ჩემპიონატი. ტოპ 14-ს ამ სტატუსს ის ფაქტი ანიჭებს, რომ ევროპის რაგბის ჩემპიონთა თასს ბოლო რამდენიმე წელია, სწორედ ფრანგული კლუბები იგებენ, თანაც ამ ტურნირის მონაწილე კლუბების ღირსებას არა მხოლოდ საფრანგეთის ნაკრების წევრები იცავენ, არამედ ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის ნაკრებთა მოქმედი წევრების გამოკლებით, მსოფლიო უკაშკაშესი...
ქართველთა 7-ლელოიანი სტარტი
ეს იყო წარმოუდგენელი ტური. საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის რანგით მეორე დივიზიონ პრო დ2-ში პირველი ტურის 8 მატჩიდან 5-ში ქართველებმა ლელოს გატანა მოახერხეს. ტურში 20-მა ქართველმა მორაგბემ მიიღო მონაწილეობა და 7-მა მათგანმა სეზონის სტარტი ლელოთი აღნიშნა, ეს კი უპრეცედენტო შემთხვევაა. გასული სეზონის მიწურულს პრო დ2-ში ადგილის მხოლოდ პლეი-ოფის მოგების წყალობით შენარჩუნების შემდეგ „ორიაკმა“ ახალი სეზონი ბრწყინვალე გამარჯვებით...
ახალ სეზონში 49 ქართველით
პარასკევს, 29 აგვისტოს საფრანგეთში სარაგბო ჩემპიონატის ლიგა პრო დ2 დაიწყება და წინასწარი მონაცემებით, პროფესიონალ-ესპუარებიანად მასში 49 ქართველი მორაგბე ჩაებმება. რაღა თქმა უნდა, საკუთრივ ჩემპიონატში ყველა მათგანი ვერ მიიღებს, რადგან ბევრი პრო დ2-ელი ქართველი იუნიორთა ასაკისაა და თამაში ესპუარების ჩემპიონატში მოუწევს. თუმცა, 16-გუნდიანი ლიგის სასეზონო განაცხადში 49 ქართველის ფიგურირება საკმაოდ შთამბეჭდავი მონაცემია. ამ 49 კაცს შორის...
მოგება, წაგება და ფრე აფრიკიდან
საქართველოს 18 წლამდე ასაკის მორაგბეთა ნაკრებმა სამხრეთაფრიკული ტურნე ოფიციალური სახელწოდებით „18-წლამდელთა საერთაშორისო სერია“ ირლანდიის ნაკრებთან ზავით დაასრულა – 13:13. ზურაბ ამონაშვილის გუნდმა დასკვნითი მატჩი სამხრეთ აფრიკის ქალაქ პაარლში წვიმასა და აზელილ გაზონზე ირლანდიასთან პირველი ტაიმი უქულოდ დაასრულა, მეტოქეს ორი ლელო დაადებინა (ორივე გარდაუსახავი დარჩა) და შესვევნებაზე 10-ქულიანი ჩამორჩენით გავიდა – 0:10. მეორე ტაიმი კი, ნორჩმა...
შავი ლომი მესხზე იწყებს
6 დეკემბერს „შავი ლომი“ თავის მესამე ევროკამპანიას წამოიწყებს: პირველი ქართული პროფესიული სარაგბო ფრენჩაიზი ჩელენჯ თასის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში თბილისის „მიხეილ მესხზე“ სახელოვან ფრანგულ „მონპელიეს“ უმასპინძლებს. ჩელენჯ თასის 2025-2026 წლების გათამაშება „შავი ლომისთვის“ ზედიზედ მესამე იქნება. შარშან და შარშანწინ ქართულმა ფრენჩაიზმა ჯგუფში თითო მატჩის ოგება მოახერხა, შესაბამისად, ფრანგულ „ვანთან“ და უელსურ „სკარლეტსთან“, თუმცა, პლეი-ოფში გასვლა...









