ახალგაზრდა ქართველმა ბურჯმა გიორგი ნუცუბიძემ, საფრანგეთის პრო დ2-ის „ბიარიცთან“ კონტრაქტი ოთხი წლით, 2024 წლამდე გაახანგრძლივა. „ლელო-სარასენსის“ აღზრდილმა მორაგბემ 2018 წელს საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო რაგბის ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა, რის შემდეგაც „ბიარიცის“ ესპუართა გუნდში გადავიდა, წინა სეზონში კი პირველ გუნდში დაწინაურდა პრო დ2-ის 19 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ახალი კონტრაქტის პირობების თანახმად, 21 წლის ნუცუბიძე...
Author: სლავა გასპაროვი
ქართველები ბურჯებში
ფრანგული გამოცემა rugbyrama აგრძელებს მკითხველთა გამოკითხვას და პანდემიის გამო შეწყვეტილი 2019-2020 წლების სეზონის სიმბოლური ნაკრების შედგენას. მარჯვენა ბურჯის პოზიციაზე სულ 8 კანდიდატი შეირჩა და მათგან სამი ქართველია. ტრადიციულად, ჩამონათვალს თან მოკლე დახასიათება ახლავს: ბექა შეყლაშვილი (კოლომიე): 33 წლის ქართველი მესამე სეზონს ატარებს „კოლომიეში“ და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საუკეთესოა ამ პოზიციაზეა. მან გასულ სეზონი 14...
ნუცუბიძის ფრანგული სიმბოლური
ფრანგული „ბიარიცის“ახალგაზრდა ქართველი ბურჯი გიორგი ნუცუბიძე rugbyrama-ს პრო D 2-ის რჩეულებში მოხვდა. პოპულარული სარაგბო გამოცემა მკითხველებს მეორე ელიტარული დივიზიონის სიმბოლური ნაკრების შერჩევას სთავაზობს და მარცხენა ბურჯების პოზიციაზე 8 კანდიდატს სთავაზობს, რომელთა შორის 21 წლის ნუცუბიძეც არის. „ის ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა, თუმცა ამ სეზონში ბასკურ კლუბში საკმარისი რაოდენობის თამაშები ჩაატარა – 19 და, 7-ჯერ იყო...
რევაზ გიგაურმა კარიერა დაასრულა
საქართველოს ნაკრების უკანახაზელმა რევაზ გიგაურმა, „ნიცაში“ გატარებული 4 სეზონის შემდეგ მორაგბის კარიერა დაასრულა. კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, ის გუნდში ტექნიკური მენეჯერის თანამდებობაზე დარჩება და აკადემიაში, ასევე სკოლებთან იმუშავებს. 36 წლის ვეტერანს სხვადასხვა დროს „მონლუსონში“, „მასიში“, „ფიჟაკში“ უთამაშია. 2006-2015 წლებში გიგაურმა საქართველოს ნაკრების მაისურით 39 მატჩი ჩაატარა (2 ლელო). ის 2007 და 2011 წლების მსოფლიო თასის...
ასიეშვილი რუანში წავიდა
საქართველოს ნაკრების ბურჯი კარლენ ასიეშვილი კარიერას პრო დ2-ის „რუანში“ გააგრძელებს. 33 წლის ბურჯმა, რომელსაც „ორტეზსა“ და „ორიაკში“ უთამაშია, „ბრივში“ 7 სეზონი გაატარა, თუმცა წლეულს მას კონტრაქტი აღარ გაუხანგრძლივეს. 2008-2019 წლებში ასიეშვილს ნაკრების კვართით 35-ჯერ უთამაშია და 6 ლელო გაიტანა. ის 2015 წლის მსოფლიო თასის მონაწილეა. „რუანში“ მას საქართველოს ნაკრების უკანახაზელი თამაზ მჭედლიძე დახვდება.
ვვა აფციაური
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და თბილისის „ლოკომოტივის“ უკანახაზელი გიორგი აფციაური კარიერას რუსეთის პრემიერლიგის „ვვა-პოდმოსკოვიეში“ გააგრძელებს. 26 წლის მორაგბეს 2014-2019 წლებში ნაკრების კვართით 25 მატჩი აქვს ჩატარებული, მათ შორის 4 – 2015 წლის მსოფლიო თასზე. 2018 წლის საქართველოს ჩემპიონი, 2019 წლის მსოფლიო თასის წინ გაფართოებულ შემადგენლობაში იყო, თუმცა საბოლოო განაცხადში ვერ მოხვდა.
დიდი 10 ჯერ უცნობია
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის, გოჩა სვანიძის განცხადებით, დიდი 10-ის განახლების საკითხი გადაწყვეტილი არაა და ის ბევრ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული. მან თქვა, რომ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტი კლუბების ფინანსური მდგომარეობაა, რომელიც სახარბიელო არაა: „კლუბებმა ერთმანეთში უნდა მოილაპარაკონ და გადაწყვეტილება ამის მიხედვით მიიღონ. ჩემი აზრით, საშეჯიბრო კომიტეტმა სავარაუდო ვადების გამოქვეყნება იჩქარა. ეს არაა გადაწყვეტილება, რადგან საბოლოო გადაწყვეტილებას გამგეობა...
დიდი 10 ორ თვეში
საქართველოს რაგბის კავშირის გადაწყვეტილებით, დიდ 10-ში თამაშები სავარაუდოდ 24-26 ივლისს, ან 31 ივლისს – 1 აგვისტოს განახლდება. ეს დამოკიდებული იქნება ქვეყანაში COVID 19-ის პანდემიის გავრცელების მასშტაბებსა და სახელმწიფოს რეკომენდაციებზე. მანამდე, გუნდებს ეძლევათ რეკომენდაცია განაახლონ ინდივიდუალური ვარჯიშები 22 მაისიდან, ხოლო 1 ივნისიდან ჯგუფურად, სპეციალური მოთხოვნების დაცვის პირობით. ჩემპიონატის დათქმულ ვადებში განახლების შემთხვევაში, ჩატარდება რეგულარული პირველობის ოთხივე...
ჯიგარი !!!
ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. ასეა სპორტსმენების კარიერაც. ვინც გამორჩეულია, საზოგადოება მის ყველა ნაბიჯს დიდი ყურადღებით აკვირდება, ვინც ღირსეულია – ბავშვებისთვის სამაგალითო ხდება, ხოლო ვინც თან წარმატებულია – მთელ ერს უყვარდება! და როცა კარიერის დასრულების დრო დგება, მადლიერი ქომაგი თვალაცრემლებული ფეხზე წამოუდგება ხოლმე, დაუსრულებელი ოვაციებით, აღფრთოვანების ყიჟინით თვალცრემლიანს აცილებს… ჰოდა, მამუკა გორგოძეც სწორედ ის კაცია,...
ბომონტი 28:23 პიჩოტი
ბებერმა კონტინენტმა ცვლილებები იუარა და „მსოფლიო რაგბის“ პრეზიდენტად სერ ბილ ბომონტი დატოვა. 27-30 აპრილს შემდგარ ელექტრონულ არჩევნებში ინგლისელმა ფუნქციონერმა თავის არგენტინელ ოპონენტს 28:23 მოუგო და მომდევნო 4 წლის განმავლობაში მსოფლიო რაგბის მბრძანებელი იქნება. თუმცა, ყველამ კარგად იცის, რომ ბომონტის ძალაუფლება რამდენადმე პირობითია, რადგან სპორტის ამ სახეობაში მთავარი გავლენა ევროპული „6 ერის“ ხელმძღვანელობის ხელთაა. ამ ყბადაღებული...









