საქართველოს მთავრობის მეთაური გიორგი გახარია კლუბების საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ დახმარებას დაპირდა. მთავრობა რაგბის კავშირს ფინანსურად დაეხმარება, ჩემპიონატი კი სექტემბერში განახლდება. „სახელმწიფო რაგბს ყოველთვის გვერდში ედგა და ახლაც თანადგომა გამოგვიცხადა. პრემიერ მინისტრი დაგვპირდა, რომ ჩემპიონატის დაწყებამდე ფინანსურად დაგვეხმარება,“ – განაცხადა რაგბის კავშირის გამგეობის წევრმა გოჩა მაჭავარიანმა. „პრემიერი დაგვპირდა, რომ შეიქმნება საბჭო, რომელიც სარეკომენდაციო...
Author: სლავა გასპაროვი
დროებითი პრეზიდენტის პირველი სიტყვა: რაგბი პოლიტიკის გარეშე
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის უფლებამოვალეობის შემსრულებელმა გიორგი გორგასლიძემ, ამ რანგში პირველი პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. „4 აგვისტოს შედგა გამგეობის სხდომა, სადაც წესდების თანახმად, გოჩა სვანიძის განცხადება ცნობად მივიღეთ. გამგეობას არ აქვს უფლება ის დააკმაყოფილოს, ან უარი უთხრას. მას შემდეგ გამგეობამ კენჭისყრით რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ამირჩია, ყრილობამდე, ანუ პრეზიდენტის არჩევნებამდე, რომელიც სავარაუდოდ...
ყრილობამდე პრეზიდენტი
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად გიორგი გორგასლიძე აირჩიეს, რომელიც რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტად 2008 წლიდან მუშაობს. საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობამ ცნობად მიიღო რაგბის კავშირის ყოფილი პრეზიდენტის, გოჩა სვანიძის განცხადება რაგბის კავშირის პრეზიდენტისა და გამგეობის წევრობის უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ გამგეობამ კენჭი უყარა და საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის უფლება-მოვალეობის დროებით შემსრულებლად ერთხმად დაამტკიცა საქართველოს...
დიდი 10 დიდი 12 გახდა
2019-2020 წლების დიდი 10 აღარ გაგრძელდება და გასული სეზონი გაუქმებულად გამოცხადდება. პრინციპში, ამის გამოცნობას დიდი ფიქრი არც სჭირდებოდა. მიუხედავად საქართველოს რაგბის კავშირის მცდელობებისა, რომ ჩემპიონატი რაიმე ფორმით განახლებულიყო, გუნდების ერთ ნაწილს ჯერ ვარჯიშიც არ დაუწყია, ასეთ პირობებში კი, შეზღუდულ ვადებში, სხვა გამოსავალი არც რჩება. რატომ არ განაახლეს გუნდებმა ვარჯიში? ოფიციალურად, ამის მიზეზი უფულობაა, თუმცა არის...
რას გვეტყვის 6 ერი ?!
მსოფლიო რაგბის მმართველი ორგანიზაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა დაამტკიცა შემოდგომის ტესტების კალენდარი. ტესტები დაიწყება 24 ოქტომბერს და დამთავრდება დეკემბრის პირველ უქმეებზე. ამ პერიოდში დასრულდება ვაჟთა და ქალთა „ექვსი ერის თასები“- 2020 (24 და 31 ოქტომბერს) და მერე, 7 ნოემბერს დასვენების შემდეგ, გაიმართება ზედიზედ ოთხი სატესტო კვირა. ჰოდა, რა ხდება ახლა ჩვენს თავს? რა და ეს ოფიციალურად ჯერაც...
ქართული რაგბი უთავოდ დარჩა
გოჩა სვანიძე საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის პოსტიდან გადადგა. ჯერ ეს არაოფიციალური ცნობაა, თუმც ამბობენ, რომ თანამდებობიდან მისი წასვლა დღესვე დადასტურდება. ქართულ რაგბში მძიმე პერიოდია. კრიზისი მომწიფდა: ახალი პრეზიდენტის არჩევნები, რომელიც წლის დასაწყისში უნდა გამართულიყო, რამდენჯერმე გადაიდო, თან სკანდალების ფონზე. პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი, რაგბის კავშირის მაღალი მიღწევების ყოფილი მთავარი მენეჯერი ბაჩო ხურციძეა, კიდევ ერთი კანდიდატი კი...
გორგოძის მორიგი სიმბოლური
Ultimate Rugby-მ იმ მორაგბეების სიმბოლური ნაკრები ჩამოწერა, რომელთაც ტესტ-მატჩებში ყველაზე მეტი ლელო აქვთ გატანილი. სიაში ტონი ვუდკოკის, რიჩი მაკქოუს, ბოდენ ბარეტის, ბრაიან ჰაბანას, ტანა უმაგასა და ბრაიან ო’დრისკოლის გვერდით არის მამუკა გორგოძეც. „გმირის კულტი, რომელმაც სახელი საფრანგეთში, „მონპელიესა“ და „ტულონში“ თამაშით გაითქვა,“ – წერია ჩვენიანის დახასიათებაში. სიმბოლურში ხუთი მორაგბე „ოლ ბლექსიდანაა“. მრავლად არიან ტიერ 2-ის...
… თუ გამოვიდა კარგი იქნება
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი ამბობს, რომ თუ ექვს ერზე საქართველოსა და ფიჯის ნაკრებების დამატებით შემოდგომაზე ტურნირი გაიმართება, ეს განვითარებისთვის ძალიან კარგი შესაძლებლობა იქნება, მაგრამ ის ფიქრობს, რომ სანამ ოფიციალური შეთავაზება არ იქნება, ამ საკითხზე სერიოზული ფიქრი ნაადრევია: „სასიამოვნო ინფორმაციაა და ძალიან კარგი იქნებოდა მოვლენების ამგვარი განვითარება, თუმცა ეს არაა ოფიციალური ვერსია. ამასთან...
ექვს ერს საქართველო და ფიჯი უნდა დაემატნონ
ექვსი ერის ექსპერიმენტულ ტურნირში, რომელიც წლეულს შემოდგომის მიწურულსა და ზამთრის დასაწყისში იგეგმება, შესაძლოა, მონაწილეობა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმაც მიიღოს. ამ ვარაუდს Irishtimes-ი გამოთქვამს, რომელმაც აღნიშნულ თემას ვრცელი პუბლიკაცია მიუძღვნა. აი, რას წერენ ირლანდიელები: „მსოფლიო რაგბი მიმდინარე კვირაში აპირებს გარკვეული ნათელი მოჰფინოს დარჩენილი წლის კალენდარს. მისი ერთ-ერთი ნაწილი რვაგუნდიანი ექსპერიმენტული ტურნირი უნდა გახდეს, რომელშიც 6 ერის ნაკრებების...
აქვსენტი გიორგაძე დავით ზირაქაშვილმა შეცვალა
ფრანგული ტოპ 14-ის „ლა როშელის“ შერკინების მწვრთნელად, აქვსენტი გიორგაძის ნაცვლად დავით ზირაქაშვილი დაინიშნა. საქართველოს ნაკრების ყოფილი კვაჭი, 44 წლის გიორგაძე გუნდში 2012 წელს მივიდა, 2015 წლის ივლისში კი სრულფასოვანი კონტრაქტი გააფორმა. ფილიპ სენ-ანდრეს მწვრთნელობის დროს, ის საფრანგეთის ეროვნული ნაკრების კვაჭებს ავარჯიშებდა. აქვსენტის კლუბთან კონტრაქტი კიდევ ორი წლით აკავშირებდა, თუმცა მისი დატოვება გადაწყვიტა. მისი წასვლიდან მალევე...









