27-30 აპრილს „მსოფლიო რაგბის“ ახალი თავმჯდომარის არჩევნების დღეებია. ცხადია, კენჭისყრა ელექტრონული, დისტანციური მეთოდით გაიმართება და როგორც დღეისთვისაა ცნობილი, ორ კანდიდატს თანაბარი შანსები აქვს. წარსულში ინგლისის ნაკრების ვარსკვლავი მესამეხაზელი, სერ ბილ ბომონტი კონსერვატიული შეხედულებებითაა ცნობილი და მხოლოდ არჩევნების წინ საუბრობს ხოლმე განვითარებადი სარაგბო ერების ხელშეწყობაზე, რეალურად კი ამ მიმართულებით თავს დიდად არ იწუხებს. აი, მისი კონკურენტი...
Author: სლავა გასპაროვი
World Rugby და ქისა ბობოლებისთვის
მსოფლიო რაგბის მმართველმა ორგანიზაციამ 100 მილიონი დოლარის ოდენობის ფონდი ჩამოაყალიბა, რომელიც კორონავირუსით დაზარალებულ სარაგბო კავშირებსა და ფედერაციებს კრიზისის დაძლევაში დაეხმარება. „შემუშავებული სტრატეგია მხარდაჭერას გაუწევს პროფრსიულ კავშირებს, რომელთაც შექმნილ ვითარებაში დაფინანსება ჰაერივით სჭირდებათ. ფონდი შეიქმნა იმისთვის, რათა სარაგბო ორგანიზაციებმა არსებობა გააგრძელონ და ახლო მომავალში სპორტული ღონისძიებებიც გამართონ. ამასთან, World Rugby დახმარების ხელს გაუწვდის „ექვსი ერისა“ და...
სამხრეთ აფრიკა აღარ იქნება
სამხრეთაფრიკული მედიის ცნობით, ზაფხულის ტესტ-მატჩი საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის ნაკრებებს შორის აღარ გაიმართება. ცხადია, ეს გადაწყვეტილება კორონავირუსის პანდემიითაა ნაკარნახები, რომელმაც კორექტივები არათუ რაგბში, საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სგეროში შეიტანა. გამოცემა ირწმუნება, რომ ამ ინფორმაციამ სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირიდან გამოჟონა და მისი გაოფიციალურება მხოლოდ დროის ამბავიაო. მეტად უსიამოვნო ამბავია, მით უფრო, რომ „ქურციკების“ „ბორჯღალოსნებთან“ თუკი 18 ივნისის...
გოგოლაძის ორიაკი 2023
მართალია, მთელ მსოფლიოში არათუ რაგბის თამაში, არამედ ჩვეულებრივი ვარჯიშიც შეუძლებელია კორონავირუსის პანდემიის გამო, მაგრამ სიცოცხლე გრძელდება და კლუბები თუ ცალკეული მორაგბეები მომავალზე უკვე დღეს ფიქრობენ. კერძოდ, საფრანგეთის პრო დ2-ის ყველაზე ქართულმა კლუბმა ერთბაშად რამდენიმე მორაგბეს კონტრაქტები დაუდო. „ორიაკის“ უფროსობის რჩეულთა შორის 23 წლის უკანახაზელი გიორგი გოგოლაძეცაა, რომელიც ამ გუნდის 14 ქართველთაგან ერთ-ერთია. ეს მოთამაშე რაგბის...
მამუკა ბოლოში გავიდა…
მსოფლიო რაგბის ვარსკვლავმა მამუკა გორგოძემ კარიერის დასრულება საბოლოოდ გადაწყვიტა. თავის ტელე-ინტერვიუში საქართველოს ნაკრების ექს-კაპიტანმა თქვა, რომ არ აქვს მნიშვნელობა, განახლდება საფრანგეთის ტოპ 14 თუ არა, მას 30 ივნისს „ტულონთან“ კონტრაქტი უმთავრდება რის შემდეგაც ის დაემშვიდობება პროფესიონალი მორაგბის კარიერას. მამუკა გორგოძე 35 წლისაა. მან რაგბის თამაში დღევანდელი საზომებით ძალიან გვიან დაიწყო, რადგან მანამდე კალათბურთს მიჰყვებოდა და...
როდის განახლდება რაგბი?
კონტინენტური რაგბის მმართველნა ორგანიზაციამ – „რაგბი ევროპამ“ ობიექტურად შეაფასა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული მოვლენები და თავისი ეგიდით გასამართი ტურნირები განუსაზღვრელი ვადით გადადო. თავდაპირველად ტურნირების განახლება 15 აპრილს იგეგმებოდა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შეუძლებელია და გადაწყვეტილებაც სავსებით ლოგიკურია. „განსაკუთრებულ პერიოდში ვცხოვრობთ, რომელსაც სრული სერიოზულობით უნდა მოვეკიდოთ. ყველა იმ ადამიანისა და სპორტსმენის ჯანმრთელობა, რომელიც რაგბშია ჩართული, ჩვენთვის პრიორიტეტია...
საქართველოში რაგბი კიდევ გადაიდო
საქართველოს რაგბის კავშირის საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელმა ნიაზ მამრიკიშვილმა განაცხადა, რომ ქართულ რაგბში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პაუზა თავდაპირველად გამოცხადებულ 1 აპრილს არ დასრულდება. როგორც მედიკოსები პროგნოზირებენ, პანდემიის განვითარებამ პიკს აპრილში უნად მიაღწიოს და ამ დროს რაგბის თამაში მიზანშეუწონელია, ამდენად, საშეჯიბრო კომიტეტმა ლიდერბეთის დიდი 10-ის განახლების თარიღი ორი კვირით გადაწია, მაგრაამ ამას ასევე საგანგებო მდგომარეობაც ემატება, რომელიც...
გადაიდო, გადაიდო, კიდევ გადაიდო…
რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები განუსაზღვრელი ვადით გადაიდო. ასე გადაწყვიტა კავშირის გამგეობამ – ქვეყანა კორონავირუსს ებრძვის, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, ყველა სპორტული ღონისძიება არა თუ ჩვენში – პლანეტა დედამიწაზე არის შეწყვეტილი, გადადებული, გაუქმებული… ერთადერთი იმას შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად არჩევნები 25 იანვარს უნდა გამართულიყო, მაგრამ პრეზიდენტობის კანდიდატებმა ბაჩო ხურციძემ და ირაკლი აბუსერიძემ სხვადასხვა მიზეზთა გამო გადადება მოითხოვეს, რაც...
კორონავირუსი: სად და როგორ არიან ქართველი მორაგბეები
ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ მოვლენების ამგვარ განვითარებას ვერავინ წარმოიდგენდა. ახალი კორონავირუსი უსწრაფესად გავრცელდა ევროპაში და სპორტულ ღონისძიებებს ვინ დაეძებს, პლანეტაზე გლობალური დღის წესრიგი შეიცვალა, თუმცა ჩემი პროფილი რაგბია და ამ სფეროზე ვისაუბრებ. ჯერ იყო და ექვსი ერის მესვეურებმა გადაწყვიტეს ტურნირის შეჩერება, შემდეგ – „რაგბი ევროპამ“ და ამათ ფაქტობრივად ყველა ტურნირი მიჰყვა. ერთადერთი, სუპერ რაგბის...
სუპერ რაგბიც გაჩერდა…
მსიფლიო რაგბი კორონავორუსის ტყვეობში აღმოჩნდა. პანდემიის გამოცხადენამ სპორტის ამ სახეობის მამებიც დააფირა და სარაგბო ტურნირების შეწყვეტის ტალღამ სტარტი ევროპაში აიღო – მთელ პლანეტას გადაუარა და სამხრეთ ნახევარსფერომდეც მიაღწია. ბოლო ბასტიონი დაეცა და სუპერ რაგბიც გაჩერდა…








