ბორჯღალოსნებმა თოვლისგან გაწმენდილ „დინამო არენაზე“ ესპანელ „ლომებს“ უმასპინძლეს და დიდი ანგარიშით – 49:15 დაამარცხეს. ამ გამარჯვებამ საქართველოს მორაგბეთა ნაკრები „რაგბი ევროპის“ 2022 წლის ჩემპიონატის ცხრილის პირველ ადგილზე აღაზევა. ლევან მაისაშვილის გუნდმა 20 ქულა დააგროვა და მეორე სარაგბო დონის ჩემპიონი ისტორიაში მეთოთხმეტედ გახდა. ეს დასკვნითი მატჩი ქართველებმა საუცხოოდ ჩაატარეს – ისე, როგორც ჩემპიონებს ეკადრებათ. თავდაპირველად ესპანელები...
Author: სლავა გასპაროვი
ანთიმოზი ჩვენთან დარჩა!
მართალი იყო მერაბ შარიქაძე, როცა მატჩისწინა ინტერვიუში თქვა, რომ რუმინეთს ბოლო წლებში საუკეთესო ნაკრები ჰყავსო. მართლაც კარგი გუნდი ჰყოლიათ, მაგრა ჩვენმა ბორჯღალოსნებმა მაინც აჯობეს და ანთიმოზ ივერიელის გარდამავალი თასი დაიტოვეს. საქართველომ ბუქარესტის მშვენიერ სარაგბო სტადიონზე რუმინეთის მორაგბეთა ნაკრებს 26:23 აჯობა და „ევროპის რაგბის“ 2022 წლის ჩემპიონატის მსვლელობისას სატურნირო ცხრილს სათავეში პირველად ჩაუდგა. მართალია, სავარაუდოდ ქართველთა...
250-ე – ტრიუმფალურ თაღზე
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების საიუბილეო, 250-ე მატჩი წესით „დინამო არენაზე“ რუსების წინააღმდეგ უნდა გაემართა, მაგრამ რუსეთმა უკრაინაში ისეთი ომი გააჩაღა, რომ რაგბისგან კი არა, მთელი ცივილიზებული სამყაროსგან მოიკვეთა. „დათვები“ ყველა ტურნირიდან ხომ მოიხსნენ, დარჩენილ მატჩებში კი მათ ვაჟთა ნაკრებს წაგებები ჩაეთვალათ. ჰოდა, ქართველებს იუბილეს გამართვა გაცილებით მშვიდობიან ხალხში მოუწევთ. 12 მარტს, თბილისის დროით 19:30-ზე ბუქარესტის ახალთახალ...
საქართველო: საფრანგეთში რუსეთის (გ)ავლით!
დიახ, საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა გაისად, საფრანგეთში გასამართ მსოფლიო თასზე მონაწილეობის უფლება ვადაზე ადრე მოიპოვა. ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც „მსოფლიო რაგბის“ შესაბამისმა კომიტეტმა დისკვალიფიცირებულ რუსეთის ნაკრებს „ევროპის რაგბის“ ჩემპიონატის ყველა დარჩენილ მატჩში წაგება ჩაუთვლა და ისე გამოვიდა, რომ 2021-2022 წლების ჩემპიონატების ჯამურ ცხრილში, რომელიც 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევს წარმოადგენს, ბორჯალოსნებმა მეორე ადგილი 2...
გელა – თედო – 8 ქართული ქულა
გასულ უქმეებზე ტოპ 14-ის მე-20 ტური გაიმართა და მასში მონაწილეობა 17-მა ქართველმა მორაგბემ მიიღო. როგორც წესი, საფრანგეთის ჩემპიონატის ტური არ გადის ქართული ლელოების გარეშე, მაგრამ ამჯერად თავი ჩვენმა დამრტყმელებმა გამოიჩინეს. მართალია, საფრანგეთის ჩემპიონატის პოტენციურმა ლიდერმა „მონპელიემ“ „კასტრი“ საკმაოდ სხვაობით დამარცხდა (9:25) და მეტოქეს ბონუსიც ააღებინა, მაგრამ ჩვენთვის საინტერესო ამ შემთხვევაში ის იყო, რომ მონპელიელთა მიერ...
იუბილე – ბუქარესტში
12 მარტს ბუქარესტში, რუმინეთის ნაკრების წინააღმდეგ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები თავის ისტორიაში 250-ე მატჩს გამართავს. როგორც მოგეხსენებათ, ეს იუბილე ბორჯღალოსნებს თბილისში, „დინამო არენაზე“ რუსეთის ნაკრებთან შეხვედრისას უნდა აღენიშნათ, მაგრამ ცნობილი მოვლენების გამო ჯერ მატჩი გადაიდო, მერე რუსეთის ნაკრები ტურნირიდან მოიხსნა, საბოლოოდ კი რუსეთის რაგბის ფედერაცია „მსოფლიო რაგბიდან“ გაირიცხა. 20 მარტს კი ბორჯღალოსნები „დინამო არენაზე“ მაინც...
რუსეთი მსოფლიო რაგბიდანაც მოიკვეთა
როგორც მოსალოდნელი იყო, „მსოფლიო რაგბის“ გადაწყვეტილებით, რუსეთისა და ბელარუსის ყველა ნაკრები თუ კლუბი ყველა საერთაშორისო ტურნირიდან მოიხსნა. უფრო მეტიც, რაგბის მამები ამით არ დაკმაყოფილდნენ და რუსეთის რაგბის ფედერაცია „მსოფლიო რაგბის“ რიგებიდან გარიცხა. აქვე გთავაზობთ „მსოფლიო რაგბის“ შესაბამის ოფიციალურ განცხადებას: „მსოფლიო რაგბი“ კიდევ ერთხელ გმობს რუსეთის აგრესიულ შეჭრას უკრაინაში და ბელარუსის მიერ ამ ქმედების ხელშეწყობას. გლობალური...
ლელო, ლელო, უკრაინა…
საფრანგეთში ქართული სარაგბო ლეგიონისთვის გასული უქმეები ნაკლებად ეფექტური იმიტომ გამოვიდა, რომ რუსეთთან გაუქმებული მატჩიდან გათავისუფლებულ ბორჯღალოსანთა უმრავლესობამ საკლუბო მატჩები გამოტოვა. ჰოდა, ტოპ 14-ში მხოლოდ 10-მა ჩვენებურმა იასპარეზა, პრო დ2-ში – 13-მა… საფრანგეთის მთავარ სარაგბო ლიგაში ლიდერი კვლავაც „ბორდო“ გახლავთ, რომელმაც ნაკრებებში მივლენილი ხალხისგან დაცლილ მოქმედ ჩემპიონ „ტულუზთან“ ომი 11:12 დათმო. ლექსო ყაულაშვილმა „ღვინისფერთა“ რიგებში ბოლო 15...
რაგბი ევროპამ რუსეთი შეაჩერა
უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სამხედრო ინტერვენციას რაგბიც გამოეხმაურა. ევროპული რაგბის მმართველმა ორგანიზაციამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომლის ტექსტსაც ქვემოთ გთავაზობთ: „რაგბი ევროპა“ ღრმადაა შეშფოთებული უკრაინის სარაგბო თემის უსაფრთხოებით და ყურადღებით აკვირდება სიტუაციას, რომელიც ამ ქვეყანაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციამ გამოიწვია. როგორც ევროპული რაგბის მმართველი ორგანო, „რაგბი ევროპა“ ხელს უწყობს რაგბში მშვიდობის, პატივისცემისა და ადამიანის უფლებების ევროპული ღირებულებების შესაბამისი...
ომით ჩაშლილი იუბილე
კვირას, 27 თებერვალს საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს ერთი ფრიად მნიშვნელოვანი ოფიციალური მატჩი ჰქონდა გასამართი. ჯერ ერთი, ამ მატჩის მოგებით ბორჯღალოსნები გაისად საფრანგეთში გასამართი მსოფლიო თასის საგზურს ჩაიდებდნენ ჯიბეში. მეორე დატვირთვა ამ მატჩს ის ჰქონდა, რომ ის საიუბილეო, 250-ე უნდა გამხდარიყო საქართველოს დამოუკიდებელი ნაკრების ისტორიაში. მესამე და საკვანძო ფაქტორი კი ის გახლდათ, რომ ეს იქნებოდა საქართველოს...









