მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი სარაგბო ლიგის, საფრანგეთის ტოპ 14-ის რეგულარული სეზონის დასრულებამდე ორად ორი ტური დარჩა და თანდათან სულ უფრო მკვეთრი ხდება ამ ტურნირის შედეგების კონტურები. გასულ უქმეებზე გამართულ 7 მატჩში 14-მა ქართველმა მიიღო მონაწილეობა და ცხადია, სწორედ ეს ფაქტორი იწვევს ჩვენს ინტერესს ტოპ 14-ისადმი. ცხრილის სათავეში 24-ე ტურის შემდეგ უკიდურესად დაიძაბა და ამ ეტაპზე დასკვნების...
Author: სლავა გასპაროვი
ლომის გარეშე და ვაჟას ლელოთი
სამხრეთ აფრიკის მთავარ საკლუბო ტურნირში ქართული ფრენჩაიზის მორიგი მატჩი არ შედგა – „შავი ლომისა“ და ადგილობრივი „გრიფონსის“ შეხვედრა უბრალოდ გაუქმდა და ჯერაც არაფერი თქმულა, თუ როდის შედგება მატჩი ქარის თასზე აქამდე უდანაკარგოდ მოასპარეზე ამ გუნდებს შორის. სამაგიეროდ, ტურები გაიმართა საფრანგეთის ჩემპიონატის ტოპ 14-სა და პრო დ2-ში. იქ საქმეში ჯამურად ერთბაშად 23 ქართველი ვიხილეთ. უფრო ზუსტნი...
ქართველები ევროთასების ფლეი-ოფში
„ორიაკმა“ პრო დ2-ის 27-ე ტურში „კარკასონთან“ გასვლაზე მაგრად წააგო – 24:54, თუმცა ამით საფრანგეთის ყველაზე „ქართულ“ კლუბს არც არაფერი დაჰკლებია და მით უფრო, არც არაფერი მომატებია. საქმე ისაა, რომ რეგულარული სეზონის დასრულებამდე 3 ტურით ადრე ამ გუნდს არც ფლეი-ოფში მოხვედრის შანსი დარჩა და აღარც დაქვეითება ემუქრება. საინტერესო კი გასული მატჩი იმით იყო, რომ მასში „ორიაკის“...
თრილერი ავჭალაში
დიახ, „ევროპის რაგბის“ სუპერთასის ნახევარფინალური მატჩი ისეთი სცენარით წარიმართა და იმდენმა მორაგბემ დატოვა თამაში ტრავმის გამო, რომ „თრილერზე“ ზუსტი სიტყვით ვერც დაახასიათებ. წინასწარვე ვიტყვით, რომ საბოლოოდ ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ დასრულდა – „შავმა ლომმა“ ესპანური „იბერიანსი“ 43:40 დაამარცხა, მაგრამ ავჭალაში გამართული შეხვედრის მსვლელობისას მეტოქემ უამრავი პრობლემა კი შეგვიქმნა. თამაში საკმაოდ კარგი საცქერი გამოდგა, თუმც ამის თქმა...
ქართულ-ესპანური იბერიული დერბი
კვირას, 18 საათზე „ავჭალაზე“ დიდი რაგბია – პირველი ქართული სარაგბო ფრენჩაიზი „შავი ლომი“ „ევროპის რაგბის“ სუპერთასის ნახევარფინალში ესპანურ „იბერიანსს“ უმასპინძლებს. შეხსენებისთვის, „შავი ლომის“ ნაწილი სამხრეთ აფრიკაში ქარის თასში მონაწილეობდა, ხოლო გუნდის ბორჯღალოსანი ნაწილი სანაკრებო მატჩების შემდეგ თბილისში სწორედ 17 აპრილის მატჩისთვის ემზადებოდა. ერთი კვირის წინ ორი ნაწილი ერთ გუნდად იქცა, ერთადაც მოემზადნენ და ბოლოს ლევან...
ევროთასები და ზუზუს ლელო
გასულ უქმეებზე ევროპული რაგბი სათასო ტურნირებმა მოიცვა. ჩემპიონთა თასზე ხუთმა ქართველმა ითამაშა. „ლა როშელი“ ბორდოს ესტუმრა და 31:12 მოიგო. გამარჯვებულთა შორის ბოლო 16 წუთი გურამ პაპიძემ ითამაშა. პარიზში საფრანგეთის დედაქალაქის დერბი შედგა რომელშიც მასპინძლის როლში მყოფმა „სტად ფრანსემ“ „რასინგ-92“-თან 9:22 დამარცხდა. პირველის შემადგენლობაში მე-60 წუთზე ვასილ კაკოვინი და გიორგი მელიქიძე გამოჩნდნენ, ხოლო მეორეს სასტარტოში გურამ...
იშტაზე მოსული შავი ლომი
ქეიფთაუნიდან პორტ ელიზაბეთში გადაბარგებულმა „შავმა ლომმა“ ქარის თასის პირველი დივიზიონის ჩემპიონატში პირველად ითამაშა სამხრეთაფრიკული გუნდის წინააღმდეგ და საკმაოდ ეფექტურ გამარჯვებასაც მიაღწია. ქართული სარაგბო ფრენჩაიზი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ჩემპიონატში წარმატებით თამაშობს – პირველ ტურში „ზიმბაბვე ჰოქსს“ იოლად აჯობა, ამ ჯერზე კი მეტოქე გაცილებით სერიოზული იყო – პორტ ელიზაბეთის „ისტერნ პროვინს ელეფანტსი“, რომელმაც ეპიზოდურად საკმაოდ კარგი დონის...
ლომი სპილოებს დაუპირისპიდება
„შავი ლომის“ სამწვრთნელო შტაბმა, რომელსაც ამ ეტაპზე ლადო კილასონია თავკაცობს, 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა, რომელიც 7 აპრილს პორტ ელიზაბეთის „მადიბაზ სთედიუმზე“ ადგილობრივ „ისტერნ პროვინს ელეფანთსს“ დაუპირისპირდება. ეს არაა პორტ ელიზაბეთის მთავარი სარაგბო არენა, რომელიც ნელსონ მანდელას სახელს ატარებს. „მადიბაზი“ გახლავთ ნელსონ მანდელას უნივერსიტეტის სტადიონი, თუმცა ამით ქართული ფრენჩაიზის მორიგ მატჩს მნიშვნელობა არ აკლდება. ეს იქნება ქარის...
აფციაურის აფრიკული პოკერი
პირველმა ქათულმა სარაგბო ფრენჩაიზმა „შავმა ლომმა“ სამხრეთ აფრიკის შიდა პირველობის – ქარის თასის პირველ დივიზიონში გამოსვლა შთამბეჭდავი გამარჯვებით დაიწყო. საქართველოს ნაკრების საბაზო გუნდმა ქეიფთაუნის „ვილიჯერზე“ ზიმბაბველი მეტოქე 34:10 გაანადგურა და სატურნირო ცხრილში 5 ქულა ჩაიწერა. ლადო კილასონიას მიერ მომზადებულმა გუნდმა „ზიმბაბვე გოსჰოქსს“ 6 ლელო გაუტანა და მხოლოდ ერთი გაუშვა. ეს მატჩი „შავი ლომის“ ფლანკერმა ნიკო...
გელა და მიშა
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის პირველი ელიტური დივიზიონის 21-ე ტურმა ქართული ლელოების გარეშე კი ჩაიარა, მაგრამ ბევრმა ჩვენებურმა ჩინებული თამაში აჩვენა. ერთპიროვნული ლიდერი კი „მონპელიე“ გახდა, რომელმაც გასულ და იმისწინა უქმეებზე გადადებული მატჩები მოიგო და ეს სერია 21-ე ტურშიც გააგრძელა. გელა აფრასიძემ „მონპელიეს“ სასტარტო შემადგენლობაში წყალწაღებული „ბიარუცის“ წინააღმდეგ 58 წუთი ითამაშა, მიშა ნარიაშვილი კი მატჩში ბოლო 12...









