გასულ ტურში „კავალიერსისგან“ განცდილი მოულოდნელი მარცხის შემდეგ „შავმა ლომმა“ ძალები მოიკრიბა და თავისი უშუალო კონკურენტი „იგლზი“ ბონუსით — 42:27 დაამარცხა. ეს იყო პირველი ქართული სარაგბო ფრენჩაიზის ბოლოსწინა მატჩი სამხრეთ აფრიკის ქარის თასის პირველი დივიზიონის რეგულარულ ჩემპიონატში და ვიდრე შაბათს ტურის სხვა მატჩები გაიმართება, ილია მაისურაძის მიერ მომზადებული გუნდი ცხრილის მესამე საფეხურზე დამკვიდრდა. საქმეს ისეთი პირი...
Author: სლავა გასპაროვი
Vive le France!
საფრანგეთს გაუმარჯოს! ევროპული რაგბი ფრანგული ჰეგემონიის ეპოქას განიცდის. ადრეულ გაზაფხულზე ამ ქვეყნის ეროვნულმა ნაკრებმა „ექვსი ერი“ მოიგო, პარასკევს მარსელის „ველოდრომზე“ ჩელენჯ კაპის ფრანგული ფინალი შედგა, რომელიც „ლიონმა“ მოიგო, შაბათს კი, იგივე არენაზე ფანგულმა „ლა როშელმა“ ირლანდიურ „ლენსტერს“ სძლია და თავისი სახელი ჩემპიონთა თასის მფლობელთა გრძელ სიაში პირველად ჩაწერა. „ლენსტერი“ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი სარაგბო კლუბია...
ქართველი ვუნდერკინდის პირველი ტიტული!
მარსელის მრავლისმნახველ „ველოდრომს“ რა გააკვირვებდა – ამ დიდებულ და ისტორიულ არენაზე უამრავი დაუვიწყარი საფეხბურთო სპექტაკლი დადგმულა და მის გაზონზე ფეხი მრავალ საფეხბურთო ვარსკვლავს დაუდგამს. პარასკევის გვიან საღამოს კი „ველოდრომმა“ ევროპული საკლუბო რაგბის რანგით მეორე ტურნირის ფინალს უმასპინძლა და ხმელთაშუაზღვისპირეთის მარგალიტად აღიარებულ საუცხოო სტადიონზე ამჯერად ფეერიული სარაგბო სპექტაკლი დაიდგა. ჯერ ერთი, საკუთრივ თამაში გამოდგა ძალიან საინტერესო...
პირველად: უჩას ლელო და ბექას კაპიტნობა
გასულ უქმეებზე წამყვან ევროპულ ჩემპიონატებში 15-მა ქართველმა მორაგბემ ითამაშა, მათ შორის საფრანგეთის ტოპ 14-ში – 12-მა, პრო დ2-ში – ორმა და კიდევ ერთმა – ინგლისის პრემიერშიფში. პრემიერშიფი უქმეების მიმოხილვასაც სწორედ ამ უკანასკნელით დავიწყებთ. გიორგი კვესელაძემ თავის „გლოსტერში“ პირველად ითამაშა ჩემპიონატის მატჩში 80-ვე წუთი, თან ბორჯღალოსანმა შუამარბმა სრული მატჩი თავისთვის უჩვეულო, 12 ნომრის პოზიციაზე ჩაატარა და...
ბულდოგებიც გაგლიჯეს
„შავმა ლომმა“ თავისი აფრიკული თავგადასავალი მორიგი გამარჯვებით გააგრძელა. პირველმა ქართულმა სარაგბო ფრენჩაიზმა სამხრეთ აფრიკის ქალაქ ისტ ლონდონში ქარის თასის პირველი დივიზიონის მე-6 ტურში ადგილობრივი „ბორდერ ბულდოგზი“ ბონუსით – 35:5 დაამარცხა და 19 ქულა დააგროვა. ქართველებმა სამხრეთ აფრიკაში რაც ითამაშეს, ყველაფერი მოიგეს, ანუ სამივევე გამართულ მატჩში იმარჯვეს. სულ პირველში კენიელი მეტოქის არგამოცხადების გამო ჩვენს გუნდს 5...
ქართული ფინალი ჩელენჯზე
გასულ უქმეებზე ბებერ კონტინენტზე სარაგბო საკლუბო ტურნირების ნახევარფინალები გაიმართა. ჩემპიონთა თასზე პირველი ფინალისტი დუბლინში გამოვლინდა, სადაც ადგილობრივმა „ლენსტერმა“ კონტინენტის მოქმედი ჩემპიონი „ტულუზი“ უპრობლემოდ და დიდი სხვაობით – 40:17 დაამარცხა, რაც იმის მანიშნებელი იყო, რომ ევროპული რაგბის საკლუბო სამყაროს ახალი გვირგვინოსანი ეყოლება. მეორე ნახევარფინალში ერთამეთს ორი გურამის კლუბები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს – გოგიჩაიშვილის „რასინგ-92“-მა პაპიძის „ლა როშელს“...
ბრძოლა ახლა იწყება
საფრანგეთის რანგით მეორე ლიგა პრო დ2-ში რეგულარული სეზონი დასრულდა და გაირკვა იმ გუნდების ვინაობა, რომლებიც ნაციონალ ლიგაში გავარდნენ, ასევე ცნობილი გახდა, ვინ იბრძოლებს ტოპ 14-ში მოხვედრისთვის. პირველ-მეორე ადგილებზე „მონ-დე-მარსანი“ და „ბაიონი“ გავიდნენ და ეს გუნდები ტოპ 14-ის საგზურისთვის გასამართ პლეი-ოფში მეორე წრიდან ჩაერთვებიან. მომდევნო ოთხეული კი პლეი-ოფის სტადიაში პირველივე ეტაპიდან ჩაებმება. კერძოდ, „ოიონაქსი“ „კოლომიეს“ უმასპინძლებს,...
დათო-შოუ ლიონში
ქართველმა ლეგიონერებმა სარაგბო ევროთასების მეოთხედფინალური სტადია ძალზე ნაყოფიერად ჩაატარეს და ეს უმთავრესად ქართული და აწ უკვე ევროპული რაგბის ამომავალ ვარსკვლავს, 19 წლის დავით ნინიაშვილს ეხება. 15-ნომრიანი ღვინისფერი კვართის მფლობელი ჭაბუკი თავის „ლიონში“ განსხვავებულ პოზიციაზე თამაშობს – 11 ნომრად, ანუ გარემარბად. ჰოდა, კლუბის მწვრთნელი, ცნობილი ფრანგი სპეციალისტი პიერ მინიონი აბსოლუტურად კმაყოფილია თავისი მიგნებით, რადგან ჯერაც ნორჩმა...
შავი ლომი სუპერთასის მფლობელია
პირველმა ქართულმა სარაგბო ფრენჩაიზმა ახალი ევროპული საკლუბო ტურნირი მოიგო და „რაგბი ევროპის“ სუპერთასის ახალშექმნილ ისტორიაში პირველი გამარჯვებულის გრაფაში გენიალური ნიკო ფიროსმანის შედევრის სახელწოდება ჩაიწერა. „შავმა ლომმა“ ლისაბონში ადგილობრივი „ლუზიტანუში“ 17:14 დაამარცხა და საკმაოდ ლამაზი თასი დაისაკუთრა. როგორც წინასამატჩო მიმოხილვაში მოგახსენებდით, პორტუგალიის ეროვნული ნაკრების საბაზო გუნდად ჩაფიქრებულმა „ლუზიტანუშმა“ სუპერთასის ჯგუფური ტურნირი ერთი ამოსუნთქვით ჩაატარა – ექვსივე...
შაბათს: შავი ლომი და სუპერთასი
შაბათს, ლისაბონში, ქათული რაგბის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მატჩია. 18 საათზე დაიწყება „რაგბი ევროპის“ სუპერთასის ფინალი, რომელშიც ერთმანეთს პორტუგალიური ფრენჩაიზი „ლუზიტანუში“ და ქართული ფრენჩაიზივე „შავი ლომი“ შეერკინებიან. თუკი ჩვენი გუნდი საგანგებოდ ამ ტურნირისთვის შარშან შეიქმნა, პორტუგალიური ფრენჩაიზის ჩამოყალიბება რამდენადმე ადრე მოხდა. 2013 წელს ევროპის ჩელენჯ კაპისთვის საგანგებოდ დაარსებული „ლუზიტანუში“ ამ ტურნირის ჯგუფურ ეტაპში ჩაება და...









