Author: გიორგი ვაშაკიძე (გიორგი ვაშაკიძე)

Home გიორგი ვაშაკიძე
თილისმა გარდაიცვალა
ჩანაწერი

თილისმა გარდაიცვალა

ვინ იცის, საფეხბურთო რეპორტაჟის ცქერისას რამდენჯერ გაგვჩენია კითხვა: ვინ არის ის ადამიანი კლუბის (ან შეჯიბრების) თილისმად  რომ გამოწყობილა? ვინ არის ეს ხალხი, ხან სასაცილო ცხოველებად რომ იკაზმება, ზან ფრინველებად და ხანაც რობოტებად? ბავშვები არიან თუ დიდები? მაგრამ, შემდეგ თამაში დაწყებულა და გონება სხვაზე გადართულა. ალბათ, ყველგან სხვადასხვანაირადაა. ვესტ ბრომვიჩიდან კი სამწუხარო ცნობა მოედო ქვეყანას —...

ჰარი კეინი — შირერსა და მესიზე მეტი
ჩანაწერი

ჰარი კეინი — შირერსა და მესიზე მეტი

39 გოლი ერთ წელიწადში! ეს გახლავთ პრემიერლიგის ახალი რეკორდი, რომელიც “ტოტენჰემ ჰოთსპურის” 24 თავდამსხმელმა ჰარი კეინმა დაამყარა. საამისოდ მან “უემბლიზე” “საუთჰემპტონის” კარში სამი გოლი გაიტანა. შეხვედრა დასრულდა 5:2 “სფურზის” სასარგებლოდ. წინა რეკორდი, 36 გოლი, ალან შირერს ეკუთვნოდა. შირერმა ის 1995 წელს დაამყარა, როდესაც “ბლექბერნში” თამაშობდა. მან კეინს წარმატება “ტვიტერით” მიულოცა: “შენ ბრწყინვალე 2017 წელი გქონდა....

ზიდანი მოურინიზმით დაავადდა
ჩანაწერი

ზიდანი მოურინიზმით დაავადდა

ზინედინ ზიდანი “რეალში” შთამბეჭდავად მუშაობს, მაგრამ მისი კოზირი ადამიანური რესურსების მენეჯმენტია და არა ტაქტიკოსობა — წერს ესპანური “მარკას” მიმომხილველი რობერტო პალომარი. მისი აზრით, “რეალს” დიდი ტაქტიკოსი არც სჭირდება. მას ზიდანი სჭირდება, ოღონდ მაშინ, როდესაც იმას აკეთებს, რაც ეხერხება. საკმარისია, ფრანგმა გადაუხვიოს გზას, რომელშიც ბუნებრივად ძლიერია, რომ გუნდს საშინელება მოსდის — ისეთი, როგორიც “ელ კლასიკოში” მოუვიდა,...

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა კარში დარტყმა არ იცოდა
ჩანაწერი

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა კარში დარტყმა არ იცოდა

ფაბიო კაპელომ თქვა, რომ როდესაც ზლატან იბრაჰიმოვიჩი “იუვენტუსში” მივიდა, მან კარში დარტყმა არ იცოდა. ეს 2004 წლის ამბავია. იბრა “იუვეში” “აიაქსიდან” გადავიდა. “იუვენტუსში” შვედმა ზედიზედ ორჯერ მოიგო იტალიის ჩემპიონის ტიტული, თუმცა  “კალჩოპოლის” სკანდალის გამო ტურინის კლუბს ეს ორი “სკუდეტო” ჩამოართვეს. შემდეგ ათ წელიწადში კი იბრაჰიმოვიჩი ცხრაჯერ გახდა სხვადასხვა ქვეყნის ჩემპიონი “ინტერის”, “მილანის”, “ბარსელონასა” და “პარი...

კეინს ერთი შანსი დარჩა
ჩანაწერი

კეინს ერთი შანსი დარჩა

ჰარი კეინმა ალან შირერის რეკორდი გაიმეორა — 36 პრემიერლიგური გოლი კალენდარულ წელიწადში. “ტოტენჰემს” 2017 წელს კიდევ ერთი თამაში რჩება. ლონდონელები “ბოქსინგ დეიზე” ანუ 26 დეკემბერს “საუთჰემპტონს” მასპინძლობენ. შესაბამისად, რეკორდი შეიძლება დაემხოს კიდეც. შირერმა, რომელიც დღეს 47 წლისაა, 36 გოლი 1995-ში გაიტანა. ფორვარდი მაშინ “ბლექბერნში” თამაშობდა. რეკორდი 22 წლის განმავლობაში ხელუხლებელი იყო. ეფექტური გახლდათ, რომ კეინი...

ვინ შეუტევს “მანჩესტერ იუნაიტედს”?
ჩანაწერი

ვინ შეუტევს “მანჩესტერ იუნაიტედს”?

“სევილიამ” არგენტინელი მწვრთნელი ედუარდო ბერისო გაათავისუფლა. ბერისო ესპანურ გუნდში სულ შვიდი თვის მისული იყო. ერთი თვის წინ მან პროსტატის სიმსივნეზე იმკურნალა. სევილიელები ბერისოს, რომლის ხელმძღვანელობითაც გუნდი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გავიდა, სადაც “მანჩესტერ იუნაიტედს“ უნდა შეხვდეს, ყოველმხრივ მხარში დგომას და ერთგულებას ჰპირდებოდნენ. ლა ლიგაში “სევილია” 17 თამაშიდან 29 ქულით მეხუთე ადგილზეა. კლუბის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში...

ბურთის ფლობა გამარჯვებას ნიშნავს?
ჩანაწერი

ბურთის ფლობა გამარჯვებას ნიშნავს?

სადაც “ბარსელონაა” ბურთის ფლობაზეც იქ მსჯელობენ.  ტიკი-ტაკამდე ვინ ითვლიდა ასეთი მონდომებით რომელი გუნდი სათამაშო დროის რამდენი პროცენტის განმავლობაში აკონტროლებდა ბურთს. ხვალინდელი “ელ კლასიკოს” წინ “ბარსას” თავკაც ერნესტო ვალვერდეს კვლავ ამ თემაზე ჩამოუგდეს სიტყვა. ვალვერდემ ასე უპასუხა: “ბურთის ფლობა გამარჯვების გარანტიას ვერ მოგცემს. ის მხოლოდ იმისთვის არსებობს, რომ გუნდმა საგოლე მომენტები შექმნას; საშუალებაა და მეტი არაფერი....

როგორ დასდევენ სპეცსამსახურები “ბალელშჩიკებს”, ხოლო დათვები ინგლისელებს
ჩანაწერი

როგორ დასდევენ სპეცსამსახურები “ბალელშჩიკებს”, ხოლო დათვები ინგლისელებს

“სანი” წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მსოფლიოს მოახლოებულ ჩემპიონატზე უსაფრთხოების საკითხები ქვეყნის საიდუმლო პოლიციას ჩააბარა — უფრო ზუსტად,  ლაპარაკია ФСБ-ზე. არის ხულიგნობისა და ბილეთებით შავ ბაზარზე ვაჭრობის საშიშროება. ამ ორი მიმართულებით რუსთა ქცევა “ბებერ კონტინენტს” 2016 წლის ევროპის ჩემპიონატიდან მწარედ ახსოვს: რუსმა “ბალელშჩიკებმა” ინგლისელ ფანებთან მასობრივი ჩხუბი მოაწყვეს. “დეილი მეილი” წერს, რომ საფეხბურთო შეჯიბრების...

“ელ კლასიკოზე” მივლინებული
ჩანაწერი

“ელ კლასიკოზე” მივლინებული

უნაი ემერის შაბათს “ელ კლასიკოზე” დასასწრებად შესანიშნავი მიზეზი აქვს — ჩემპიონთა ლიგაში “პარი სენ ჟერმენის” მომავალი მეტოქე უნდა დაზვეროს. საეჭვოა, “რეალის” თამაშში იყოს თუნდაც მცირე ნიუანსი, რომელიც პარიზელთა ესპანელმა მწვრთნელმა ზედმიწევნით არ იცოდეს, მაგრამ 23 დეკემბერს “სანტიაგო ბერნაბეუზე” ჯდომას რა სჯობს და თუკი ეს მივლინებადაც შეგიძლია გააფორმო, რატომ უნდა თქვა უარი. “შაბათს “ელ კლასიკოს” დავესწრები...

რუნი არიან ინგლისელები და რას იზამს დიდი სემის დიეტა
ჩანაწერი

რუნი არიან ინგლისელები და რას იზამს დიდი სემის დიეტა

არ არის გამორიცხული უეინ რუნი ინგლისის ნაკრებს დაუბრუნდეს. ამისათვის საჭიროა “ევერტონის” მწვრთნელმა სემ ელერდაისმა ვეტერანის მომზადების მის მიერ შედგენილი გეგმა ბოლომდე მიიყვანოს. რუნის ნაკრებში დაბრუნების ამბავი საქართველოში შეიძლება ყურს არ ჭრიდეს, მაგრამ ინგლისში მას სენსაციას უწოდებენ. საგულისხმოა, რომ 32 წლის თავდამსხმელს იმედი გადაწურული ჰქონდა, ახლა კი კვლავ ალაპარაკდნენ, რომ არ არის გამორიცხული 2018 წლის ზაფხულში,...