ჰაბიბ ნურმაგომედოვისა და კონორ მაკგრეგორის ოქტაგონს მიღმა ერთმანეთისადმი კბენებზე და მჯიღის გულზე ბრახუნზე აბა, ვინ არ იცის. ამათი უაზრო ბაქი-ბუქობა სპორტის ამ სახეობის გულშემატკივრებში უკვე აღარც ღიმილის მომგვრელია. დღე არ გავა უცხოური მედიის ფურცლებზე ან ინტერნეტ სივრცეში მათი კინკლაობის შესახებ არ დაიბეჭდოს. ამ მხრივ უფრო ირლანდიელი მებრძოლი აქტიურობს, თუმც ვალში არც დაღესტნელი სპორტსმენი რჩება. ამჯერად...
Author: გიორგი ღოღობერიძე (გიორგი ღოღობერიძე)
რაის სპორტსმენები ხართ თქვენ…
საქართველოს ძალოსანთა ნაკრების ექიმმა გიორგი ჭინჭარაულმა საკუთარ facebook – ის გვერდზე ფრიად სახალისო ამბავი გვიამბო. ის, მსოფლიო რეკორდსმენი ლაშა ტალახაძე და ევროპის ჩემპიონი შოთა მიშველიძე ორიოდ დღის წინ თურქეთიდან საქართველოში სარფის გავლით ბრუნდებოდნენ, როცა… დანარეჩენი, აგერ, თავად წაიკითხეთ…
… ოღონდ ხელები დაბლა
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს მეშვიდედ დახურავს. ეს 15 ნოემბერს, სენტ-გალენში, შვეიცარიასთან მოხდება და იმედია კარსაც გაიჯახუნებს. ამას რომ ვამბობთ, „ბურთი მრგვალიას“ პრინციპზე ვფიქრობთ, თორემ ვლადიმირ ვაისის გაწრთვნილი გუნდი რომ ძლიერ შვეიცარიასთან აშკარა აუტსაიდერია, მეორე ნომრად ითამაშებს, 90 წუთის მანძილზე უმთავრესად დაცვაში ყოფნა მოუწევს და აქა-იქ კონტრშეტევის იმედად იქნება, ამას წყალი არ გაუვა. მით...
ბანკ-იანი დოპინგი
პოლონეთის სპორტისა და ტურიზმის მინისტრი 35 წლის ვიტოლდ ბანკა მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) დამფუძნებელთა საბჭომ ორგანიზაციის პრეზიდენტად დაამტკიცა. WADA-ს დამფუძნებელთა საბჭომ შესაბამისი გადაწყვეტილება პოლონეთის ქალაქ კატოვიცეში, მსოფლიოს ანტისადოპინგო კონფერენციაზე მიიღო. ბანკა საქმეს ოფიციალურად შეუდგება 2020 წლის 1 იანვრიდან. აღსანიშნავია, რომ ვიტოლდ ბანკა WADA-ს პრეზიდენტის თანამდებობაზე უალტერნატივო კანდიდატურა იყო. წლეულს იანვარში მას ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა ევროპის საბჭომ,...
ღმერთო დაიფარე დედოფალი
ვითომ, ინგლისის დედოფალი ამ მატჩის წინ ყველაზე მეტად ნერვიულობდა? ის ხომ, სხვა ბევრთან ერთად, ახალზელანდიელთა დედოფალიცაა? შორეული „საწყმსოს“ „ჰაკა“ კი ისეთია, მოყვარე თუ არ ხარ, აუცილებლად შეგაშინებს. არ ვიცით დედოფლის გამო თუ მოხდა, მაგრამ ინგლისელებმა თავი, ალბათ, შინაურად იგრძნეს და ALL BLACKS-თან ისე განლაგდნენ, რომ თავიდანვე აგრძნობინეს – მინდორზე ცახცახს არავის წინაშე ვაპირებთო. ეს ყველაფერი...
კვაზი სეხნია
ადრე ათიანი, თავიუფალი მხატვარი, ყველა გუნდს ჰყავდა, თუმცა დრომ მოიტანა და ესთეტიკა რაციონალიზმმა დაჩაგრა – დღეს ეს პოზიცია თანამედროვე ფეხბურთიდან თითქმის გაქრა. ტექნიკურად სრულყოფილმა ფეხბურთელებმა მოედნის ცენტრში დაიკავეს ადგილი. ხავიმ და ინიესტამ მთელ სამყაროს დაუმტკიცეს, რომ მოქნილობას შეუძლია ველური და მხოლოდ ფიზიკურ ძალაზე დამყარებული ფეხბურთი დაამარცხოს. ესპანეთმა და „ბარსელონამ“ ერთ დროს სცადეს მთელი მსოფლიოსთვის ეკარნახათ, რომ...
ყველაზე მაგარი მწვრთნელი მსოფლიოში
აგერ, ფეხბურთელები პრემიერლიგაში გადასვლაზე ოცნებობენ. „ბაიერნის“ ლეგენდა, ბასტიან შვაინშტაიგერი მშობლიური კლუბიდან სწორედ ამ მიზეზით გადავიდა, ინგლისში ბურთის გაგორება უნდოდა. თუმცა არსებობენ გამონაკლისებიც. კირან ტრიპიერი „ტოტენჰემში“ თამაშობდა თამაშობდა, ყოველ წელს ჩემპიონთა ლიგაში გამოდიოდა, ფინალშიც ითამაშა და არანაკლებ გუნდიც იყო, ვიდრე ახლა მადრიდის „ატლეტიკოა“, თუმცა ადგა და პრემიერლიგიდან ესპანეთში გადაბარგდა. როგორც შემდეგ თავად ახსნა, ეს მწვრთნელის ფაქტორმა განაპირობა: „მართალია...
ისევ ერთად?
ბოლო დროს ჰოლანდიის ნაკრები იმ მწვერვალებზე ვეღარ იყო, როგორიც ამ გუნდს შეჰფერის. ეს მანამდე, ვიდრე ამ გუნდის სათავეში რონალდ კუმანი მივიდოდა. მართალია, სიმაღლეები ჯერ არც ამათ არ დაუპყრია, თუმცა დიდ ტურნირზე გასვლა სანატრელი ჰქონდათ და, როგორც მოვლენების განვითარება აჩვენებს, ასე აღარ იქნება. ჰოლანდიელთა მოფერიანება კი არც „ბარსას“ მესვეურებს დარჩენიათ შეუმჩნეველი. როგორც გაირკვა, 2020 წლის შემდეგ,...
ლაკრიმოსა
ყურადღება! ამ ტექსტის კითხვის პროცესში, აუცილებლად მოისმინეთ მოცარტის ლაკრიმოსა მუსიკის ძალა რაშია? – ვხვდებით ისეთ ნოტებს, რომლებიც ბუნებრივად სამყაროში არ მოიძიება, ის უნდა შექმნა. ძალიან კარგი, მაგრამ რა შეგვიძლია ვუწოდოთ იმ ფენომენს, რომელიც არც კი გვეგონა რომ დაიბადებოდა და მაინც გაჩნდა? – ასეთ შემთხვევებს განსაკუთრებული აღიარება სჭირდებათ. ფენტეზის ჟანრის ფილმებში გვხვდება მონუმენტური სკულპტურები, ქალაქის შესასვლელთან...
სავსეა ცრემლთა შურისძიებით…
ყოველთვის თავჩახრილი, მშრომელი, პოზიტიური, ხმის არ ამწევი და ფეხბურთის თამაშზე უზომოდ შეყვარებული – ესაა ხავი მარტინესი. ბასკს ყველა ენდობოდა, იუპ ჰაინკესმა მის გადასაყვანად ყველაფერი გააკეთა, გვარდიოლას სადაც უჭირდა, მას ყველა პოზიციაზე ათამაშებდა, ისევე როგორც ანჩელოტი. გუნდიდან წასვლამდე, რაიფინიამაც ასე თქვა, ჰაინკესი და გვარდიოლა მენდობოდნენ, ნიკო კოვაჩი ვინ არის ძირითადში რომ არ მათამაშებსო. ხორვატს სხვა ხედვა...









