ორლანდო ფლეი ოფს შორდება

Home კატეგორიის გარეშე ორლანდო ფლეი ოფს შორდება
ორლანდო ფლეი ოფს შორდება

Goga Bitadze's blocking and rebounding have shaped him this seasonგამთენიისას, გოგა ბითაძის „ორლანდო“ „კლივლენდს“ ესტუმრა და 131:136 დამარცხდა. ეს არის ფლორიდელთა ზედიზედ მეექვსე მარცხი.

ქართველი ცენტრი სათადარიგო იყო და მწვრთნელი ამჯერად 13.35 წუთს ენდო. წინა თამაშებთან შედარებით ჩვენიანი ამჯერად უფრო მოკრძალებული იყო და გუნდს 4 ქულით, 2 მოხსნით, 3 პასითა და 1 ჩაჭრით შეეშველა.

ბითაძემ სამიდან ორი ორქულიანი ჩააგდო, ბურთი არ დაუკარგავს და მისი მოედანზე ყოფნის პერიოდში გუნდმა ოთხი ქულა დათმო.

„ორლანდო“ 38 მოგებითა და 34 მარცხით კონფერენციაში მერვე ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩი კი „საკრამენტოსთან“ უწევს.

ავტორის პროფილი

ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...