ოსმან დემბელე „ოქროს ბურთის’’ დაჯილდოების ცერემონიალს და პარიზულ წითელ ხალიჩას კარგად იცნობს, კანის ფესტივალსა და მის წითელ ხალიჩაზე კი რა მოგახსენოთ. მართალია კანის ფესტივალზე ლაპარაკი ჯერ ადრეა, მაგრამ მთავარი გამბედაობაა: როდესაც „პარი სენ ჟერმენის’’ თავდამსხმელს „ნეტფლიქსის’’ კამერების წინაშე დადგომა შესთავაზეს, ყოყმანი არ დაუწყია.
„დემბუზმა’’ ფილმ Peaky Blinders-ის (ალესილი კეპები) რეკლამაში მიიღო მონაწილეობა. ეს ფილმი გახლავთ პოპულარული სერიალის Peaky Blinders-ის გაგრძელება. ინგლისურად ამას ჰქვია „სპინ-ოფი’’, როდესაც უკვე არსებული ნამუშევრის ბაზაზე იქმნება ახალი ნაწარმოები. Peaky Blinders-ის შემთხვევაში მისმა ავტორებმა მეექვსე სეზონის დამთავრების შემდეგ ახალი სეზონი კი არ გადაიღეს, არამედ ფილმი შექმნეს.
ფილმის მთავარი პერსონაჟის ტანსაცმელში გამოწყობილი ფრანგი ფეხბურთელი სერიალის საუნდტრეკის Red Right Hand-ის თანხლებით გამოდის სახლიდან, ჯდება ძველებურ მანქანაში და პირად მძღოლს კითხვაზე „საით, ბოს?“ პასუხობს: „შენ ძალიან კარგად იცი საითაც უნდა წავიდეთ“.
მძღოლი მანქანას ქოქავს, ეკრანზე კი იწერება SH3LB3L3 რაც ნიშნავს „შელებელეს’’ შელბისა და დემბელეს კომბინაციას. ტომ შელბი სერიალის და ფილმის მთავარი გმირია, რომელსაც ირლანდიელი მსახიობი კილიან მერფი ასრულებს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური27/06/2026 | 09:27პსჟ მალიორკით დაიწყებს
მთავარი ამბავი27/06/2026 | 08:39კაპე ვერდე: გამოუშვით არგენტინა!
აქეთურ-იქითური26/06/2026 | 11:52This Is Anfield: მამარდაშვილის სეზონმა პასუხზე მეტი კითხვა დატოვა
აქეთურ-იქითური26/06/2026 | 08:29ნიუ იორკის მერი: სპორტი ფუფუნების საგნად არ უნდა იქცეს!
