უჭირს გიორგი წიტაიშვილისა და გიორგი აბუაშვილის „მეცს’’, რომელმაც „ანჟესთან’’ სტუმრად წააგო 0:1 და 20 ტურის შემდეგ 12 ქულით ბოლო ადგილზეა. ბოლოსწინა ადგილზე მყოფი „ოსერი’’ მას ერთი ქულით უსწრებს. კიდევ ერთი ქულით მეტი აქვს „ნანტს’’, ხოლო „ლე ავრი’’ უკვე მნიშვნელოვნად, 8 ქულით აღემატება. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის უმაღლესი დივიზიონიდან ბოლო ორი გუნდი ავტომატურად ვარდება ლიგა 2-ში, ხოლო მე-16 ადგილზე გასული ფლეი-აუთის შეხვედრებს ჩაატარებს ანუ გადარჩენის შანსი აქვს.
„მეცმა’’ თამაში ცუდად არ დაიწყო, სახიფათოდ პირველმა მან შეუტია, მაგრამ მალე ეს ეპიზოდი ყველას დაავიწყდა, რადგან ცენტრალურმა მცველმა ჟან-ფილიპ გბამენმა ჰარის ბელკებლას წინააღმდეგ იუხეშა და წითელი ბარათით დაისაჯა. ამის მერე სტუმრებს 80 წუთის განმავლობაში 10 კაცით მოუხდათ თერთმეტ მასპინძელთან გამკლავება. შეხვედრის ერთადერთი გოლი 25-ე წუთზე ლუი მუტონმა გაიტანა.
მომენტების აღწერით თავს არ შეგაწყენთ, უბრალოდ გეტყვით, რომ მატჩის ბოლოს უპირატესობა სტუმრებისა იყო და ვფიქრობთ ამაში წიტაიშვილის როლი საკმაოდ დიდი გახლდათ. რაც შეეხება აბუაშვილს, ის მოედანზე 68-ე წუთზე შევიდა. ქვემოთ მოვიყვანთ ქართველი ფეხბურთელების შეფასებებს.
წიტაიშვილი
flashscore – 6.3; whoscored – 6.3; sofascore – 6.8; fotbom – 6.4.
აბუაშვილი
flashscore – 6.3; whoscored – 6.1; sofascore – 6.3; fotbom – 6.0.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები01/07/2026 | 11:55მბაპე ბომბარდირთა შორის ლიდერობს
მთავარი ამბავი01/07/2026 | 09:09იბრაჰიმოვიჩი: საფრანგეთის შემაშინებელია
მთავარი ამბავი30/06/2026 | 09:45ორი გრანდი პენალტებით გავარდა
აქეთურ-იქითური29/06/2026 | 09:34კაცი ძეგლი კონგოდან
