NBA-ში მორიგი მატჩები გაიმართა. ორივე ქართველის გუნდმა წააგო. სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო“ ბოსტონში „სელტიკს“ ესტუმრა და 117:125 დამარცხდა.
ჩვენებური სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნდა, მაგრამ არა ცენტრის, არამედ მძიმე ფორვარდის პოზიციაზე. მამუმ მოედანზე 24.55 წუთი დაჰყო, რა დროშიც 15 ქულა, 8 მოხსნა, თითო პასი და დაფარება მიითვალა. მამუკელაშვილმა რვიდან შვიდი ორქულიანი და ორიდან ერთი საჯარიმო ჩააგდო, ხოლო ორივე სამქულიანი ააცილა. სანდროს მოედანზე ყოფნის პერიოდში კანადელებმა მეტოქეზე ხუთი ქულით ნაკლები ჩააგდეს.
გოგა ბითაძის „ორლანდო“ კი საკუთარ მოედანზე „ფილადელფიასთან“ დამარცხდა – 91:103. ქართველმა კალათბურთელმა მხოლოდ 11.52 წუთი მიიღო და ამ მცირე დროში თავი 2 ქულას, 3 მოხსნასა და 2 დაფარებას მოუყარა. გოგამ ორიდან ერთი ორქულიანი ჩააგდო, ხოლო ერთი სამქულიანი ააცილა. მისი მოედანზე ყოფნის დროს კი „ორლანდომ“ 13 ქულა წააგო. მამუკელაშვილის „ტორონტო“ 23 მოგებითა და 16 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილზეა, ხოლო „ორლანდო“ (21-18) – მერვეზე.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები25/07/2026 | 22:20მსოფლიო ბოლოზე
სიახლეები24/07/2026 | 15:45საქართველო მეშვიდესთვის
აქეთურ-იქითური22/07/2026 | 19:34პომიდორი წონის შესაბამისად
აქეთურ-იქითური18/07/2026 | 18:58ფეხბურთი ვიცი, ცხოვრებას ვსწავლობ
